top of page

რატომ 2 ათასი წლის შემდეგ



      ერთ-ერთ სადავო საკითხად ითვლება დრო, როდის უნდა მოსულიყო ან მოვიდეს მეორედ ქრისტე, მოსვლის სხვა ბუნდოვან წარმოდგენებს შორის, _ `დღე და საათი~ არავინ იცისო მამის გარდა...
    თვით მოციქულები თავიანთ სიცოცხლეში ელოდნენ უფლის კვლავ გამოჩენას _ მოსვლას. მაგრამ დრომ აჩვენა, რომ საჭირო იყო ამ `დღის და საათის~ იქით და იქით გადაწევა, მოვლენის უფრო გაბუნდოვანება. ასე ჩამოყალიბდა რელიგიური `დოგმაც~, რომელიც უფლის დედამიწაზე საშინელ სასამართლოს, ანუ სამყაროს აღსასრულს დაუკავშირდა, და არც თუ უსაფუძვლოდ, _ მარტივად, შემთხვევით არაფერი ხდება...
    ჩვენ არ ვაპირებთ რელიგიურ დოგმატურ საკითხებში ჩარევას. უკვე მეორედ მოსული უფალი ქრისტე _ სიტყვა გვამცნობს, რომ დედამიწაზე სიცოცხლის დაღუპვა უკვე გადაწყვეტილია და ეს ჩვენთვის `საშინელ სასამართლოზე~ მეტია, თუ ვუარყოფთ ქრისტე _ სიტყვის მეორედ მოსვლის ჭეშმარიტ დანიშნულებას, გვიხსნას ცოდვილი ადამიანები ამ დაღუპვისაგან.
    ის სხვა საკითხია, რომ ჩვენ საამისოდ გვჭირდება საშველად მოსული უფლის_სიტყვის მიღება და აღიარება, დროში მისი მოთხოვნების შესრულება. თუ ამისთვის არ მოდის ქრისტე, რომელიც განმარტებით არის მესია _ მხსნელი, მაშინ რა დანიშნულებას ასრულებს ანტი-ქრისტე, რომელიც უწინ მოდის და მრავალი საცდუნებლით ადამიანებს ჭეშმარიტი ღმერთის რწმენას წაართმევს და დაღუპავს, დასაღუპად მოამზადებსო?..
   თუ მოდის ქრისტე დასაღუპად, გაუგებარი რჩება მასზე ადრე რისთვის მოდის ანტი-ქრისტე, _ გადასარჩენად?!. `ანტი~, განმარტებით ნიშნავს საწინააღმდეგოს. ასეთ გაგებას კი აბსურდულ უაზრობამდე მივყავართ.
და მაინც, რატომ აღმოჩნდა, რომ ქრისტეს მეორედ მოსვლა დაემთხვა მისი სხეულებრივი შობიდან 2 ათას წლისთავს? რა საბუთი გვაქვს ამის დასამტკიცებლად?..
    _ პირდაპირი პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს, და ეს სრულიად გასაგებია, გასაგები უნდა იყოს: _`დღე და საათი~ არავინ იცისო... მაგრამ, სახარებისეულ თხრობებში ჩამოთვლილია ნიშნები, რითაც მიხვდებითო, რომ მოახლოვდა ჟამი...
   ყველა ჩამოთვლილი ნიშანი დღეისთვის სახეზეა, _ მასზე დავა უგუნურთა ხელობაა; ჩვენ ამ საკითხების ახსნას, მტკიცებას 8-9 წლიანი შრომა მივუძღვენით; იხ. გაზეთები: `მეტი სინათლე!~, `მძლეველი~ და სხვები. მაგრამ, ნიშნები _ ნიშნებად, ესეც არ იქნებოდა საკმარისი, დრო ამ `დღისა და საათის~ თვით სახარებებში რომ არ იკითხებოდეს პირდაპირი თუ მინიშნებითი მნიშვნელობით. და იკითხება! _ საკითხი ეხება `4 დღის~ მკვდარი ლაზარეს გაცოცხლებას, მასთან დაკავშირებულ თხრობას იოანეს სახარებაში. კერძოდ, ქრისტესთან ჯერ 2 დღის გარდაცვლილი ლაზარეს ამბავი მიაქვთ, მერე 2 დღეს ქრისტე კვლავ რჩება ადგილზე და მხოლოდ მერე მიდის `ბეთანიაში~ მის გასაცოცხლებლად, და აცოცხლებს.
    ჩვენთვის საგულისხმო ის არის, რომ აქ ნახსენები `4 დღე~ (`დღე და საათი~ არავინ იცისო!), დედამიწისეულ 4 ათას წელს უდრის, რომელიც კონკრეტული მოვლენის გააზრებისათვის დასაყოფი გვაქვს `2 _ 2 დღედ~, ანუ 2 ათას _ 2 ათას წლად, _ 2 ათასი წელი ქრისტეს სხეულებრივ მოსვლამდე, 2 ათასი წელი მისი მოსვლის შემდეგ. ეს კი ემთხვევა ზუსტად ჩვენ დროს _ ათასწლეულთა გასაყარს, ხოლო უფრო ზუსტად ქრისტეს შობიდან 2 ათასი წლისთავს: 1994/1995 წლებს, რა დროსაც ეს მოვლენა ჩვენგან _ ჩემგან გაცხადდა.
     ეს კი უკვე ფაქტია, და ამითაც მტკიცდება, დასტურდება სახარებებში მოცემული ცნობების ჭეშმარიტება.
აქ ჩვენთვის _ ქართველებისათვის ერთი მნიშვნელოვანი ცნობაა: ქრისტე ბეთანიაში მიდის ლაზარეს გასაცოცხლებლად, ჩვენ კი ვიცით, რომ სახარებისეული ლაზარე არის ქართული ენა! და ამით სრულიად ნათელი ხდება ქრისტეს ჩვენთან სიტყვის სახით მოსვლაც, ჩვენგან ამ მოვლენის მსოფლიოს გასაგებად გაცხადებაც.
    ასეა თუ ისე, ამ მოვლენის ქართველი ერისგან სახელმწიფოებრივად განუცხადებლობის მიუხედავად, ჩემგან უკვე გაცხადებული სიტყვა უკვე ცნობილია დედამიწაზე თითქმის ყველასთვის, _ ზოგმა მანამდეც იცოდა, ვიდრე მას მე გავიგებდი...

  და მაინც, რატომ საქართველოში ქართულ ენაზე?..

bottom of page