top of page

გაზეთიდან "მეტი სინათლე" #60-61
სასძლო _ მძლეველი, მძლეველობის არსი



     სიტყვა არის ღმერთი, და ღმერთი არის სიტყვა; ღმერთის ძე ქრისტე სიტყვაშია და თავად არის სიტყვა, ანუ არის ღმერთი.
სიტყვაში ანბანური ასო-ნიშნებია!..
    `სასძლო~_სიტყვა, მცნებით, არის ის, რაც საძლევია_დასაძლევია; ხოლო `მას~ ვინც სძლევს _ დასძლევს, გამოდის: მძლეველი!
    ჩვენს შემთხვევაში, ამ სიტყვებს სხვა – საკრალური დატვირთვის მნიშვნელობაც აქვთ და ცალკე სათაურშიც ამიტომ გამოვიტანეთ. თვით იესო ქრისტე თავის თავს მძლეველს უწოდებს, და ამ საკითხს ასე განმარტავს:      _``მძლეველს ჩემს გვერდით დავისვამ ტახტზე, როგორც თავად ვძლიე და მამის ჩემის გვერდით დავჯექი მის ტახტზე~ (გამოცხადება: 3.21)...
სასძლოზე კი, იმავ `გამოცხადებაში~, სხვადასხვა ადგილას ვკითხულობთ _`...მოვიდა ქორწილი კრავისა, და სასძლომ მისმა განიმზადა თავი...~ (19.7); `... და მითხრა მე: მოდი და გიჩვენებ ქალს, სასძლოს კრავისას. და წამიყვანა მე სულით დიდსა და მაღალ მთაზე, და მაჩვენა მე დიდი ქალაქი, წმიდა იერუსალემი,ღმერთისგან ჩამომავალი ზეცით~ (21. 9, 10).
   კრავი იგივე ქრისტეა; ხოლო თუ ქრისტე არის ერთი _ ღმერთი, სასძლოც უნდა იყოს ერთი ადამიანი, რომელზედაც მან უნდა `იქორწინოს~, მაგრამ მოცემული განმარტებით, სასძლო მარტო ერთი ადამიანი კი არა, მთელი ქალაქი _ `დიდი ქალაქი~ არისო.
    ანუ, სასძლო პირდაპირი გაგებით ქალი, ამასთან მარტო ერთი ადამიანი კი არა, მრავალი ადამიანია _ `დიდ ქალაქში~ მაცხოვრებელი! ხოლო თუ ქრისტეს მეორედ მოსვლა კაცობრიული მნიშვნელობისაა, მაშინ მისი სასძლო, ქალაქის საზღვრებს სცილდება, როგორი დიდიც არ უნდა იყოს იგი. ამასთან, ქორწილთან გვაქვს საქმე და, ქრისტეს ფიზიკურ-სხეულებრივ მოსვლაზე ვერ იქნება ლაპარაკი, რადგან, მაშინ `მისი სასძლოც~ მხოლოდ ერთი ადამიანი უნდა იყოს, იქნებოდა, და არა მთელი ქალაქი, რომელშიც უამრავი ადამიანი ცხოვრობს _ ქალიც, კაციც, ახალგაზრდაც, ბავშვიც, მოხუციც (ასეთ გაფიქრებასაც კი მკრეხელობასთან მივყავართ!).
   სიტყვის მიღება კი შეუძლია ერთ ადამიანსაც, ერთ ქალაქსაც და კაცობრიობასაც; და ასეთ შემთხვევაში `ქალი~ ზოგად-   ადამიანია, როგორც ამავე მნიშვნელობის დატვირთვას იძენს სიტყვები: დედა-მიწა, დედა-ქალაქი, დედა-სამშობლო და სხვა, თუმცა ვიდრე `ქალი~ დედა გახდებოდეს, ქორწილამდე მას სარძლო-სასძლო ჰქვია, ვეძახით.
  და მარტო არც ამ მნიშვნელობებით არის აქ ნახსენები: ქორწილი, სასძლო, სიძე... თუ ქორწილია სასძლო_`ქალი~ შემდეგ ხდება `რძალი~, აქტით იგი ფეხმძიმდება და 9 თვის თავზე მშობიარობს_შვილს ბადებს (არ ვეხებით უნაყოფობას, სხვა შემთხვევებს). მსგავსებით, ზუსტად ასეთივე გზას გადის უფლის სიტყვა, რომელიც მამისაა, ადამიანში _ `სასძლოში~ აქტიდან–ჩასახვიდან მის შობამდე, ანუ ამ `ბავშვის~ ქრისტეს-სიტყვის საჯარო გაცხადებამდე, ამ პროცესში რეალურად არსებული საფრთხის ჩათვლით - `მუცლის მოშლიდან დაწყებული~, `დედა-შვილის~ გარდაცვალებით დამთავრებული.
     მეორედ სულით მოსული, მომავალი ქრისტეს - სიტყვის ცნობით, სასძლო დღეს არის ერთი ადამიანი, ერთი ერი, ერთი კაცობრიობა და ეს სამი ერთია, სამება–ერთარსის მსგავსად (ადამიანი ერშია, ადამიანი და ერი - კაცობრიობაშია, და პირიქით).
   მოვლენის შედარებით გააზრებაში, განსხვავება ისაა, რომ დღეს `თავისუფალ~ ადამიანებს (სასძლო-სასძლოებს!), არ გვეკითხებიან არც ქორწინებას, არც მოგვწონს-გვიყვარს თუ არა `საიდანღაც~ მოვლენილი `სასიძო-სიძე~ და ამით დარღვეულია ჩვენი `დემოკრატიული~ `თავისუფალი არჩევანის~ პრინციპი. ჩვენ გვეკითხებიან, უკვე აქტ-გავლილებმა და ორ-სულებმა ვშვათ თუ არა მისგან ბა-ვშვი, რაზეც ჩვენივე მომავალი `ოჯახის~ ბედი არის დამოკიდებული... (ახლადშობილი იესო ქრისტეც ჩააწვინეს ბა-გა-ში! _სიტყვა იშობა ბა-გე-დან!.. ბაგე ჰქვია მასაც, საიდანაც სხეულებრივი ბავშვი იბადება, და ამ ყველაფრის საიდუმლო ძევს სიტყვაში, რომელიც ქართული ენით იხსნება).
    ასე რომ, სასძლო-სასძლოობა `პრივილეგია~ არ არის; იგი დროში განსაზღვრული ვალდებულებაა, რითაც იესო ქრისტეს მსგავსად, ადამიანის მძლეველად (მძლე-ველი _ ქართ-ველი!) გახდომის შანსი ეძლევა, გვეძლევა.
     ქრისტე ამ მძლეველს ჰპირდება (გვპირდება) თავის გვერდით მამის ტახტზე დასმას!
ანუ, ჩვენ ახლა გვეძლევა შანსი, გავხდეთ მძლეველი ერი. თუ არ გვინდა ეს `წოდება~ (რადგან ასეთი შესაძლო განვითარებაც არსებობს, არისო: ან-ან!), ღმერთი ჩვენთან ერთად ამზადებს მეორე ერს, რომელსაც გადაეცემა ეს სიტყვაც, მოვალეობით _ ღვთის მშობლობაც, კაცობრიული მნიშვნელობის სასძლოობის გადასაწყვეტად! თუმც ან–ან მათთვისაც ძალაში რჩება; და ეს მეორე არის მართლმადიდებელი რუსი ერი... `ივანე~. მსგავსებით, ჯვარცმული იესო ქრისტე, ფიზიკური გარდაცვალების წინ, თავის დედას _ მარიამს, იოანეს გადასცემს, აბარებს! _ ეუბნება: `აგერ, დედა შენი~...
    ღვთის მშობლის წილ-ხვედრ ქართველობას ღვთისმშობლობა (მძლეველობა) არ გვინდა?!. _ არ გვეხვეწებიან.
შედეგი კი უნდა ვიცოდეთ: _ `მაშინ მოვა ვენახის პატრონი მევენახეებს...~ (დანარჩენი თქვენ გააგრძელეთ).
და აქვე:
   ვიღაც მიიჩნევს, რომ `სიძე~ _ ქრისტე (მხოლოდშობილი!), უნდა მივიდეს სხვაგან, სხვა ქვეყანაში, სხვა ხალხთან, სხვა ერში და მათი თვალსაწიერი `იქით~ არის მიპყრობილი. იმ `სხვებსაც~ ჰგონიათ, რომ მათთან უნდა მივიდეს და მთელ მსოფლიოს თავისი ქვეყნისკენ ახედებენ, _ ესენივე მართავენ მსოფლიოს...
ჩვენც მათ რიცხვში გვსურს დარჩენა, ვინც `იქით~ იყურება, როგორც `ჭეშმარიტი იუდეველნი~?!. _ ამ დღის დასანახად `გამოცხადებაში~ სწერია:
_ “... აიღო ქვა, დიდი დოლაბის მსგავსი, და ზღვაში ჩააგდო, და თქვა: ასე სწრაფად შთაინთქმება ბაბილონი, დიდი ქალაქი, და აღარ იქნება.
   და სანთლის ნათელი აღარ ინათებს შენში, და ხმა სიძისა და სძლისა ჩაკვდება შენში, რადგანაც ვაჭარნი შენი ქვეყნის მთავარნი იყვნენ, და მწვალებლობით შენით შესცდა ყოველი ხალხი.
და პოვნილ იქნა შენში წინასწარმეტ-ყველთა და წმიდათა და ამ ქვეყნად ყოველი მოკლულის სისხლი~ (თავი: 18.21, 23, 24).
   გამგონმა–გაიგოს. მით უფრო, თუ აქვე ვკითხულობთ: _ `ამბობენ იუდეველნი ვართო, და არ კი არიან, არამედ საკრებულო სატანისა...~… (თავი: 2.9).


                                                            ***


     მძლეველი, `გამოცხადების~ მიხედვით, სხვა საკრალური მნიშვნელობითაც არის წარმოდგენილი. ლაპარაკია `თეთრ ცხენზე~ მჯდომ მხედარ _ მშვილდოსანზე, რომელსაც გვირგვინი ეძლევა, რათა მძლეველის ფუნქცია _ როლი ითამაშოს. ამ მხრივ იგი უკავშირდება კანონიკურად მიჩნეულ ხატზე გამოსახულ წმიდა გიორგის, `მხედარს~, ცხენთან ერთად დრაკონს რომ ამარცხებს, ან დამარცხების აღსრულების პროცესშია. კერძოდ `გამოცხადებაში~ ვკითხულობთ:
_    `და აჰა, თეთრი ცხენი, და ზედ მჯდომარე მხედარი მშვილდოსანი; და მიეცა მას გვირგვინი, და გამოვიდა, რათა სძლიოს~ (თავი: 6.2).
   ამ თემაზე ჩვენ ადრე ბევრი გვაქვს ნათქვამიც, ახსნილიც. მაგრამ ახლა ყურადღებას ვამახვილებთ სიტყვებზე: გიორგი_გეორგია; მხედარი _ მხედრული, რომელთა მნიშვნელობა ქართველებს გვესმის; გვესმის და ვიცით, რა კავშირშია წმიდა გიორგი ნინოსთან, რომელმაც საქართველოში ქრისტიანობა შემოიტანა და მას შემდეგ სახელმწიფო რელიგიად იქცა. აი, იმ `მხედარ გიორგის _ გეორგიანელებს მიეცათო გვირგვინი, დრაკონის _ ბოროტის საძლევად; ხოლო გეო, ნიშნავს მიწას, რის მტვრისგანაც შექმნილები ვართ ადამიანები უფლის მიერ.
   და თუ ჩვენ ქართველი `გეორგიანელები~ ვართ, მოცემული გვქონია, და გვაქვს მოცემული უფლისგან გვირგვინი, რათა ვძლიოთ მხეცს _ `დრაკონს~, ოღონდ, უფალივე გვაფრთხილებს: _ `მტკიცედ იპყარ რაცა გაქვს, რათა არავინ წარგტაცოს შენი გვირგვინი~ (თავი: 3.11).
    ე.ი. გვაფრთხილებენ, წარტაცვის საფრთხეც არისო! ანუ, გიორგი, კაცობრიული მნიშვნელობითაც შეიმეცნება. ეს ნათქვამი სიტყვა: `მხედარი მშვილდოსანი~, ჩვენთვის _ ქართველებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის იმითაც არის, რომ ქართულ ანბანს, რითაც დღეს ვსარგებლობთ, ჰქვია: მხედრული! და ალბათ, მივხვდით, ამით რის თქმა გვსურს, თუ ვამბობთ, რომ ღმერთი არის სიტყვა.

bottom of page