top of page

                    გაზეთიდან "მეტი სინათლე" №2, 1996 წ. 2 აპრილი
                                             რა არის ახალი სიტყვა


     მეორედ მოსვლა მოხდა საქართველოში! რამეთუ დასაბამიდან საქართველოს ერგო წილი ღვთისმშობლობისა.
 
     ქართველმა მწერალმა აკაკი ჯორჯაძემ   1995 წლის 9 იანვარს (თბილისის  დროით დღის 2 საათზე) საჯაროდ განაცხადა, რომ სამყაროდან, კოსმოსიდან, მაღალი ღმერთისგან საქართველოში ქართულ ენაზე მოგვეწოდა ღვთაებრივი ახალი სიტყვა, რომელიც ერთნაირად ეკუთვნის დედამიწაზე მცხოვრებ ყოველ ადამიანს, ყოველ ერს, მთელ კაცობრიობას; და ამით დაიწყო კიდეც მეორედ მოსვლა...
     ბატონი აკაკის თქმით, მამის – მაღალი ღმერთის მეორედ მოვლენილი ძის – ქრისტეს, რაც არის ღვთაებრივი ახალი სიტყვა, მოსვლის მიზანია იხსნას ჩვენი ფიზიკური სხეული გარდუვალი დაღუპვისაგან. რაც ძველი, ანუ არსებული სიტყვის წყალობით, მაღალი ღმერთის სულიერ სამყაროში უკვე გადაწყვეტილია, სიცოცხლის დამღუპველი ერები, პიროვნებები უკვე შერჩეულია, დრო განსაზღვრულია.
   ახლა, მეორედ მოვლენილი ძე – ქრისტე, მოვლენილი სიტყვის სახით, მამის ნებით ადამიანებს გვაძლევს საშუალებას ვიხსნათ ჩვენივე სიცოცხლე, თუ ამის სურვილი გვექნება. საამისოდ კი დაგვჭირდება ღვთაებრივი ახალი სიტყვის მიღება, რწმენით აღიარება და ცხოვრებაში მისით ხელმძღვანელობა.
   გაზეთის მოცულობის სიმცირე არ გვაძლევს საშუალებას მოგაწოდოთ ყველა მასალა, რაც ამ მოვლენას უკავშირდება და რაც ყველა წვრილმანში გაგარკვევთ.
     ამ საქმეს შემდეგ, ნელ–ნელა შევასრულებთ, – თუ შევძლებთ...
ქვემოთ გთავაზობთ მასალას, რაც უშუალოდ დღევანდელ დღეს უკავშირდება  და რაც სასწრაფოდ გვაქვს შესაცნობ–გასააზრებელი ყველას – ერსაც და ბერსაც.
ეს უკვე ითქვა გაცხადდა:
1.„... ჩვენი წელთაღრიცხვის 1995 წლის 9 იანვარს, თბილისის დროით დღის 2 საათზე დასრულდა იესო ქრისტეს დაბადებიდან საკაცობრიო განვითარების ძველი და დაიწყო ახალი ერა; ანუ დასრულდა საკაცობრიო განვითარების კიდევ ერთი – მეხუთე და დაიწყო შემდეგი – მეექვსე საფეხური, სხვანაირად – კაცობრიობის მკერდის ჩაკრიდან გადავიდა ყელის ჩაკრაზე, რასაც მაღალი ღმერთის სახელით მოგილოცავთ თქვენ, მოვულოცავ დედამიწაზე მცხოვრებ ყოველ ადამიანს, ყოველ ერს, მთელ კაცობრიობას“.
2. „მე მოვდივარ დედამიწაზე მცხოვრები ყოველი ადამიანის, ყოველი ერის, მთელი კაცობრიობის გადასარჩენად, დედამიწაზე სიცოცხლის გასახანგრძლივებლად... – გვამცნობს ღვთაებრივი „ღვთაებრივი ახალი სიტყვა“.
3. „ძველი, ანუ არსებული სიტყვის წყალობით, დედამიწაზე სიცოცხლის დაღუპვა მაღალი ღმერთის სულიერ სამყაროში უკვე გადაწყვეტილია; სიცოცხლის დამღუპველი ერები, პიროვნებები უკვე შერჩეულია; დრო განსაზღვრულია“. „ახალი სიტყვა არის სამყაროს, კოსმოსის, მაღალი ღმერთის სიტყვა, რომელიც ერთნაირად ეკუთვნის დედამიწაზე მცხოვრებ ყოველ ადამიანს, ყოველ ერს, კაცობრიობას“.
4. „ახალი სიტყვა არ არის ახალი სარწმუნოება... არ არის ახალი მეცნიერება... არ არის ახალი ფილოსოფია... არ არის დოგმა... არ არის ფანატიზმის წყარო...
ახალი სიტყვა არის სულიერ სამყაროში ფიზიკური თვალით შესახედ–შესაფრენი ღია სარკმელი“.
ახალი სიტყვა არის სულის პირველადობის აღიარება...
ახალი სიტყვა არის არჩევანი ან–ან!.. ესე იგი, ან სიკვდილი, ან სიცოცხლის გახანგრძლივება...
ახალი სიტყვა არის ილუზიების, მაგიის ტყვეობიდან გამოსვლის საწინდარი...
ახალი სიტყვა არის ქვეცნობიერის ცნობიერად ქცევა...
ახალი სიტყვა არის ახალი ნება, ახალი სიყვარული, ახალი თავისუფლება... ე.ი. ახალი სიკეთე“...
ახალი სიტყვა არის ახალი ყოფა, ახალი ცხოვრება, ახალი აზროვნება, ახალი ცნობიერება...
ახალი სიტყვა არის ახალი რწმენა; ბოლოს და ბოლოს, არის ახალი სიტყვა, რომელიც ერის პირველი და, რომელიც რწმენასთან ერთად ერის ღმერთი...
ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ შეიძლება, მაგრამ ისინიც ვერ მოგვცემენ სრულ, ერთნიშნა წარმოდგენას, თუ არ არის ღვთაებრივი ახალი სიტყვა. ზოგადად, მისი ძირითადი მიზანია დედამიწაზე სიცოცხლის გახანგრძლივება, მოახლოვებული კატასტროფისგან ყოველი ადამიანის, ყოველი ერის, მთელი კაცობრიობის ხსნა და გადარჩენა“.
5.ახალი სიტყვასთან ერთად მე – მთლიანობამ ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად, ვცხოვრობ იესო ქრისტეს – ნაზარეველის ცხოვრების მსგავსად!.. მსგავსება არც ტოლობაა და არც იგივეობა, მაგრამ თუ მსგავსებაა, მაშინ ჯვარცმაც უნდა აღსრულდეს...
მე სულიერი ჯვარცმის გზას გავივლი, ხოლო ჩემი ოჯახის ერთ–ერთი წევრი – ფიზიკურისას“...
6. „მაშინვე მეცნობა, რომ 1995 წლის 9 იანვრამდე არავინ გარდამეცვლებოდა იმათგან, რომლებიც ჩემს სულიერ წინაღობათა რგოლებს ავსებენ (ამ რგოლების არსებობას ხსნის ახალი სიტყვა...). ხოლო შემდეგ „მეხსნებოდა“ დაცვა და ძალაში შევიდოდა ჯვარცმის გარდუვალი აღსრულების დრო, რომელიც „მსგავსების კანონის“ მიხედვით თავის ფიზიკურ გამოვლინებას ჰპოვებდა ა.წ.–ის 9 იანვრიდან დაწყებული ნებისმიერ დღეს – 9 აპრილამდე. კონკრეტულად რა ფორმით გამოვლინდებოდა, ან როდის, არ ვიცი, – ნებისმიერ დროს ელოდეო“...
7. „ჩვენი წელთაღრიცხვის 0 წლიდან (უფრო სწორად – იესო ქრისტეს დაბადებიდან) 1995 წლის იანვრამდე, კოსმიურ დღეღამურ ციკლში ცდომილება შეადგენს 57 საათს; ანუ კაცობრიობა დღეს წინ არის 57 საათით“...
„დაბადების დაწყების დღეს, ანუ 9 იანვარს, დღის 2 საათზე – მსგავსად „გაბრწყინდება აღმოსავლეთის ცაზე“ ვარსკვლავი, როგორც გაბრწყინდა მაშინ იესოს დაბადებისას“...
      „ახალი სიტყვა სულიერ სამყაროში მოქმედ კანონზომიერებათა ფართო სპექტრს მოიცავს. ერთგვარად წინ წამოწეულია თვით სიტყვის არსი, რომელიც ბიბლიური განმარტებით იყო პირველი და რომელიც იყო ღმერთი. ახალი სიტყვა ამ „ფორმულას“ ახლებურად გვთავაზობს და ამბობს, რომ სიტყვა არის პირველი და იგი არის ღმერთი. ანუ სიტყვის „იყო“, სცვლის სიტყვით „არის“. შეიძლება ვინმემ თქვას ამას რა მნიშვნელობა აქვსო, მაგრამ თუ გავეცნობით რაზეა საუბარი, მიხვდებით, რომ მნიშვნელობა აქვს. ამას გარდა, გვეძლევა განვითარების ახალი საფეხურისათვის საკვლევი „ფორმულაც“, რომელიც გვამცნობს: – „პირველი არის რწმენა და, სიტყვა და რწმენა არის ღმერთი“...
8. „ღვთაებრივი ახალი სიტყვა ყველასია..! დედამიწაზე სიცოცხლის გადარჩენა ყველას საზრუნავია!.. ამ გაგებით, ახალი სიტყვა ადამიანთა დამაახლოებელიც და გამაერთიანებელია“...
9.„საქართველო დღეს ცხოვრობს ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში მცხოვრები იუდეველთა (ებრაელთა) ქვეყნის მსგავსად... მოვიდა, დადგა დრო, ჟამი, როცა ქართველ ერში სულ სხგვაგვარად უნდა გაიღვიძოს ყოფნისთვის ბრძოლის, თვითგადარჩენისთვის საჭირო შეგნებამ, რისთვისაც მას დასჭირდება ღვთის თვალით შეხედოს საქართველოში დღეს მიმდინარე პროცესებს“...
10.„თუ არ ვირწმუნებთ (არადა, დროულად უნდა ვირწმუნოთ!), რომ ყოველგვარ ფიზიკურ გამოვლინებაში მომხდარ ამბებს წინ უსწრებს სულიერ სამყაროში „ცოტა“ ადრე მიღებული გადაწყვეტილებანი (სადაც „პირველობისთვის“, ყოველგვარ ღვთაებრივს გააფრთებული ეომება სატანური, ეშმაკეული ძალა!), მაშინ აღარ გაგვიჭირდება უკეთ შევიცნოთ თავი, შევიცნოთ სხვაც და სწორი დასკვნა გავაკეთოთ – ვინ არის ვინ“...
11.ახალი სიტყვის დაბადების (ანუ რწმენით მიღებისა და აღიარების) შემდეგ საქართველოს და ქართველ ერს დიდი საზრუნავი გაუჩნდება, რათა გოლგოთის გზაზე, ზურგზე უშველებელ ჯვარმოკიდებული, თავისივე ფეხით არ მივიდეს ბოლო „წერტილამდე“, იმ ჯვარზე ზედ დასალურსმლად; ანუ დასჭირდება მანამდე დაინახოს მეორე – გადარჩენის გზა, რომელსაც თვით მამა – მაღალი ღმერთი აჩვენებს თავისი ღვთაებრივი ახალი სიტყვით.
    აი, ამ მხრივ ასრულებს საქართველო და ქართველი ერი თავის ღვთაებრივ მისიას და, ამიტომ არის ჩამოტანილი ჩვენთან – საქართველოში, და მცხეთაში „ჩამარხულია“ იესო ქრისტეს კვართი და სამჭვალისი, კვართი სიცოცხლის გახანგრძლივების ნიშანია, ხოლო სამჭვალისი – ჯვარზე გაკვრის ნიშანია. ახლა დადგა დრო, ჟამი, როცა ქართველ ერს ასარჩევი აქვს, რა სურს: კვართი – სიცოცხლის გახანგრძლივება, თუ სამჭვალისი    – ჯვარზე გაკვრა – ფიზიკური აღსასრული... საქართველო დღეს მამის – მაღალი ღმერთის ყურადღების ცენტრშია („დღეს ყველა აქ არის“!..). ყოველი ჩვენგანის ფიქრებს, ქმედებებს თვალს ადევნებს – საგანგებოდ და, ყოველს დამსახურებისამებრ მიაგებს, – გულს არავის დაგვწყვეტს“...
12.„ღვთაებრივი წარმონაქმნით ადამიანი, ერი, კაცობრიობა. ეს სამეული წინასწარ განსაზღვრულ ბედისწერაში შესწორების შეტანის საკითხს“...
13.„თუკი ნებისმიერი ჩვენთაგანი, ან სხვა, ვისაც გვჯერა, რომ ემსახურება ღვთაებრივს – მოეშვება, მოდუნდება და სიფრთხილისა და სიფხიზლის გრძნობას დაკარგავს, და პირიქით – გაასკეცებული მონდომებით არ ეცდება დროულად და სწრაფად სძლიოს თუნდაც უწინარესად საკუთარ თავში ავს, მაგიურს და სატანურს, – მამისგან ნაბოძები ეს მცირედი იმედიც ხელიდან გაგვიქრება (სულაც, დავკარგავთ გვირგვინს!) და მისი სულიერი სამყარო დღეისთვის ოდნავ გაღებულ ცას უცაბედად დაგვიკეტავს და სამუდამოდ დაგვიხშობს.
 და ეს იქნება ჩვენთვის მეორე სიკვდილი“...
14.„საქართველოსა და ქართველი ერის ხელში ნელ–ნელა გადმოდის სული, ანუ მოდის მძლეველი, – წინასწარმეტყველების სული და ამით დგება, დადგა უკვე დრო, ჟამი განკითხვისა“...
15. „... ფრთხილად, ადამიანო – ფრთხილად, საქართველო და ქართველო ერო!.. დრო ილევა, ვადა იქით არ გადაიწევა“.
                       (ამოკრეფილია გაზეთიდან: „არჩევანი“ – NN 4(27), 5(28), 6(29), 7(30)) 1995 წელი

bottom of page