
რატომ საქართველოში ქართულ ენაზე
დედამიწაზე ერთადერთია ქართველი ერი, რომელსაც ყველაზე ნაკლებად უნდა ჰქონდეს ეჭვი, რომ ქრისტე მეორედ მოვიდოდა სწორედაც საქართველოში სიტყვის სახით; _ დედამიწაზე მხოლოდ ჩვენ _ ქართველებს გვაქვს ისტორიული სიღრმეებიდან დღეს ეკლესიურადაც `კანონიკურად~ აღიარებული ცნობა, რომ ბიბლიური ლაზარე _ ქართული ენაა, რომელშიც `ჩამარხულია~ უფლის საიდუმლო და მოელის იგი ქრისტეს მეორედ მოსვლას, ამ საიდუმლოს ყველასათვის ` გაცხადებულად~ გასაცხადებლად.
ეს გახლავთ ცნობილი ისტორიული ძეგლი ბერი იოანე ზოსიმესი: `ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი~, რომლის აღმნიშვნელი დღე ეკლესიურადაც არის დადგენილი `ლაზარეს აღდგინების~ მნიშვნელობით (14 აპრილი). აქედანვეა წარმომდგარი საქართველოს პატრიარქის _ ილია მეორის ცნობილი გამოთქმა: `ლაზარე აღდგინდება, იბერია გაბრწყინდება~, რითაც გვიდასტურებს მოწვდილი ცნობის ჭეშმარიტებას. ანუ, გამოდის, რომ ჭეშმარიტი `ლაზარე~ დღემდე გასაცოცხლებელი ყოფილა.
კერძოდ, ამ ძეგლში ვკითხულობთ:
_ ‘ დამარხულ არს ენაი ქართული დღედმდე მეორედ მოსლვისა~; ხოლო ქვემოთ: ‘და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქვიან~...
` ლაზარე~ თუ ქართული ენაა, იესო ქრისტეს მიერ ადრე გაცოცხლებული ლაზარე _ კაცი, მასთან დაკავშირებული ქმნადობა ერთგვარი ალეგორიული მისტერიული ხასიათის აქტია, რომელიც თხრობით არ-ვერ ხსნის საიდუმლოს, მაგრამ მიგვანიშნებს მის არსებობაზე და შესაძლო მოქმედებაზე, რაც არსებითი იქნებოდა `ბეთანიელებისთვის~ უფლის სიტყვის შეცნობისათვის, ხოლო მღვდელმთავრებისათვის, მისთვის _ უფლისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანისთვის (ასე ვითარდება სახარებისეული თხრობა).
თუ ეს არის ასე, არადა ასეა, მაშინ, აზრს ჰკარგავს უფლის _ მხოლოდშობილი ძის _ ქრისტეს კვლავ სხეულებრივად მოსვლის მტკიცება (მით უფრო, წვიმის ღრუბლებზე გავლით), თუკი მან ამ დროს სამართლიანი, მაგრამ საშინელი სასამართლო უნდა მოგვიწყოს სამყაროს აღსასრულით!
ხოლო, თუ ამ უკანასკნელს ვირწმუნებთ, მაშინ გაუგებარი რჩება ლაზარეს აღდგინების ჩვენეული გაგება: ქართულ ენაში ჩამარხული საიდუმლოს აღდგენა-გაცოცხლება, ან რისთვის.
ვიმეორებთ: მხოლოდ ქართველ ერს გვაქვს ისტორიული სიღრმეებიდან ცნობა, რომ ბიბლიური ლაზარე _ ქართული ენაა, სახარებისეული ცნობის მიხედვით რომლის გასაცოცხლებლადაც მიდის ქრისტე `ბეთანიაში~, და აცოცხლებს მას.
კაცი _ ლაზარე `4 დღის~ მკვდარია! _ ქართულ ენაში რაღაც უნდა იყოს `4 დღის~ (ჭეშმარიტად: 4 ათასი წლის) `მკვდარი~, რომლის `გასაცოცხლებლადაც~ უნდა მოვიდეს საქართველოში ქრისტე _ სიტყვა, და გაგვიცოცხლოს!
მკვდარი კაცი _ ლაზარეს გაცოცხლებისა არავის სჯერა, თვით ლაზარეს დებსაც კი, _ მართა ეუბნება იესოს: _`უფალო, უკვე ყარს, ვინაიდან ოთხი დღის წინ დავასაფლავეთ~ (იოანე: 11.39)... ამ დროს ბეთანიელებს ნაკლებად სჯეროდათ, რომ ქრისტე მამის ძე – უფალი იყო, ან სულაც არ სჯეროდათ, ვიდრე სასწაულს მოახდენდა, რის გამოც `ბევრმა ირწმუნა~ და მღვდელმთავრებმა ამისთვისაც გამოუტანეს უფალს _ ქრისტეს `სასწრაფოდ~ სასიკვდილო განაჩენი...
ამის შეხსენება სახარებიდან იმისათვის გვჭირდება, რომ მსგავსებით, ერთის მხრივ, დღეს მიმდინარე პროცესი _ პროცესები უნდა ეხმიანებოდეს მონათხრობს, და მეორეს მხრივ, სათანადო ცნობებს უნდა გვაძლევდეს ბერი ზოსიმე თავისი ძეგლით, რის დამოწმებასაც ვცდილობთ მოვლენის ჭეშმარიტების დასადგენად, მოწვდილი ცნობის ჭეშმარიტების დასამტკიცებლად.
და ასე არის! _ ჯერ მცირეს სჯერა, რომ ჩვენგან გაცხადებული სიტყვა უფლისაა და არის იგი მამის ძე ქრისტე; ანუ რომ იგი სულით და სიტყვის სახით მოვიდა და მოდის ჩვენთან საქართველოში ქართულ ენაზე, სწორედაც ქართულ ენაში დასაბამიდანვე ჩადებულ-ჩამარხული საიდუმლოს გასაცოცხლებლად, და ეს პროცესი მიმდინარეობს... არის წინააღმდეგობა, უარყოფა, სიტყვისთვის და მის მთქმელთათვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანა, მოკვლის ცდა...
ბერი ზოსიმეს მიერ დატოვილ ძეგლშიც ზუსტად ასე იკითხება:
_` დამარხულ არს ენაი ქართული დღედმდე მეორედ მოსლვისა მისისა საწამებლად~... `და ესე ენაი მძინარე არს დღესამომდე~ ...`და ოთხი დღისა მკუდარი ამისათვის თქუა დავით წინასწარმეტყველმან, რამეთუ `წელი ათასი _ ვითარცა ერთი დღეი~... `და ესე ენაი შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა, მდაბალი და დაწუნებული _ მოელის დღესა მას მეორედ მოსვლისა უფლისასა~...
აქ მინიშნებაა `4 დღეზე~, რომ იგი 4 ათას წელს ნიშნავს, და ერთდროულად, მიგვითითებს ანბანზე _ ქართულ ანბანზე, რომელშიც ასო-ნიშანი `წ~ _ წილ ზის რიცხვით 4 ათასის მნიშვნელობით:
_ `და სახარებასა შინა ქართულსა, ხოლო, თავსა მათეისსა, წილი ზის, რომელ ასოი არს. და იტყვის ყოვლად ოთხ ათასსა მარაგსა~ ...ქვემოთ: _ `და ესე ყოველი, რომელი წერილ არს, მოწამედ წარმოგითხარ, ესე წილი ანბანისაი!~
ვფიქრობთ, ვხედავთ კავშირს უფალს _ ქრისტეს, ლაზარე _ ქართულ ენასა და ანბანს შორის, და ამ ყველაფრის ახალი მისტერიული აქტის _ მეორედ მოსვლასთან დაკავშირებას, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ისტორიულად ჰქვია ღვთის მშობლის წილ-ხვედრი ქვეყანა!..
ქრისტემ, ხელფეხ შეკრული და პირ-სახე შეხვეული კაცი _ ლაზარე გაახსნევინა ბეთანიელებს, და თქვა: `გაუშვით, იაროს~... ზოსიმესეულ ძეგლში კი ვკითხულობთ:
_ `რათა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა~! _ ეს ცნობა კი ყველაზე მნიშვნელოვანია, უფლისგან `ლაზარეს~ აღდგინების_`გაცოცხლების~! არსის შემეცნების თვალსაზრისით, _ სწორედ ამისთვის არისო `დაფლული~ `ოთხი დღისა მკუდარი~:
_ `და ესე არს ოთხი დღეი და ოთხისა მკუდარი, ამისთვის მისთანავე დაფლული სიკუდილითა ნათლისღებისა მისისაითა~...
ვფიქრობთ, ყველაფერი ვთქვით, ქართველებმა _ “ბეთანელებმა” უფალთან _ მამის სიტყვასთან ჭიდილი რომ შევწყვიტოთ და `კაცის~ ნაცვლად წინ სიტყვა წამოვწიოთ: _ სიტყვა არის ღმერთი!..
ხოლო თუ ეს ასეა, ქართული ენა არის მსოფლიოში ერთადერთი, რითაც იხსნება ბიბლიურ წყაროებში _ სახარებებში ჩადებული ყველა საიდუმლო; ეს საიდუმლო `ამ ენით~ უნდა გაიხსნას, ემხილოს, ეცნობოს მსოფლიოს _ ყველა ენაზე მოლაპარაკეს, რომ ქართველი ერი ლაპარაკობს უფლის დასაბამისეული ენით, იგი ფლობს დასაბამისეულ უფლის ანბანს და ღმერთისგან გვაქვს მოცემული ღვთის _ სიტყვის შობის წილ-ხვედრობა, და ეს დღეც დღეს დადგა.
მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ ამირანებიც ვართ, და `ურჩი მევენახეების~ მსგავსადაც შეგვიძლია ვიმოქმედოთ, რაც ასეთ `გაბრწყინებულ~ მომავალს საკმაოდ გვაცილებს.
ჯერ კი, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე დღე დაგვრჩა, სათქმელს განვაგრძობ და გავიმეორებ: სიტყვა არის ღმერთი, ლაზარე _ ქართული ენაა, ქართული ანბანი _ ქრისტეა, ქრისტეს ცნობიერების შემცველ-მატარებელია (მხედველობაში გვაქვს ასო-მთავრული და მხედრული ანბანი ერთად, რა საკითხებიც ჩვენ ადრე უფრო ვრცლად და სიღრმისეულად გვაქვს განხილული).
დიახ, სიტყვა არის ღმერთი და, ჩვენ ამ სიტყვის მოსვლაზე ვლაპარაკობთ. ბიბლია, ბიბლიური ცნობები _ სახარებები `გამოცხადებით~, უფლის_სიტყვის ცნობებია და ჩვენთვის არის დაწერილი, რომ შევიცნოთ დღევანდელი კაცობრიული მნიშვნელობის მოვლენა, გავერკვეთ მის მეორედ მოსვლის არსში.
უფრო მეტი რწმენისათვის: _ დედამიწაზე 14 დამწერლობაა, რომელთაგან ერთი მკვდარია; მოქმედებს 13 დამწერლობა (მათგან არის შექმნილი ყველა ენა), რომელთაგან ერთ-ერთი ქართული ენა-დამწერლობაა.
_ იესო ქრისტეს 12 მოციქული ჰყავდა, რომელთაგან ერთმა თავი ჩამოიხრჩო და მის ადგილას მატათია აირჩიეს; ანუ ჯამში ქრისტეს ჩათვლით გამოდის 14, რომელთაგან ერთმა თავი ჩამოიხრჩოო, ანუ მოციქულებს გამოაკლდათ...
ქრისტე კი ამბობს: `მე ვარ ანი და ჰოე~... ე.ი. დღეს არსებულ ამ 13 დამწერლობას შორის ერთი ქრისტეა, ქრისტეს ცნობიერების შემცველ-მატარებელი! და რომელია ეს ენა-ანბანი?..
_ ქართული! _ გვეუბნება მეორედ სულით მოსული უფალი ქრისტე_სიტყვა; ანუ, მისგან არის წარმოქმნილი დედამიწაზე დღეს არსებული ყველა დამწერლობა, ეს დაიფლო _ დაიმარხა, მოკვდა ადამიანთა ცნობიერებისათვის 4 ათასი წლის წინ, ახლა ხდება უფლის სიტყვით და მისი დახმარებით ამ საიდუმლოს `გახსენება~ _ აღდგენა, და ეს უნდა ეუწყოს მთელს მსოფლიოს `ამ ენით~!.. _ თუ ვინებებთ, ვისურვებთ, ვაღიარებთ რწმენით ამ ცნობას_სიტყვას, მოვლენას. თუ არა, ამ ცნობას სხვა ერი გაავრცელებს მსოფლიოში, როგორაც და რამდენადაც, იესო ქრისტემ დედამისი _ ღვთისმშობელი მარიამი იოანეს ჩააბარა _ გადასცა და სიტყვის საიდუმლოც (რომ ღმერთი არის სიტყვა!), მას ერთადერთს გაუმხილა და გაანდო, როგორც ყველაზე საყვარელ მოწაფეს.
ვფიქრობთ, გასაგებია რის თქმაც გვსურს. ეს საკითხიც ამ დღეებში წყდება...
და ბოლოს, უფრო მეტი რწმენისთვის:
_ როგორც ზემოთაც ვთქვით, ბიბლიური ცნობით, `გამოცხადებაში~ ლაპარაკია გვირგვინზე, რომელიც მოცემული გვაქვს და შესაძლოა წარგვტაცონ! _ აქ ასე იკითხება, უფალი გვაფრთხილებს: _ `მტკიცედ იპყარ რაცა გაქვს, რათა არავინ წარგტაცოს შენი გვირგვინი~! (თავი: 3.11);
ლაპარაკია `თეთრ ცხენზე მჯდომარე~ მხედარ-მშვილდოსანზე, რომელიც უკავშირდება წმიდა გიორგის _ ხატით, გეო-გეორგიას _ დედამიწას, საქართველოს, ქართველს, რომელიც თავის მხრივ კავშირდება მძლეველთან, ქრისტე თავის გვერდით რომ ისვამს მამის ტახტზე (ჩვენ ამ საკითხებზე ვისაუბრეთ). მაგრამ, თუ ლაპარაკი გვაქვს ღმერთსა და სიტყვას შორის კავშირზე, მაშინ ბიბლიურ პერსონაჟებს კავშირი უნდა ჰქონდეთ სიტყვასთან, ენასთან, ანბანთან, და აქვთ! _ ბიბლიური მხედარი _ გიორგი არის ქართული ენა-ანბანი, კერძოდ: მხედრული, რითაც დღეს ჩვენ ვხელმძღვანელობთ, და რითაც ხდება სახარებისეულ საიდუმლოთა ამოცნობა _ `ძლევა~ _ მკვდარ საიდუმლოთა გაცოცხლება, რომელიც ჩადებულია ასო-მთავრულში!..
ამასთან, იესო ქრისტე, როდესაც ჯვარს აცვეს, და ამ ჯვარცმით სძლია ბოროტს (იხსნა ცოდვილი ადამიანი და შეარიგა მამას!), მიჩნეულია, რომ იყო 33 წლის... _ ქართული თანამედროვე ანბანი, რითაც დღეს ვსაუბრობთ და შედგენილია ჩვენი სამეტყველო-სასაუბრო ენა, შესდგება 33 ასო-ნიშნისაგან!..
ე.ი. ამ ენით უნდა მოხდეს ძლევა ბოროტისა _ მსოფლიო მხეცისა, რომელიც ებრძვის კრავს _ ქრისტეს _ ჩვენგან თქმულ სიტყვას.
და ეს ძლევის პროცესიც მიმდინარეობს...
მაგრამ, ჯერ მცირე აქვს ძალა კრავს. ეს გვიქმნის სირთულესაც, რაც ამ დღეებში უნდა დაიძლიოს, გადარჩენა თუ გვსურს; თუ გვსურს ჩვენი ეს `ვენახი~ სხვას არ გადაეცეს.