top of page

გაზეთიდან "მეტი სინათლე" #60-61
`ლაზარეს~ საიდუმლო, მისი არსი



   ამ საკითხზე ზემოთ ნაწილობრივ უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ `ლაზარეს აღდგინება~ სხვა მნიშვნელოვან საიდუმლოთა გაცხადებასაც უკავშირდება და მოკლედ შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:
   1. `ლაზარე~, ადამიანთათვის, მსოფლიოსთვის `დღემდე მეორედ მოსვლისა~ ენაში ოდითგანვე `დამარხული~ ღვთაებრივი საიდუმლო ცნობიერებაა, რომელიც უკავშირდება სამყარო-ოთხყაროში მიმდინარე სულიერი პროცესების ცოდნას, თვით ხილული სამყაროს, დედამიწაზე ადამიანის, ადამიანთა სააზროვნო-სამეტყველო ენათა წარმოშობის ჩათვლით.
ძირითადად იგი სიტყვის საიდუმლოა; მთავარი საიდუმლო განივთებულია ქართულ ენაში, და გარკვეული ზომით განაწილებულია სხვა ენებში, რომლებიც შექმნილია დედამიწაზე დღეს ცნობილი 13 (14) დამწერლობით.
   აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ ყველა ენაში არსებული საიდუმლო იხსნება მხოლოდ ქართული ენით; ქართულ ენაში საწყისიდანვე ჩადებულ საიდუმლოს კი ხსნის მხოლოდ-შობილი ქრისტე_სიტყვა, რომლის შემდეგ შესაძლებელი ხდება სხვა ენებში არსებულ საიდუმლოთა ამოცნობა.
სათანადოდ, ‘ლაზარეს~ საიდუმლოს გამხსნელი, ადამიანთათვის ერთ დროს მკვდარი _`დამარხული~ ცნობიერების აღმდგენელი არის უფლის ძე _ ქრისტე _ სიტყვა, იგივე ‘ანი და ჰოე~, ანუ არის ქართული დამწერლობა _ ანბანი (ასომთავრულ-მხედრული), რომლის ყოველი ასო-ნიშანი თავად არის სიტყვა.
   2. რადგან ‘ანი და ჰოე~ _ ‘დასაწყისი და დასასრული~ არის ქრისტე-სიტყვა, ქართული ანბანის ყოველი ასო-ნიშანი შეიცავს ცალკე საიდუმლოს და მსგავსებით მიუთითებს იესო ქრისტეს სათანადო წლოვანებას, რაც ემთხვევა ანბანურ რიგით ნომრებს ქართულში, ასეთი ასო-ნიშანი არის 37. და მართლაც, თუ ქრისტე იშვა 7/6 წელს ჩვენს წელთა აღრიცხვამდე, ხოლო ჯვარცმული იქნა 30 წელს ჩვენი წელთა აღრიცხვით, მისი ჭეშმარიტი წლოვანება გამოდის 36/37 წელი! (იხ. ზემოთ მითითებული ბიბლია, გვ. 1215).
ანუ, `ლაზარე~ _ საიდუმლო ძევს არა მარტო ასო-ნიშანთა სახელებში _ სიტყვაში, არამედ მათ რიგით ნომრებში, რიცხვით მნიშვნელობებში, ასო-ნიშანთა მოხაზულობებში–გრაფიკაში, და ისინი უკავშირდებიან ქართულ ცნობიერებაში შემორჩენილ ღვთაებებს, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავებულ, მაგრამ გარკვეული სახით ერთმანეთთან დაკავშირებულ ცალკეულ სულიერ პროცესებს წარმართავენ.
ღვთაებრივი საიდუმლოს _ `ლაზარეს~ შემცველი სიტყვა _ სიტყვები, ამ 37 ასო-ნიშნის კომბინაციით მიიღება, რომელთა რაოდენობა ადამიანთა ცნობიერებისთვის ცნობილი სიტყვების მარაგს საკმაოდ აღემატება. მარტივად, ადამიანში (მის თავის ტვინში) არც ერთი სიტყვა არ ცნობიერდება, რაც არ არსებობს; ხოლო თუ ცნობიერდება, იგი არსებობდა და არსებობს, რის საიდუმლოც იცის `ლაზარემ~ და იხსნება ქართული ენით.
   3. ენაც, როგორც ანბანი, ბავშვის დედის მუცელში ჩასახვის და ზრდა-განვითარების მსგავსად, განიცდის ცვლილებას _ გადის `ევოლუციურ~ გზას და საწყისი სიტყვა სახეს იცვლის. ასეთი გზა აქვთ გავლილი ენებს, რომლებითაც დღეს ადამიანები ვსარგებლობთ. მაგრამ საწყისში სიტყვებში ჩადებულ-განივთებული საიდუმლოებანი იხსნება მხოლოდ დღეს არსებული 33 მხედრული ასო-ნიშნით შემდგარი ქართული ენით, ანუ რითაც ჩვენ დღეს ვსარგებლობთ და ვმეტყველებთ, ვაზროვნებთ, (ამიტომ არ შეეძლოთ, და ვერც შეძლეს ადრე ამ საიდუმლოს ახსნა; მაშინ ვერ იქნებოდა ქრისტეს _ სიტყვის მეორედ მოსვლა!).
შენიშვნის სახით აქვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართულმა ანბანმა იცის კიდევ სამი ასო-ნიშანი (ამიტომ სულ გვაქვს 40 ასო-ნიშანი!), მაგრამ მათი მიზან-დანიშნულება უფრო სხვა ღრმა _ სიღრმისეული ცოდნის ხასიათს ატარებს და ამჯერად მათ არ ვიხილავთ (ღმერთი, სრული მნიშვნელობით, სხვა უფრო დიდ საიდუმლოს შეიცავს, ვიდრე ჩვენ_ადამიანები ადამიანურ გონებაში გაცნობიერებული სიტყვებით შევიცნობთ). ე.ი. ჩვენ სხვა საიდუმლოებებთანაც გვაქვს საქმე, მაგრამ ამჯერად მათ არ ვეხებით. მარტივად, ღმერთის _ სიტყვის კვლევა, ადამიანი დედამიწაზე თუ დარჩა, კვლავაც გაგრძელდება.
   4. `ლაზარე~ საიდუმლოს ამოცნობა ნიშნავს ღმერთთან _ მამასთან მისვლა-მიახლოვებას _ `შინ დაბრუნებას~. მაგრამ, არ შევცდეთ, დაცილებასაც ნიშნავს, თუ არ ვირწმუნებთ უფალს _ ქრისტე-სიტყვას, ანუ თუ არ გვექნა სათანადო რწმენა, და მხოლოდ მექანიკურად ვაბრუნეთ ქართული სიტყვები, ასო-ნიშნები, ასო-ნიშანთა წყვილები, რაც საიდუმლოს ამოცნობის ძირითადი ერთადერთი ხერხი _ მეთოდია.
და რადგან ვახსენეთ ეს `ხერხი~, ძირითადი არსი ქრისტეს სიტყვის სახით მეორედ მოსვლისა და მისგან `ლაზარეს~ აღდგინებისა იმაში მდგომარეობს, რომ არსებული ცნობიერების ადამიანთა გონებაში წარმოქმნილმა საიდუმლო ამოცნობილმა სიტყვებმა წარმოქმნას დადებითი სულიერი ენერგიები, რითაც არის შესაძლებელი მხეცის-ანტიქრისტე-ანტისიტყვით წარმოქმნილი უარყოფითი სულიერი ენერგიების გაბათილება, განეიტრალება, ძლევა და ამით იხსნას ადამიანი დღეს გლობალურად შექმნილი გარდუვალი დაღუპვისაგან.
ანუ, ქრისტეს მეორედ მოსვლა იმისათვის კი არ ხდება, რომ ქართველებს `ლაზარე~ აღგვიდგინოს და ამით მოათავოს საქმე (როგორც ბევრ ჩვენს `ლაზარს აღმდგენელს~ ჰგონია), არამედ, ამ გზით ძლეული იქნას მსოფლიო მხეცი და ადამიანი გადარჩეს დედამიწაზე, ეს კი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანები, ერები (უწინარესად, ქართველი ერი!), კაცობრიობა ვირწმუნებთ მოვლენას, ვირწმუნებთ მეორედ სულით მოსულ ქრისტეს _ სიტყვას და აღვასრულებთ მის _ უფლის სიტყვის მოთხოვნებს დროში _ `40 დღეში~!..
    ურწმუნოების შემთხვევაში, ჩვენგან გაცხადებული მეთოდებით სარგებლობა (სიტყვის პარვა, ნათქვამის სათავისოდ გამოყენება), იძლევა უკუ-`ანტი~ ქმედებას, _ წარმოქმნის უარყოფით სულიერ ენერგიებს და დაღუპვის პროცესს უფრო აჩქარებს, ანუ ასრულებს `დამსჯელის~ როლს.
ამიტომაა, რომ ვამბობთ: უფლის სიტყვას სათავისოდ ვერავინ გამოიყენებს!..
დავიმახსოვროთ: საჩვენოდ ამ სიტყვას ვერავინ გამოვიყენებთ!.. გამოვიყენებთ კი `საჩვენოდ~ ყველა, თუ ჩვენგან გაცხადებული სიტყვის მოთხოვნების შესაბამისად დარჩენილ დღეებში ერი იმ ბოლო ნაბიჯს ერთად გადავდგამთ, რომელსაც ჩვენ (ამ შემთხვევაში პ.გ. `მძლეველი~) გთავაზობთ.
   5. ‘ლაზარე~ _ საიდუმლო იხსნება, როგორც ვთქვით: ასოთა, ასო-ნიშანთა წყვილთა, სიტყვათა გადაბრუნება-აღპყრობით, რაც გარკვეულ დამატებით საიდუმლოთა ცოდნას ემყარება და მუდმივმოქმედი სულიერი პროცესით კონკრეტულ დროში ცხადდება. მარტივად, ეს მეთოდი სასურველ შედეგს იძლევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იცი რა `გადააბრუნო-აღაპყრო~ დროის კონკრეტულ მოცემულ მომენტში, და ერთდროულად, საჭიროა იყო `სუფთა~ _ მავნე ენერგიებისგან დაცლილ-დასუფთავებული, რასაც ანტი-სიტყვა წარმოქმნის (`აღპყრობა~, სხვა გააზრებით ნიშნავს მონანიებას!).
ანუ, ასო-ნიშანთა თუ წყვილთა, სიტყვათა მექანიკური გადაბრუნება-აღპყრობა სასურველ შედეგს ვერ-არ იძლევა, პირიქით _ ართულებს, ამძაფრებს მდგომარეობას და აჩქარებს დასასრულის მოახლოვებას...
მაგრამ, თვით `ხერხი~ _ მეთოდი მარტივია და იხსნება დროში მოცემული `კოდის~ ჯვარზე, ანუ კოორდინატთა სისტემაში ბრუნვით ერთი მეორე მიმართულებით; სასურველს ვიღებთ მოპირდაპირე მეოთხედში, მაგ: პირველიდან მესამეში, მეორედან მეოთხეში... ან პირიქით, _ ამიტომაა აუცილებელი `გადაბრუნებასთან~ ერთად, აღპყრობა!
   თუ ამ ცდას ჩავატარებთ, აღმოვაჩენთ, რომ რიცხვები _ ციფრები: 6 და 9, ერთმანეთს სცვლიან! ე.ი. 6 ხდება 9, და 9 _ 6, რაც დიდ საიდუმლოს გვიხსნის. კერძოდ, იესო ქრისტეს ჯვარზე აკრავენ 6 საათზე და ფიზიკურად გარდაიცვალაო 9 საათზე!..
თუ ქრისტე არის სიტყვა (ასო-ნიშნები), მაშინ გასაგები ხდება რის თქმაც გვსურს. მთავარი ამ შემთხვევაში ისაა, რომ ადამიანი სარგებლობს ამ სიტყვით _ მისდაუნებურად, როგორც ღმერთისგან შექმნილი, ღმერთის სახედ და ხატად! ე.ი. ადამიანი _ `მიწის კაცი~ (6) (მიწის მტვრისგან შექმნილი!), უფლის სახე და ხატი, ექვსით ეკვრება ჯვარზე და ცხრით ხდება ქრისტეს მსგავსად `ცის კაცი~! _ იესო ქრისტე ამის შემდეგ აღსდგა, ამაღლდა და მამასთან ავიდა _ მივიდა, მის ტახტზე გვერდით დასაჯდომად...
ე.ი. ეს პროცესი _ სიტყვათა, ასო ნიშანთა “გადაბრუნება-აღპყრობა” სცვლის სულიერ ენერგიებს, ხოლო ასეთი შედარებით, სასურველის მისაღწევად, გვმართებს ქრისტეს მსგავსად `დასუფთავება~ _ გაწმენდა, სხვა სიტყვებით _ მისი გზით სვლა. ამიტომ ამბობს ქრისტე: `მე ვარ გზა~... `თუ არა ჩემით, ვერავინ მივა მამასთან~...
ბიბლიაში, სახარებებში, `გამოცხადებაში~ ჩაწერილი ყოველი სიტყვა ასეთი მეთოდით არის `დახურული~ და გასაიდუმლოებული. ადამიანები ძირითადად ვსარგებლობთ სიტყვებით, რომლებიც, როგორც ვთქვით უფრო მეტ უარყოფით სულიერ ენერგიებს წარმოქმნიან, ვიდრე დადებითს, რითაც ფაქტიურად ვიმზადებთ საკუთარი საერთო გარდაცვალების დღეს.
   `გველით~ შეცდენილი და `ედემის ბაღიდან~ მამის მიერ გამოძევებული, ანუ ცოდვილი ადამიანები ვხელმძღვანელობთ სიტყვით - ცნობიერებით, რომელიც `გველისაა~, ანუ არსებითად არის ანტი-სიტყვა, რაც გვღუპავს, სათანადოდ მივუყვებით დაღუპვის გზას და, გადარჩენა თუ გვსურს, საჭიროა `ქრისტესმიერი ცხოვრებით~ _ უფლის ჭეშმარიტი სიტყვის მიღებით და ცხოვრებაში მისით ხელმძღვანელობით, დავაგდოთ ბოროტების გზა.
   ეს გახლავთ მარტივი ახსნა, მაგრამ მთლიანობის შესაცნობად ამის ცოდნა არ გვეყოფა; მაშინ ყველა წვრილმანი უნდა ავხსნათ, რაც უკვე ადრე ვთქვით, და ისიც, რაც ჯერ არ გვითქვამს და შედეგს ველით.
სიმარტივისთვის, ჩვენთვის ბიბლიიდან ცნობილი ევა, სიტყვაში ჩადებული საიდუმლოს შესაცნობად, ნიშნავს: ევ არს, ‘ევ~ არსის არისო! `ა~, ქართულ ანბანში რიგით პირველია და ტოლია ერთის (ერთი ღმერთის მსგავსად!); `ევ~ კი არის: ენ_ვინ, ანუ არის: ენა ვინისა _ ადამიანისა! ე.ი. “ვინ”-ის _ ადამიანის სააზროვნო-სამეტყველო ენა არის `ქალური~ საწყისით _ ევ-ას ნიშნით (ქართველები ჩვენს ენას ამიტომ ვეძახით: დედა-ენას!), _ ევასგან ვართ შობილები დანარჩენი ცოდვილი ადამიანები (როგორც `გველისგან~ შეცდენილები) _ `ედემიდან~ გამოდევნილები, _ ეს არის ჩვენთვის ანტი-სიტყვით სვლა! მაგრამ უკან _ `შინ~ მამასთან დაბრუნება თუ გვსურს, საჭიროა მისი _ `ანტის~ ჭეშმარიტი სიტყვით შეცვლა, რაც ამ `ანტის~ გადაბრუნება-აღპყრობით (უკან დაბრუნებით!) მიიღწევა. კერძოდ, `ევ~, ამ გზით ხდება: `ვე~! .. ანუ, თუ აქამდე `ევ~ ცნობიერებით _ სიტყვით (ანტი-სიტყვით) ვიარეთ, გადარჩენისათვის გვჭირდება `ვე~ ცნობიერებით `უკან~ დაბრუნება, ოღონდ, ბუნებრივად, ძველზე _ არსებულზე დაყრდნობით.
ანუ, გადარჩენისათვის გვჭირდება: `ევ+ვე~ ცნობიერება ერთად, ამისთვის ახლა `ვე~-ც უნდა ვნახოთ (ვე-ნახე, ვენახი!..).
     ქრისტე ამბობს: `მე ვარ ვაზი~... `ღვინო სისხლია ჩემი~... `მამაჩემი ვენახის პატრონია~, და სხვა.
ვფიქრობთ, გასაგებია რის თქმაც გვსურს. ყველა ეს სიტყვები ქართული ენით შეიმეცნება და `ლაზარეს~ საიდუმლოც მასშია დასაბამიდანვე `ჩამარხულ-ჩაფლული~, რომლის გასაცოცხლებლადაც `მოელის მას დღესა მეორედ მოსვლისა~.
ჩვენ ვამბობთ: ეს დღეც დადგა. მთავარია, რას ვიტყვით ერი სანაცვლოდ, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ: გავყვებით ქრისტეს გზას, თუ `ურჩი მევენახეებივით~ ვიმოქმედებთ; _ შედეგი ცნობილია.
მცირე დასკვნისთვის:
   განვლილ წლებში საკმაოდ დიდი ადგილი და დრო დავუთმეთ ქართულ ენაში ჩადებულ საიდუმლოთა ახსნას, ანუ `ლაზარეს აღდგინების~ საკითხებს, რამაც ზოგიერთში (`ლაზარეს~ `აღმდგენელში~) გაღიზიანება და რისხვა გამოიწვია, ამის გამო ომი გამოგვიცხადა ყველამ ცხადად თუ ფარულად, რაც დღემდე გრძელდება.
   ის სხვა საკითხია, რომ ეს ხალხი ცდება და აცდუნებენ მრავალთ, შედეგად ზარალდება _ შეიძლება დაზარალდეს ერი, _ ჩემგან გაცხადებული სიტყვის დანიშნულება სრულიად სხვა არის და მას სრულიად სხვა _ ყველასგან განსხვავებული ცნობა მოაქვს: იღუპებით და გადარჩენისათვის ბოროტების გზა დააგდეთო! `ლაზარეს აღდგინების~ საკითხები, ამ ცნობის ჭეშმარიტების დასადასტურებლად გვჭირდებოდა და გვჭირდება ქართველებისთვის, და არც მხოლოდ ამისთვის, უფლის სიტყვით მოცემული ამ ჭეშმარიტი ცოდნით ვცვლიდით, და ვცვლით ჯერ გარდუვალი დაღუპვის ბედისწერას სიცოცხლის გახანგრძლივებით, რაც სხვა `ლაზარეს აღმდგენელს~ აზრადაც არ მოსვლია, არც მოუვიდოდათ, მათი დანიშნულება სულ სხვა რამ იყო, და არის. (ამ საკითხს, ალბათ, ცალკე შევეხებით).
დაგვრჩა მხოლოდ გასარკვევი, ვის ვერწმუნებით: ცრუთ, თუ ჭეშმარიტს?
    ცნობისთვის: _ მეთოდს, რომელსაც მე ვხმარობ, როგორც სასძლო-კაცი, დედამიწის ზურგზე ჯერ არც ერთი ადამიანისთვის არ არის ცნობილი, არავინ არ ფლობს, და ამ მოვალეობას ვერც ვერავინ შეასრულებს. ეს კი გნებავთ ვირწმუნოთ, გნებავთ _ ნუ ვირწმუნებთ.
ერს ეს საიდუმლო უფლისგან გადაეცემა მაშინ, თუ იგი როგორც სასძლო-ერი თავის მოვალეობას შეასრულებს; თუ არა, გადაეცემა სხვა ერს!

bottom of page