
წანამძღვრის მაგიერ
საქართველოში არსებული პოლიტიკური მართვის სისტემის და დემოკრატიის ნიღბით მოქმედი დიქტატორული რეჟიმის განმახორციელებელი ხელისუფალ-ხელისუფლების პირობებში, წარმოდგენილი პროგრამა განუხორციელებელია, თუ სახელმწიფოებრივად არ იქნა გადაწყვეტილი და გამოხატული სათანადო პოლიტიკური ნება.
იგი განუხორციელებელია იმ შემთხვევაშიც, თუკი მოხდება მართვის არსებული სისტემის `კოსმეტიკური~ - მსოფლიოში აპრობირებული ნებისმიერი სხვა სისტემით შეცვლა, და არ იქნება გათვალისწინებული ახალი დროის, ახალი ეპოქის მოთხოვნები; მარტივად, ამ გზით, საქართველოსა და ქართველი ერის დაღუპვა დროში გადაწყვეტილია, გარდუვალია!..
ქართველი ერისა და ქვეყნის გადასარჩენად, ასეთი მიზნის მისაღწევად საჭიროა, საერთო ეროვნული თანხმობით, კოსმოპოლიტური აზროვნების ხელისუფლების ჭეშმარიტად ეროვნული ცნობიერების ხელისუფლებით შეცვლა, რომელიც წარმოდგენილ პროგრამას განახორციელებს, ანუ ქვეყანაში შექმნის და დაამკვიდრებს ახალი ეპოქის მოთხოვნის შესაბამისი მართვის ახალ სისტემას.
ეს არის გზა, რითაც გადარჩება საქართველო, გადარჩება ქართველი ერი.
ამ მიზნის მიღწევას უნდა მოემსახუროს სრულიად ახალი ტიპის - ჭეშმარიტად ეროვნული ცნობიერების საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაერთიანება, `სრულიად საქართველოს ხსნის ეროვნული ფრონტი~, რომელში გაერთიანებასაც გთავაზობთ მთელ ერს, საქართველოს მთლიან მოსახლეობას.
ლოზუნგად გამოგვადგება:
_ `მხარი დავუჭიროთ ახალ პროგრამას, მის განმახორციელებელ ახალ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გაერთიანებას, `სრულიად საქართველოს ხსნის ეროვნულ ფრონტს~!..
წანამძღვრის მაგიერ
საქართველოში არსებული პოლიტიკური მართვის სისტემის და დემოკრატიის ნიღბით მოქმედი დიქტატორული რეჟიმის განმახორციელებელი ხელისუფალ-ხელისუფლების პირობებში, წარმოდგენილი პროგრამა განუხორციელებელია, თუ სახელმწიფოებრივად არ იქნა გადაწყვეტილი და გამოხატული სათანადო პოლიტიკური ნება.
იგი განუხორციელებელია იმ შემთხვევაშიც, თუკი მოხდება მართვის არსებული სისტემის `კოსმეტიკური~ - მსოფლიოში აპრობირებული ნებისმიერი სხვა სისტემით შეცვლა, და არ იქნება გათვალისწინებული ახალი დროის, ახალი ეპოქის მოთხოვნები; მარტივად, ამ გზით, საქართველოსა და ქართველი ერის დაღუპვა დროში გადაწყვეტილია, გარდუვალია!..
ქართველი ერისა და ქვეყნის გადასარჩენად, ასეთი მიზნის მისაღწევად საჭიროა, საერთო ეროვნული თანხმობით, კოსმოპოლიტური აზროვნების ხელისუფლების ჭეშმარიტად ეროვნული ცნობიერების ხელისუფლებით შეცვლა, რომელიც წარმოდგენილ პროგრამას განახორციელებს, ანუ ქვეყანაში შექმნის და დაამკვიდრებს ახალი ეპოქის მოთხოვნის შესაბამისი მართვის ახალ სისტემას.
ეს არის გზა, რითაც გადარჩება საქართველო, გადარჩება ქართველი ერი.
ამ მიზნის მიღწევას უნდა მოემსახუროს სრულიად ახალი ტიპის - ჭეშმარიტად ეროვნული ცნობიერების საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაერთიანება, `სრულიად საქართველოს ხსნის ეროვნული ფრონტი~, რომელში გაერთიანებასაც გთავაზობთ მთელ ერს, საქართველოს მთლიან მოსახლეობას.
ლოზუნგად გამოგვადგება:
_ `მხარი დავუჭიროთ ახალ პროგრამას, მის განმახორციელებელ ახალ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გაერთიანებას, `სრულიად საქართველოს ხსნის ეროვნულ ფრონტს~!..
*
პროგრამის შესამეცნებლად
`სრულიად საქართველოს ხსნის ეროვნული ფრონტის~ წარმოდგენილი პროგრამა (ითვალისწინებს რა დიქტატორული რეჟიმით ქვეყანაში შექმნილ საგანგაშო მდგომარეობას!), ეყრდნობა მსოფლიო, აგრეთვე ეროვნულ მდიდარ ტრადიციულ გამოცდილებას და ემსახურება საქართველოსა და ქართული სახელმწიფოს გადარჩენას, ამ მიწაზე ქართველი ერის შენარჩუნებას, და მსოფლიო თანამეგობრობაში სრულფასოვანი ჩაწერით, მის შემდგომ აღმავლობა-განვითარებას.
პროგრამა ითვალისწინებს: საქართველოს ისტორიულად კუთვნილ ტერიტორიულ საზღვრებში აღდგენით, ქვეყანაში სახელმწიფო მართვის ახალი სისტემის დანერგვას; უფლებათა გადაცემა-გამიჯვნით, ადგილობრივი თვითმმართველობის გაზრდას; მმართველობაში საზოგადოების ფართო ფენების ჩართვით, კანონის უზენაესობის დამკვიდრებას.
იგი ერთდროულად გულისხმობს: არსებული მართვის სისტემით დარღვეული სოციალური უსამართლობის აღმოფხვრას და სამართლიანობის აღდგენას; ადამიანის ქვეყნის აღმშენებლობით საქმიანობაში ჩართვას; ეროვნული ტრადიციების, რელიგიური აღმსარებლობისა და ისტორიული სულიერ-მატერიალური ფასეულობების დაცვით, მომავალი თაობის ახალი დროის შესაბამისი ახალი ცნობიერებით მაღალზნეობრივ აღზრდასა და განვითარებას.
დემოკრატიის ნიღბით მოქმედი, ქვეყნის დამღუპველი დიქტატორული რეჟიმის შეცვლით, პროგრამა მიმართულია ყოველგვარი სეპარატიზმის, დიქტატურისა და მსგავსი მავნე რეციდივების სამარადჟამოდ აცილების მისაღწევად; საქართველოში ქართველი ერისა და მართლმადიდებლური აღმსარებლობის (ეკლესიის) შენარჩუნებით, ჭეშმარიტი დემოკრატიის დასამკვიდრებლად და საერთო კეთილდღეობის ასამაღლებლად.
…
ქვემოთ გთავაზობთ ახალი პროგრამის ზოგ ძირითად დებულებას, რომლებიც მოგვცემენ მართვის სრულიად ახალი სისტემის ერთგვარი სიახლის (ახლებური ხედვის) შეცნობის შესაძლებლობას. მთლიანობის შესამეცნებლად, წარმოდგენილი საკითხები საჭიროებს ცალ-ცალკე ახსნას, სხვა საკითხებით შევსებას, რასაც ერთიანი პროგრამის სახით (საჭიროების შემთხვევაში) შემდგომ შემოგთავაზებთ.
*
პოლიტიკური ნაწილი
კაცობრიობა თავისი განვითარების კრიზისულ ფაზაში შევიდა…
დედამიწაზე მკვეთრად მცირდება - პროგრესულად ილევა სასიცოცხლო რესურსები და სათანადოდ, იზრდება ბრძოლა ბაზრისთვის, პირველობისთვის, გადარჩენისთვის; ამ ფონზე, ჩვენ თვალწინ იკვეთება მესამე მსოფლიო ომის წარმოქმნის საფრთხეც.
დედამიწა დაპატარავდა… საქართველო ყოველთვის იყო, და დღესაც რჩება, თავისი გეოპოლიტიკური და სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობით, მსოფლიო წამყვანი ქვეყნების, იმპერიების ყურადღების, დაინტერესების ცენტრში. ჩვენი ისტორია დამპყრობელთაგან მუდმივი შემოსევებისა და მათთან უთანაბრო ბრძოლის ისტორიაა. ბრძოლა დღესაც გრძელდება და აშკარად იკვეთება, ჩანს, რომ დემოკრატიის მზაკვრული ნიღბით, ქართველი ერი და ქართული სახელმწიფო ამ ბრძოლის მსხვერპლი ვხდებით.
მსოფლიო შეშლილია; საქართველო და ქართველი ერი ღრმა ძილ-ბურანშია. გადარჩენისთვის, სასწრაფოდ გვჭირდება ეროვნული ცნობიერების გამოღვიძება, კოსმოპოლიტობიდან ქვეყნის ეროვნული ცნობიერებისკენ შემობრუნება და მსოფლიოს გასაგონად გაცხადება, რომ ჩვენ ამ ბრძოლაში ვირჩევთ ნეიტრალიტეტს განსაკუთრებული სტსტუსით, გამოვდივართ მშვიდობის დაცვის მოწოდებით და ვდგებით მშვიდობის დამცველი ქვეყნების ავანგარდში; ვკისრულობთ დაპირისპირებულ მხარეთა შემრიგებლის როლს.
ან მას ამ გზაზე ვირჩევთ, და ვითხოვთ:
1. ქვეყნის ნეიტრალიტეტს - განსაკუთრებული სტატუსით.
- `განსაკუთრებული სტატუსი~ ნიშნავს, საწყისი ეტაპისთვის (5-10 წლიან `გარდამავალ პერიოდში~), გაეროს უშიშროების წამყვანი ქვეყნების ზედამხედველობით, საქართველოს ნეიტრალიტეტის დაცვას, კლასიკურად მიჩნეული ნეიტრალიტეტის მიღწევამდე.
- საჭიროების შემთხვევაში, ამ ქვეყნების სამხედრო შენაერთები, ერთიანი მმართველობით დაექვემდებარებიან საქართველოს ხელისუფლებას, ქვეყნის უშიშროების საბჭოს.
2. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, საქართველოს ისტორიულ-ტერიტორიულ ფარგლებში - ორ ეტაპად.
I ეტაპზე: აფხაზეთის და შიდა ქართლის დაბრუნება;
II ეტაპზე: ბრესტის ზავით და შემდგომ, საბჭოთა პერიოდში კომუნისტურ ხელისუფლების მიერ სხვადასხვა დადგენილება - აქტით, საქართველოს კუთვნილი ტერიტორიების უცხო - სხვა ქვეყნებისთვის გადაცემულის დაბრუნება.
ეს გულისხმობს:
- დაბრუნებული ტერიტორიების საქართველოს ცენტრალიზებულ მმართველობისთვის სრულ დაქვემდებარებას, ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში.
3. რესპუბლიკური ავტონომიების გაუქმებას, და დედაქალაქის (თბილისის) ცალკე ერთეულად გამოყოფით, საქართველოს 12 თანაბარუფლებიან მხარედ დაყოფას (1+12), მათთვის, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით, გაზრდილი თვითმმართველობის გადაცემით.
შენიშვნა:
- `12 მხარე~ მოიაზრება აფხაზეთისა და შიდა ქართლის (ე.წ. `სამხრეთ ოსეთის~!) ჩათვლით.
- რესპუბლიკური ავტონომიების გაუქმება, არ ნიშნავს არსებულ რესპუბლიკებში მმართველობითი სისტემების სრულ მოშლა-გაუქმებას; გულისხმობს არსებულის ახალი სისტემის შესაბამისად გარდაქმნას, შეცვლას, და სხვა მხარეებთან ერთად ცენტრალურ მმართველობაზე ახალი ფორმით დაქვემდებარებას.
- ქვეყნის მხარეებად დაყოფა და მათთვის თვითმმართველობის უფლებების გაზრდა, არ ნიშნავს საქართველოს დაშლა-დანაწევრებას, საამისოდ ხელშეწყობას. ახალი სისტემით ქვეყანა ხდება უნიტარული, რაც გამორიცხავს ყოველგვარი სეპარატიზმის რეციდივებს.
4. საქართველოს პარლამენტარულ ქვეყნად გამოცხადებას - პრეზიდენტის ინსტიტუტის შენარჩუნებით (ნომინალური მნიშვნელობით), ან მის გარეშე.
ანუ, ქვეყანაში იქნება:
- პრეზიდენტი, ქვეყნის კონსტიტუციის დაცვის გარანტი, უმაღლესი მთავარსარდალი (გერმანიის, ისრაელის და სხვა ქვეყნების მსგავსად), - თუ ერმა ისურვა (საკითხი რეფერენდუმით გადაწყდება!).
- პარლამენტი, უმაღლესი სახელისუფლო საკანონმდებლო ორგანო (მაკონტროლებელი ფუნქციებით), რომელიც ირჩევს ქვეყნის ხელისუფლებას, და:
- მინისტრთა კაბინეტი, ქვეყნის უმაღლესი სახელისუფლო აღმასრულებელი ორგანო _ პრემიერ-მინისტრით.
შენიშვნა:
- ახალი სისტემა ითვალისწინებს ყოველი ცალკეული სახელისუფლო ორგანოს ახლებურ მოწყობას - ყოველისთვის არსებულისაგან ერთგვარად განსხვავებულ უფლებამოსილებათა გადაცემით; ითვალისწინებს დამატებითი ახალი სახელისუფლო შტოს შექმნას (იხ. ქვეთავში: `ხელისუფლების შესახებ~), მათ შორის ახლებურ ურთიერთდამოკიდებულ დაქვემდებარებას.
*
ეკონომიკური ნაწილი
ბოლო პერიოდის მსოფლიო გლობალურ ცვლილებებთან დაკავშირებით და საბჭოთა კომუნისტური სისტემის დაშლის შედეგად, საქართველო თითქოს გათავისუფლდა კომუნისტური იდეოლოგიის მარწუხებიდან, აირჩია დასავლეთისგან შემოთავაზებული დემოკრატიისა და `საბაზრო ეკონომიკის~ კურსი, მაგრამ ამავე მიზეზით მოიშალა, დაინგრა ქვეყნის მთლიანი ეკონომიკა, ერთ-ერთი განვითარებული ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყნიდან ვიქეცით გაღარიბებულ-გაღატაკებულ ქვეყნად, მათხოვრად და ძირითადად მხოლოდ სხვა ქვეყნების ჩაწოლილი საქონლის გამსაღებელ ბაზრად.
არსებული ხელისუფლების ბოლო 15-20 წლიანმა მმართველობამ გვიჩვენა, რომ იგი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებით არ არის დაინტერესებული, და პირიქით, საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ძალების კარნახით (დავალებით), მისგან იქნა განხორციელებული ქვეყნის ნგრევა (დაწყებული ნგრევის ბოლომდე მიყვანა), საერთო-სახალხო სახელმწიფო ქონების მითვისება-მიტაცება, კორუფციული გარემოს ხელოვნური შექმნით, მაფიოზურ-ჯგუფური, ნათესაური კლანების ჩამოყალიბება, რომლებიც სახელისუფლო ბერკეტებით ყოველმხრივ უშლიან ხელს ეროვნული წარმოების სათანადო დარგების განვითარებას, ანუ ხელს უშლიან ეროვნული ეკონომიკის შექმნას და მის შემდგომ განვითარებას.
ჩვენს შემთხვევაში, პოლიტიკა განსაზღვრავს ეკონომიკას, და ეკონომიკა ნაკლებ ზემოქმედებას ახდენს პოლიტიკაზე, რითაც სარგებლობენ ხალხის მიტაცებული ქონებით გამდიდრებული მაფიოზური კლანები, უცხო ქვეყნებზე დამოკიდებული ფინანსურ-პოლიტიკური ჯგუფები, ცალკეული პიროვნებები.
ამ გზითვე იღუპება საქართველო, იღუპება ქართველი ერი.
ამ პროცესის შესაჩერებლად და შემდგომი აღმავლობისთვის, ჩვენი პროგრამა, კომპლექსურ ღონისძიებებთან ერთად, ითვალისწინებს `ნულოვანი ვარიანტით~ ქვეყნის ახალ მოწყობას, სახელმწიფოს `თავიდან~ აშენებას, რაც ხელს შეუწყობს ეროვნული ეკონომიკის შექმნა-ჩამოყალიბებას, მის შემდგომ განვითარებას.
`ნულოვანი ვარიანტი~ გულისხმობს:
ა. ქვეყნის - საქართველოს მთლიან `ინვენტარიზაციას”, - არსებული მდგომარეობით ქვეყნის მთლიანი ქონების განსაზღვრას, შეფასებას;
ბ. მოსახლეობის ხელახალ სრულფასოვან აღწერას, ყველა მონაცემის მითითებით, მწარმოებლური რესურსების განსაზღვრისათვის (არსებული მოსახლეობიდან რამდენია შრომისუნარიანი, რა პროფესიით);
გ. სახელმწიფო კომისიის შექმნას, საზოგადოების ფართო ფენების წარმომადგენლობით (კომისიაში IV ხელისუფლების ჩართვით), - ბოლო ათ-ოცწლეულში მიტაცებული, უკანონოდ მითვისებული ქონების, თანხების დასადგენად, მათი სახელმწიფოსთვის - ქვეყნისთვის და ერისთვის უკან დასაბრუნებლად;
დ. ეროვნული ეკონომიკის შექმნა-განვითარებისთვის სახელმწიფო `ნულოვანი გეგმის~ შექმნას, საწყისი 4-8 (5-10) წლიანი გარდამავალი პერიოდისათვის, სათანადო საბიუჯეტო (საინვესტიციო) თანხების განსაზღვრით, მათი ყოველწლიური განაწილებითა და შესრულებაზე კონტროლით.
ამასთან, `ნულოვანი ვარიანტი~ გულისხმობს:
1. მთლიანი საქართველოს `დახურულ~, და ერთდროულად თავისუფალ ეკონომიკურ ზონად გამოცხადებას.
- `დახურული~ ნიშნავს, რომ ეროვნული ქონების, რესურსების, თანხების მიმოქცევას, ხარჯვას კონტროლს გაუწევს სახელმწიფო, ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლება - ახალი კანონმდებლობის შესაბამისად.
ამასთან, შეიზღუდება ისეთი საქონლის შემოდინება, რომელიც ხელს შეუშლის ეროვნული ეკონომიკის, სახელმწიფო გეგმით გათვალისწინებული დარგების შექმნასა და განვითარებას, ამ საქონლებზე საბაჟო გადასახადების გაზრდით; და პირიქით, შემცირდება საბაჟო გადასახადები (ან მთლიანად გაუქმდება) საქონელზე, რომელიც ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობას, მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას.
- `თავისუფალი~ კი ნიშნავს, რომ ახალი კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა მხარეს მიეცემა თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, იმოქმედოს მსოფლიოში დანერგილი (აპრობირებული) `თავისუფალი ეკონომიკური ზონის~ უფლებით.
2. საქართველო ცხადდება აგრარულ-ინდუსტრიულ ქვეყნად…
ეს გულისხმობს:
- ქვეყანა პირველ რიგში ყურადღებას აქცევს - მიაქცევს იმ დარგების აღდგენა-განვითარებას, რაც მას ტრადიციულად და ბუნებრივი პირობებით აქვს შექმნილი. ეს დარგებია: სოფლის მეურნეობა (მევენახეობა, მეხილეობა, მეჩაიეობა, მებოსტნეობა…), მეცხოველეობა, წიაღისეულის, სასმელი-მინერალური წყლების მოპოვება-დამუშავება და სხვა, სათანადო კომპლექსების, მიმღებ-გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარებით.
- ინდუსტრიას სახელმწიფო განავითარებს აგრარული მრეწველობისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნისთვის, ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების დაცვისა და შემდგომი ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების გათვალისწინებით.
სახელმწიფო გახდება ყველაზე დიდი ~`ინვესტორი~ - დამფინანსებელი ამ დარგების აღდგენა-განვითარების საქმეში (50+1 %-ით მაინც!), რისთვისაც სჭირდება - დასჭირდება მას - სახელმწიფოს `ნულოვანი ვარიანტის~ გეგმის შედგენა, მის განხორციელებაზე მკაცრი კონტროლის დაწესება.
***
ცალკე გვაქვს შემუშავებული `ეროვნული თავისუფლებისა და ეკონომიკური ამნისტიის ქარტია~, და მას პრეამბულის გარეშე აქვე შემოგთავაზებთ (იხ. გვ.: 29)
*
საკუთრების ფორმები
1. საქართველო, თავისი მიწით, წყლით, ჰაერით, წიაღისეულით, უძრავ-მოძრავი ქონებით, სხვა სულიერ-მატერიალური ფასეულობებით ცხადდება ეროვნულ საკუთრებად, რომლის მითვისების, გაყიდვის, გასხვისების (გადაცემის) უფლება არავის აქვს.
ამ საერთო საკუთრებაში, მიტაცებულისა და გადაცემულ-გასხვისებულის განსაზღვრისა და უკან დაბრუნების გათვალისწინებით, განისაზღვრება:
ა. სახელმწიფო - ეროვნული საკუთრება;
ბ. კერძო (ინდივიდუალური) საკუთრება;
გ. შერეული საკუთრება (სახელმწიფო და კერძო ერთად)
დ. ამხანაგური საკუთრება.
შენიშვნა:
- განისაზღვრება ქვეყნის სასიცოცხლო დარგები, ობიექტები (საძოვრები, ტყის საფარები და სხვა), მოხდება გაცემულ-გასხვისებულის განსახელმწიფოებრიობა (`დე-პრივატიზაცია~), ყოველივე გამოცხადდება სახელმწიფო - ეროვნულ საკუთრებად, რომლის მოვლას, პატრონობას თვითონ სახელმწიფო ივალებს, აიკრძალება მათი კერძო საკუთრებაში (ან უცხო ქვეყნების `ინვესტორებისთვის~) გადაცემა -`ნულოვანი ვარიანტის~ ეკონომიკური გეგმის ამოქმედებით.
- სახელმწიფო, `შერეული საკუთრების~ ფორმით, მიიღებს მონაწილეობას კერძო საკუთრებაში გადაცემული დარგების, ობიექტების, მიწის ნაკვეთების, წვრილი საწარმოების შექმნა-ამოქმედება-გამოყენებაში, სათანადო წილობრივი ინვესტიციების მათში ჩადებით.
შეიქმნება სათანადო ახალი კანონმდებლობა.
*
ფინანსები
საქართველო გაყიდულია… გაყიდულია მუქთად, ჩალის ფასად; ვიღაცამ ქართველმა და არაქართველმა თქვა: `მე მეტი არ მინდა~…
შემდგომი არსებობისათვის, დასაბრუნებელია უკან, რის დაბრუნებაც შეიძლება ახალი მიდგომით: `არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს, სხვა ქვეყნის სამოთხეზედა~, რომელიც შეიძლება შევცვალოთ ლოზუნგით: -`არ გავყიდი მე ჩემს სამშობლოს~…
ქვეყნის ინვენტარიზაცია მოგვცემს საშუალებას განვსაზღვროთ ეროვნული ქონების ოდენობა, მისი ღირებულება, რაც მოგვცემს საშუალებას შევქმნათ გადახდისუნარიანი ეროვნული ვალუტა; ანუ `ნულოვანი ვარიანტით~ განვსაზღვროთ ქვეყნის ფინანსური შესაძლებლობები, შევადგინოთ ქვეყნის სათანადო რეალური ბიუჯეტი - (ეროვნული ვალუტის ამერიკულ დოლართან გათანაბრებით ან აწევით).
სათანადოდ, გატარდება ქვეყნის ახალი საფინანსო პოლიტიკა, რომელიც ითვალისწინებს სხვა ქვეყნების ფულად ერთეულზე ეროვნული ვალუტის მიბმისგან გათავისუფლებას, რაც ერთ-ერთი ძირითადი პირობაა ჭეშმარიტად თავისუფალი, დამოუკიდებელი სახელმწიფოს ასაშენებლად.
ამ გზაზე საჭიროა:
ა. კომისიურად განისაზღვროს საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში აღებული სახელმწიფო ვალები, და იმ ვალებიდან ჭეშმარიტად რა მოხმარდა ქვეყანას, ერს, საქართველოს მაცხოვრებლებს, და რა აღმოჩნდა `ვიღაცის~ ჯიბეში, არ შემოსულა ქვეყანაში, რის გადახდაზეც უარი უნდა თქვას საქართველომ.
იმ ქვეყნებმა, სავალუტო ფონდებმა, საერთაშორისო ბანკებმა საჭიროა განაცხადონ ვის მისცეს ვალად სესხები (თანხები თუ საქონელი) და, საქართველო გადასცემს მათ - ამ პირებს საერთაშორისო სამართლით გასასამართლებლად...
ბ. საქართველომ უარი უნდა თქვას იმ ქვეყნებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების, ფონდების, ბანკების, კლუბების ფინანსურ დახმარებებზე, რომლებიც (`ინსტრუქციებით~) ითხოვენ რაში იქნას გამოყენებული მათ მიერ მოცემული თანხები, საამისოდ ქვეყანამ სამოქმედოდ რა კანონები მიიღოს, ანუ საქართველომ როგორ იცხოვროს.
მთავარია, საქართველომ რეალური ვალები დაუბრუნოს მოვალეს ვადებში, დაიცვას ახალი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მოთხოვნები..
გ. საქართველომ ფინანსური ან სხვა სახის დახმარება უნდა სთხოვოს ქვეყნებს, რომლებიც ჭეშმარიტად ისურვებენ ჩვენს პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს, ეროვნული ვალუტით ეროვნული ეკონომიკის შექმნას და განვითარებას.
შენიშვნა:
- პოლიტიკურ გაერთიანება `მძლეველს~ ჩატარებული აქვს `მოსინჯვითი~ სამუშაოები რიგ ქვეყნებთან (მათი საელჩოების მეშვეობით), და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი სახის დახმარებებზე ზოგი ქვეყანა თანახმაა, გამოჩნდებიან ისეთი ქვეყნებიც, რომლებიც ფინანსურ (და სხვა სახის) დახმარებებს გაგვიწევენ: ვალის უპროცენტო გადახდით, საერთოდ მოგვცემენ უვალოდ, ჩვენგან `ნულოვანი ვარიანტის~ ამოქმედების, სახელმწიფოსგან სათანადო პოლიტიკური ნების გამოხატვის შემთხვევაში, სრული ნეიტრალიტეტის დაცვის პირობებში.
დ. ქვეყნის შიგნით გატარდება ახალი საფინანსო-საკრედიტო პოლიტიკა, რაც გულისხმობს:
- სახელმწიფო გახდება უმთავრესი ძირითადი კრედიტორი, ინვესტორი;
- გათავისუფლდებიან მოქალაქეები ვალისგან, რომლებიც მათ რეალურად არ აუღიათ, ბანკებიდან თანხები არ გაუტანიათ (ეს ითვალისწინებს დამნაშავეთა განსაზღვრას, მათ პასუხისმგებლობას);
- კრედიტები გაიცემა: გრძელვადიანი, მოკლევადიანი - გარდამავალ პერიოდში (5-10 წ.), `ნულოვანი ვარიანტით~ განსაზღვრული სახელმწიფო გეგმის შესაბამისად; მცირე-პროცენტიანი, უპროცენტო, ქვეყნის ეკონომიკის ხელშემწყობი დარგების, საწარმოო ობიექტების ამოქმედებისა და გეგმით გათვალისწინებულ ვადაში პროდუქციის გამოშვების გათვალისწინებით.
შენიშვნა:
- ამ საკითხების გადაწყვეტა ითვალისწინებს `ნულოვანი ვარიანტით~ საწყისისათვის ქვეყნის - საქართველოს ბიუჯეტის გაზრდას (ეროვნული ახალი ვალუტის შესაბამისად), 4-5 მილიარდი ამერიკული დოლარის ექვივალენტით.
ანუ, ახალი საფინანსო პოლიტიკა ითვალისწინებს:
1. პროგრესულ ბიუჯეტს - გარდამავალ პერიოდში, საწყისი 4-5 მილიარდი ლარიდან, 8-10 მილიარდ ლარამდე გაზრდას, ბიუჯეტის შემდგომ ამ ფარგლებში შენარჩუნებით (ლარი, გააზრებისთვის, მიახლოებით უტოლდება დოლარს!).
`გარდამავალი პერიოდი~ მოიცავს 8-10 წელს.
ამასთან:
-`ნულოვანი ვარიანტის~ ასამოქმედებლად, იქნება ერთმანეთზე დამოკიდებული, მაგრამ 2 ცალ-ცალკე არსებული ბიუჯეტი: ერთი, არსებულის მსგავსი; მეორე - `საინვესტიციო-საკრედიტო~, სახელმწიფოს 5-10 წლიანი გეგმით გათვალისწინებული აღმშენებლობისათვის. ანუ, `ცალკე~ იქნება საგეგმო - მიზნობრივი `მეორე~ ბიუჯეტი, რომელზეც მთლიანად სახელმწიფო გასწევს კონტროლს - `სახელმწიფო გეგმის~ შესრულების მოთხოვნით.
ანუ, ერთი ბიუჯეტი მოხმარდება არსებული დარგების, უწყებების შენახვა-მომსახურებას, მეორე მოხმარდება ამ დარგების განვითარებას და ახლის შექმნას, ქვეყანაში ეროვნული ეკონომიკური სტაბილურობის მისაღწევად და შესანარჩუნებლად.
- `პროგრესული ბიუჯეტი~ აგრეთვე გულისხმობს: ხელფასებისა და პენსიების პროგრესულ გაზრდას, ეკონომიკური მონაცემების ზრდის შესაბამისად, სულზე საარსებო მინიმუმის დაკმაყოფილებით.
იგულისხმება, რომ სახელმწიფო, გაზრდილი ბიუჯეტის შესაბამისად, ბაზარს სამომხმარებლო საქონლით გააჯერებს, რათა არ მოხდეს ფასების გაზრდა და მან არ გამოიწვიოს ეროვნული ვალუტის გაუფასურება - ფულადი ერთეულის დევალვაცია.
სხვა შემთხვევაში, ხელფასებისა და პენსიების მექანიკური გაზრდა მოგვცემს უკუშედეგს, ანუ პოლიტიკური პოპულიზმით მივიღებთ მდგომარეობის გაუარესებას (ამიტომაც არის საჭირო `გარდამავალ პერიოდში~ მეორე ბიუჯეტი, რომელიც შექმნის ქვეყანაში ბაზრის საქონლით გაჯერების შესაძლებლობას, რასაც თვით სახელმწიფო ითავებს; სახელმწიფო თვითონ გახდება ძირითადი `შუამავალ-გამსაღებელი~, საქონელზე ფასების ზღვრულ ფარგლებში შესანარჩუნებლად და დასაცავად).
ამის მიუხედავად, არსებულ პირობებშიც, შესაძლებელია ხელფასებისა და პენსიების საარსებო მინიმუმამდე გაზრდა, ოღონდ, სხვა სახელისუფლო პირობებში!..
- ახალი `საინვესტიციო-საკრედიტო~ ბიუჯეტი საშუალებას მოგვცემს სახელმწიფომ მიზნობრივი თანხები გაიღოს ეროვნული კულტურის, განათლების, მეცნიერების და სხვა ე.წ. `არა მომგებიანი~ - არაშემოსავლიანი დარგების განვითარებისთვის; საგანგებო ყურადღება დავუთმოთ სპორტს, მომავალი თაობის ფიზიკურ აღზრდას, მშრომელთა დასვენებას, ტურიზმს; შევქმნათ მოსახლეობისათვის უფასო სწავლისა და მკურნალობის ხელშემწყობი პირობები.
ზემოთთქმულის შესასრულებლად, გამოცხადდება:
2. ფინანსური და ეკონომიკური ამნისტია!..
შენიშვნა:
-ცალკე გვაქვს შემუშავებული `ეროვნული თავისუფლებისა და ეკონომიკური ამნისტიის ქარტია~, რომელიც, ახალი საპროგრამო მოთხოვნების გათვალისწინებით, მთლიანად შევა ჩვენს ახალ პროგრამაში, და მას ცალკე შემოგთავაზებთ.
*
ხელისუფლების შესახებ
მართვის არსებული სისტემა, მსოფლიო ძალებზე იძულებითი პოლიტიკურ-ეკონომიკურ-ფინანსური დამოკიდებულებით, ქვეყანაში ბუნებრივად ქმნის კორუფციულ გარემოს და `დემოკრატ~- დიქტატორული ხელისუფლების ხელში, აყალიბებს ხალხის ხარჯზე გამდიდრებულ ოდიოზურ მაფიოზურ კლანებს; ქვეყანაში არ მოქმედებს კანონი, და კანონის დამცველი ხდება დამნაშავე ხელისუფლების დამცველი, ერთდროულად - მისივე მსხვერპლი.
საყოველთაოდ აღიარებული დემოკრატიული მოთხოვნები, ქვეყნის კონსტიტუცია, ასეთ პირობებში არის ვაი-პოლიტიკოსთა და ოლიგარქ-დიქტატორთა შირმა-საფარველი, სახელისუფლო სკამები - ბრძოლის სამიზნე.
ადამიანი, ხალხი მხოლოდ იარაღია, ამ ოლიგარქ-დიქტატორთა ხელისუფლებაში მისასვლელად; და მორჩა, - ამით მთავრდება ურთიერთკავშირი ხელისუფლებასა და ხალხს შორის, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ხელისუფალს უფლება აქვს არჩევნები გააყალბოს, და დიქტატორი – აყალბებს…
ჭეშმარიტი დემოკრატიის მისაღწევად საჭიროა ორი ძირითადი პირობის ასრულება:
- საქართველო (ქვეყანა) ნაკლებ იყოს დამოკიდებული სხვა ქვეყნებზე პოლიტიკურად, ეკონომიკურად და ფინანსურად, შეიქმნას ჭეშმარიტად ნეიტრალიტეტის პირობები;
- ხალხმა, ერმა იმძლავროს და აირჩიოს ეროვნული ცნობიერების მატარებელი ხელისუფლება.
- ანუ, ხალხმა, ერმა თუ არ იმძლავრა, საქართველოს არაფერი ეშველება. ამასთან, ქართული ზნე-ხასიათის გათვალისწინებით (ყველა პრეზიდენტობისთვის არის მზად!), საჭიროა მმართველობითი სისტემის რამდენადმე `გადემოკრატება~, ხელისუფალთათვის ხელშეუხებლობის უფლებების რამდენადმე მოხსნა-შემცირება, საზოგადოების ფართო ფენების ჩართვით, ახალი სახელისუფლებო შტოს ჩამოყალიბება, რასაც მართვის ახალი სისტემა ითვალისწინებს!
ამ მიზნით, ახალი პროგრამით, მართვის ახალი სისტემა ითვალისწინებს:
1. პრეზიდენტს ეკვეცება უფლებები და იგი ხდება `ნომინალური~.
აქვე:
- ქვეყანა, რომ არ `ვაწვალოთ~ ახალ-ახალი `ნომინალური~ უფლების მქონე საპრეზიდენტო არჩევნებით, რეფერენდუმის ჩატარებით (თუ ხალხი დაგვთანხმდა), შეგვიძლია აღვადგინოთ მეფის ინსტიტუტი (ან კვლავ რეფერენდუმის გზით, დადგინდეს მეფედ არჩევის ახალი წესი, ამ პოსტზე არჩეულის სიკვდილამდე შენარჩუნებით).
ჩვენ, შემუშავებული აქვს მეფედ არჩევის ახალი პროგრამა (რეგლამენტი) და საჭიროების შემთხვევაში მას ცალკე შემოგთავაზებთ.
ამ გზით საქართველო შეიძლება გახდეს მონარქისტულ-პარლამენტარული ქვეყანა.
2. ხალხი 4 (ან 5) წლით ირჩევს პარლამენტს, რომელიც აყალიბებს ქვეყნის უმაღლეს სახელისუფლო აღმასრულებელ ორგანოს: მინისტრთა კაბინეტს; ირჩევს და ამტკიცებს: პრემიერ-მინისტრს, ვიცე-პრემიერს (მოადგილეს), სახელმწიფო მდივანს საგარეო საქმეთა დარგში, სახელმწიფო მდივანს უფლებათა დაცვისა და ინფორმაციის დარგში; ცალკე - გენერალურ პროკურორს.
(სხვა უფლებრივ საკითხებს აქ არ შევეხებით!).
ამასთან:
- პარლამენტი, `გარდამავალ პერიოდში~ (8-10 წლით) რჩება ერთპალატიანი;
- პარლამენტის წევრთა რაოდენობა განისაზღვრება 199, ან 201 წევრით - მინისტრთა კაბინეტის წევრთა ჩათვლით, რომელსაც შემდგომ პარლამენტი აირჩევს (შეიძლება მისი რაოდენობრივად შემცირებაც, რაც დღეისთვის გვაქვს...).
შენიშვნა:
- აღმასრულებელ ხელისუფლებაში არჩევით, პარლამენტში გამოთავისუფლებულ ადგილებს დაიკავებენ ის დეპუტატები, რომლებიც არჩევნების დროს `გარეთ~ დარჩებიან იმ სიებში, საიდანაც იქნებიან არჩეულნი მინისტრთა კაბინეტის წევრები…
ეს იმას ნიშნავს: თუ მინისტრთა კაბინეტის წევრებს, კანონით განსაზღვრული მიზეზებით მოუწევთ თანამდებობების დატოვება, ვერ დაბრუნდებიან პარლამენტში. მათ ადგილებს პარლამენტში დაიკავებენ იმავე სიებში მყოფი პარლამენტის გარეთ დარჩენილი კანდიდატები.
იმუშავებს პარლამენტარობიდან გაწვევის რეგლამენტიც, სათანადო პარტიებისთვის და ამომრჩევლებისათვის ასეთი უფლებების გადაცემით (აღნიშნული წესი გაზრდის დეპუტატის პასუხისმგებლობას ქვეყნისა და ამომრჩევლის წინაშე!).
3. პარლამენტის დამტკიცებით იქმნება: `კოალიციური მთავრობა~ - მინისტრთა კაბინეტი, მასში ადგილების პარლამენტში შესული პარტიების (ბლოკების) და მაჟორიტარების სათანადო პროცენტული წარმომადგენლობის დაკავებით.
ამასთან:
ა. პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას წარადგენს პარლამენტში უმრავლესობით შესული ორი პარტია (რომელთაგან აირჩევა ერთი).
აქვე: საყოველთაო არჩევნებისას, საარჩევნო სიებში მითითებული იქნება ყოველი პარტიისგან თუ ბლოკისგან (თუ ასეთი პრეტენზია აქვს), მომავალი პრემიერმინისტრის კანდიდატურა, ვისაც არჩევნებისას, ფაქტიურად, ამომრჩეველიც დაუჭერს მხარს;
ბ. ვიცე-პრემიერის ორ კანდიდატურას წარადგენენ მაჟორიტარი დეპუტატები (რომელთაგან აირჩევა ერთი);
გ. საგარეო საქმეთა დარგში სახელმწიფო მდივნის კანდიდატურას წარადგენენ `საშუალო~ პროცენტით პარლამენტში შესული პარტიები (ბლოკები), - 2 ასეთი პარტია-ბლოკი;
დ. უფლებათა დაცვისა და ინფორმაციის დარგში სახელმწიფო მდივნის კანდიდატურას წარადგენენ: პროცენტულად ბოლო ორ ადგილზე გასული პარტია-ბლოკები, რომელთაც თავის მხრივ კანდიდატურას შესთავაზებენ უფლებათა დაცვისა და ინფორმაციის სათანადო საზოგადოებრივი ორგანიზაციები (ვინ,- რეგლამენტი შემუშავებული გვაქვს ცალკე).
შენიშვნა:
- შემოსაღებია 2 სახელმწიფო მდივნის პოსტი: საქართველოს, როგორც ქვეყნის, როლის მსოფლიოში ასამაღლებლად, და ახალ ეპოქაში ინფორმაციული საშუალებების მნიშვნელობათა გაზრდით, სახელისუფლო საკითხების გადაწყვეტაში; და ერთდროულად, დემოკრატიული პრინციპებით თვით სახელმწიფოს და ადამიანთა უფლებების დაცვის გაზრდით, - ერთიანი სახელმწიფო ინფორმაციული პოლიტიკის განსახორციელებლად.
ქვეყანაში:
_ პირველი პირი იქნება: პრემიერ-მინისტრი;
_ მეორე - ვიცე-პრემიერი;
_ მესამე - სახელმწიფო მდივანი საგარეო საქმეთა დარგში;
_ მეოთხე - სახელმწიფო მდივანი უფლებათა დაცვის და ინფორმაციის დარგში.
აქვე:
- მინისტრთა კაბინეტს ადგენს პრემიერ-მინისტრი, ვიცე-პრემიერთან ერთად, უფლებათა დაცვის და ინფორმაციის დარგში სახელმწიფო მდივანთან შეთანხმებით, და პარლამენტში შესული პარტია-ბლოკებისაგან დადგენილი პროცენტით შეთავაზებული კანდიდატურებით, რასაც შემდგომ პარლამენტი ამტკიცებს.
4. პარლამენტი, გენერალურ პროკურორს ირჩევს და ამტკიცებს პარლამენტში უმცირესობით შესული პარტია-ბლოკის შეთავაზებით (თუ არა, მის ზემოთ მდგომი…).
ამ ხუთი პიროვნების მოხსნის, გათავისუფლების, ახლით შეცვლის უფლება არავის აქვს პარლამენტის გარდა, თუმც განსაკუთრებულ შემთხვევებში (განისაზღვრება რეგლამენტი!), სათანადო პარტია - ბლოკებს უფლება ეძლევათ უკან გაიწვიონ თავიანთი კანდიდატურები, ახლით შესაცვლელად.
შენიშვნა:
- აღნიშნული სისტემით შედგენილი მთავრობა, არ გახდის მას არაქმედითუნარიანს; და პირიქით - მოსპობს პარტიებს შორის ბრძოლას, `უმრავლესობისაგან~ ხელისუფლების უზურპაციას (დიქტატორად ქცევას); მოსპობს კორუფციული გარემოს შექმნის შესაძლებლობას, მკვეთრად შეამცირებს არჩევნების გაყალბების მცდელობას; გაზრდის საზოგადოების როლს კანონისა და უფლებათა დაცვის საქმეში.
- სახელმწიფო მდივნები დამოუკიდებლად ქმნიან და ხელმძღვანელობენ თავიანთ უწყებებს, მათთვის გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში. ამასთან, რამდენადაც უფლებათა დაცვისა და ინფორმაციის დარგში სახელმწიფო მდივნის პოსტის შემოღება პირველად ხდება, მისი უწყების სტრუქტურული აგებულების სქემა-პროგრამა ცალკე გვაქვს შედგენილ-შემუშავებული და საჭიროების შემთხვევაში, მას შემდგომ წარმოგიდგენთ.
აქვე შეგვიძლია ვიცოდეთ, რომ მის დაქვემდებარებაში გადავა: სასამართლო დაცვის ინსტიტუტი (ადვოკატურები), კავშირგაბმულობის სამინისტრო, ყველა საინფორმაციო საშუალება (მათი ფინანსური `მოძრაობის~ კონტროლით!), საგამომცემლო საქმიანობა.
- სამინისტროების რაოდენობა შემცირდება და დადგინდება: 15, ან 20 (ან იქნებ ნაკლებიც!).
- მინისტრთა კაბინეტთან იქმნება ეროვნული უსაფრთხოების (უშიშროების) საბჭო, რომელშიც შევლენ: პრემიერ-მინისტრი, ვიცე-პრემიერი, სახელმწიფო მდივანი საგარეო საქმეთა დარგში, სახელმწიფო მდივანი უფლებათა დაცვის და ინფორმაციის დარგში, უშიშროების მინისტრი, გენერალური პროკურორი.
სათანადოდ, გაიზრდება უშიშროების უწყების მნიშვნელობა; მის დაქვემდებარებაში გადავა სახელმწიფო საზღვრების დაცვა, სასაზღვრო ჯარებით.
თავდაცვის სამინისტრო და შინაგან საქმეთა სამინისტრო დაექვემდებარება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს; მოხდება ამ უწყებათა რეორგანიზაცია, მათი უფლებრივი გამიჯვნისა და ქმედითუნარიანობის გაზრდის თვალსაზრისით.
- თავდაცვის სამინისტროს ხაზით შემუშავდება ეროვნული თავდაცვის სამხედრო დოქტრინა; ჯარის ნაწილები განისაზღვრება 20-30 ათასი მოსამსახურით და ჯარისკაცით; შემოღებული იქნება `ალტერნატიული~ სამსახური.
სამხედრო უწყება მიიღებს მონაწილეობას ეროვნული ეკონომიკის განვითარების გეგმის შესრულებაში, საკუთარი ძალებით არმიის კვებით მომარაგების გადაწყვეტის საქმეში (ალტერნატიული სამსახური ითვალისწინებს გარკვეული კონტინგეტის ამ სფეროში დასაქმებას).
- შინაგან საქმეთა სამინისტროს რეორგანიზაცია ითვალისწინებს მის ცენტრალურ და სამხარეო დაქვემდებარებად გაყოფას, მათ შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნით, სამხარეოს ცენტრალურის ზედამხედველობით (აშშ-ს ფედერალური და მუნიციპალური პოლიციის მსგავსად), რომელთაგან ერთს დააფინანსებს ცენტრალური, ხოლო მეორეს - ადგილობრივი სამხარეო მმართველობა.
დღევანდელი ვითარებით, გაუგებარია, საქართველო არის თუ არა ქვეყანა, ხოლო რაც არის, იგი უფრო პოლიციური ქვეყანაა, რომლის ძალოვანი სტრუქტურებიც დიქტატორ პრეზიდენტსა და დიქტატორულ რეჟიმს იცავენ, ემსახურებიან მას ეროვნული ინტერესების სრული უგულვებელყოფით; ფეხქვეშ ითელება უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილი ადამიანის, საქართველოს მოქალაქის ინტერესები, `დემოკრატიით~ მოცემული ადამიანის თავისუფლება.
ეს სისტემა ძირეულად უნდა შეიცვალოს, გადახალისდეს; კანონის დამცველი, უნდა გახდეს კანონის, და არა ხელისუფალ-ხელისუფლების დამცველი!
სათანადოდ, უნდა შეიცვალოს კანონმდებლობაც...
*
კანონმდებლობა
ახალი ერა - ეპოქა ახალ კანონმდებლობას ითხოვს!..
შემოთავაზებული ახალი სისტემა ბუნებრივად ითხოვს არსებული კონსტიტუციის ცვლილებას, სათანადო კანონმდებლობის შექმნას.
ახალი კანონმდებლობით დაცული უნდა იქნას ძირითადი მოთხოვნები:
- კანონი ემსახურება ერს, ადამიანს, ქვეყნის ინტერესებს;
- კანონი ათავისუფლებს ადამიანს; აწესებს ყოველისთვის თავისუფალი მოქმედების ზღვრებს;
- ახალი კანონი ზრდის თავისუფალი მოქმედების ზღვრებს; ამ ზღვრებში ადამიანი, ერი, ქვეყანა ხელშეუხებელია;
- კანონი იცავს ადამიანს, ერს, ენას, ქვეყანას, კაცობრიულ მონაპოვარს, დედამიწას.
- კანონი განვითარებადია.
...
დედამიწა დაპატარავდა… ახალი ერა ზრდის ადამიანის მოთხოვნებს, მოქმედების ზღვრებს; გლობალიზაციის პირობებში, მცირერიცხოვან ერებს გაქრობის საფრთხე ეზრდებათ; ასეთი მცირერიცხოვანი ქვეყნის კანონმდებლობა ისე უნდა შეეხამოს ზოგად-კაცობრიულს, რომ მკაცრად იყოს დაცული ეროვნული, ანუ სახელმწიფოებრივი ინტერესები.
ამასთან, საჭიროა:
- არსებული კანონები გამარტივდეს, რაოდენობრივად შემცირდეს (თუმც შემცირება თვითმიზანი არ არის, - საჭიროების მიხედვით, ზოგ საკითხებში შეიძლება იგი რაოდენობრივად გაიზარდოს კიდეც);
- კანონი უნდა იკითხებოდეს ერთსახოვნად და არ იძლეოდეს სხვადასხვაგვარ გაგებას;
- კანონი არ უნდა იძლეოდეს მისი ბოროტად გამოყენების საშუალებას;
- კანონი არ უნდა იძლეოდეს საშუალებას დაისაჯოს უდანაშაულო, ხოლო დაუსჯელი დარჩეს დამნაშავე;
- კანონი კანონით თანაბრად უნდა შეეხოს ყველას - განურჩევლად, ანუ კანონმა კანონით აღკვეთოს დაუსჯელობა;
- კანონი უნდა იყოს სამართლიანი, და არა ლმობიერი, მოწყალე და მსგავსი ეპითეტების შემცველი.
- ახალ კანონში უნდა წაიშალოს სასჯელის ზღვრები და დაწესდეს მხოლოდ ერთი, კონკრეტული.
- ახალმა კანონმა საჭიროა გაითვალისწინოს პატიება - აღნიშვნით, რომელიც არ ითვლისწინებს პირობით სასჯელს.
პატიების სახეებს დააწესებს ერი, საზოგადოება; დამტკიცდება პარლამენტით, რომელიც დაკანონდება.
გადასინჯვას ექვემდებარება კანონმდებლობა მემკვიდრეობის შესახებ, რომელმაც უნდა გაითვალისწინოს, ერთი მხრივ, ტრადიციებზე დაყრდნობილი ეროვნული (სახელმწიფოებრივი), მეორე მხრივ - ოჯახისა და ცალკეული ადამიანის ინტერესები, ჩვენგან ზემოთ შემოთავაზებული საკუთრების ფორმების გათვალისწინებით.
ქვეყანაში მოქმედი ყველა კანონი აიგება აღნიშნული ძირითადი მოთხოვნების შესაბამისად - ერთან, მოსახლეობასთან შეთანხმებით (ზოგი საკითხი რეფერენდუმის გზით), რითაც დაიცვება მოთხოვნა: `ქვეყნის ინტერესები და ერის ნება უზენაესია~; ამასთან: `დასაშვებია, რაც კანონით აკრძალული არ არის~.
აქვე:
- რეფორმას საჭიროებს სასამართლო სისტემაც, ქვეყანაში მმართველობის ახალი სისტემის შემოღებასთან ერთად, რის პროექტსაც, საჭიროების შემთხვევაში, ცალკე შემოგთავაზებთ.
*
დამოკიდებულება რელიგიასთან
მსოფლიოს მართავს `ფარული ხელი~ - სიონისტი თალმუდისტი მასონობა, რომლის მიზანია ებრაელთა ქვეყანაში (სოლომონის ტაძარში) კურთხევით მსოფლიო მეფის დასმა, ვინც ერთდროულად იქნება მსოფლიო გაერთიანებული რელიგიების მსოფლიო პატრიარქი… (ამისთვის, მათი გეგმით, მსოფლიოში უნდა შემცირდეს მოსახლეობა, დარჩეს `ოქროს~ 1 მილიარდი!).
ამ მიზნით მიმდინარეობს მსოფლიო გლობალიზაციის პროცესი, მსოფლიო ქვეყნების ერთი ქვეყნისადმი - ამერიკის შეერთებული შტატებისადმი, სინამდვილეში - ამ ერთი კლანის, ფარულ მმართველთათვის დამორჩილების ცდა.
ბრძოლა პოლიტიკურ სახეს ატარებს, მაგრამ (მათი გეგმის მიხწდვით!) ძირითადად მიმართულია ქრისტიანული, მართლმადიდებლური სარწმუნოების - ეკლესიის დასანგრევად (მათი რწმენა ანტიქრისტიანულია!), და იგი, ბოლო პერიოდში, ფარულიდან გაცხადებულ სახეს იღებს.
თავისთავად, ამ ფონზე დიდი საფრთხის წინაშე დგას ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, ჩვენი სარწმუნოება, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ისტორიულ ქარტეხილებში საქართველოს და ქართველი ერის გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის დღემდე შენარჩუნების საქმეში.
შეირყევა რწმენა, - დაინგრევა ეკლესია; დაინგრევა ეკლესია, - მოისპობა ქართველი ერი... (ენას არ ვეხებით, რომლის გაქრობა იგივე ერის მოსპობას ნიშნავს!).
- დღევანდელი მდგომარეობით ქართული მართლმადიდებელი ეკლესია - უფლის ტაძარი ნაწილობრივ, სავაჭრო სახლად არის ქცეული და მისი ფარული ნგრევა (ნგრევის ცდა!), შიგნიდან მიმდინარეობს - საქართველოს მთლიანობის ნგრევასთან ერთად, რაც სასწრაფოდ არის შესაჩერებელი.
ჩვენ ვამბობთ: ქართული მართლმადიდებელი ეკლესია გადასარჩენია! - ამ მიზნით, დასასუფთავებელია იგი ქორ-ვაჭარი, აგრეთვე, სიონისტ თალმუდისტ მასონობას მიყიდული მღვდელ-მთავრობისგან, საჭიროა დავითის დროინდელი `რუის-ურბნისის~ მსგავსი რეფორმა.
ამასთან, საჭიროა:
1. ქრისტიან-მართლმადიდებლობა გამოცხადდეს სახელმწიფო რელიგიად.
2. აიკრძალოს საქართველოში საზღვარგარეთის საიდუმლო სამსახურებში საეჭვოდ შექმნილი და მათგანვე ფინანსირებული რელიგიური სექტები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას; აიკრძალოს ქვეყანაში მათი მისამართით სათანადო რელიგიური ლიტერატურის, `ჰუმანიტარული~ დახმარებებისა და ფინანსების შემოდინება.
3. საქართველო რჩება რელიგიური შემწყნარებლობის ქვეყნად და პატივს მიაგებს მსოფლიოში გავრცელებულ ოთხ ძირითად რელიგიას, მათ განშტოებებს, რომელთაც ისტორიული წარმომავლობა აქვთ;
ანუ, ვიცავთ რელიგიის - სინდისის თავისუფლებას, ზოგად საკაცობრიო მოთხოვნების შესაბამისად.
4. ეკლესიას - პატრიარქს მიეცეს უფლება ჩაერიოს საერო საქმეში, თუ სახელმწიფო გადაუხვევს ეროვნული კურსიდან და ქვეყანაში გაატარებს ქრისტიანობისადმი და მართლმადიდებლობისადმი საშიშ პოლიტიკას (რა ფორმით - რეგლამენტი განისაზღვრება).
5. ეკლესიას (მღვდელმთავრობას!) აეკრძალოს სავაჭრო საქმიანობა, საერო საქმიანობაში ქონებრივი წილობრივი მონაწილეობა; უკან დაუბრუნდეს სახელმწიფოს ყველა დაწესებულება-ობიექტი, რაც მას განუკითხაობისას, საეჭვო გარიგებებით, უსასყიდლოდ გადაეცა და ეკლესიის საკუთრებად გამოცხადდა.
ქვით ნაგები ეკლესია (ტაძარ-მონასტრები, შიგ არსებული ისტორიული ფასეულობები), ქართველი ერისა და საქართველოს საკუთრებაა! - და არა, დღეს, განუკითხაობისას, მასში შესულ-შემძვრალი მღვდელმსახურისა;
მღვდელმსახური მოქალაქესთან ერთად თანაბრად პასუხისმგებელია ერისა და ქვეყნის წინაშე.
აქვე:
- საშუალო სკოლებში (პირობითად მე-8 კლასში!) შემოღებული იქნას საგანი: რელიგიათმცოდნეობა, რომლის მასწავლებლებადაც დაინიშნებიან უმაღლეს სასწავლებლებში მომზადებული `თეოლოგიის~ სპეციალისტები - მასწავლებლები; სათანადოდ, უმაღლეს პედაგოგიურ სასწავლებელში შემოღებული იქნება თეოლოგიის სპეციალობა, სადაც ასწავლიან მსოფლიო რელიგიებს, მათი წარმოშობის ისტორიას, გავრცელებას, მათ როლს ერებისა და ხალხების ცხოვრებაში; განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა მართლმადიდებლობას, ქართულ ისტორიას, რელიგიის როლს და ადგილს საქართველოს სახელმწიფოს შექმნა-ჩამოყალიბებაში, დღევანდელ დღემდე მოყვანაში; გამახვილდება ყურადღება რელიგიური წყაროებით გადმოცემული ზნეობრივი საკითხების შესწავლაზე.
- მინისტრთა კაბინეტთან იარსებებს რელიგიებთან ურთიერთობის სახელმწიფო უწყება, რომლის საშუალებითაც წარიმართება სახელმწიფო პოლიტიკა რელიგიებისადმი, უმთავრესად - ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისადმი.
*
ბოლოთქმის მაგიერ
როგორც ვთქვით, პროგრამის პროექტით წარმოდგენილი ძირითადი საკითხები ვერ მოგვცემენ მთლიანი პროგრამის შემეცნების საშუალებას, მაგრამ გვაჩვენებენ ჩვენს ხედვას ქვეყნის ახლებურად მოწყობის საქმეში.
ანუ, ჩვენი პროგრამა მომავლისკენ არის მიმართული. ამავე მიზეზით, ალბათ, იგი ვერ იქნება პოპულარული, ყველასათვის მისაღები, ან გასაგები, ანდა სასიამოვნო, რაც ამ საწყის ეტაპზე `პასივში~ ჩაგვეთვლება.
მაგრამ, დაკვირვებული თვალი, ადვილად შეამჩნევს, რომ ასეთ `მსხვერპლზე~ საჭიროა წასვლა, რადგან გადარჩენისთვის სხვა გამოსავალი არა აქვს ჩვენს ქვეყანას, თვით კაცობრიულ არსებობას!
ანუ: - უნდა გამოვცვალოთ არსებული ხელისუფლება, შევცვალოთ არსებული სისტემა ახლით, რომ ახალ ეპოქაში, მსოფლიოში მოსალოდნელი გლობალური ცვლილებების პირობებში შევძლოთ ეროვნული თვითმყოფადობისა და ქართული სახელმწიფოს შენარჩუნება, შემდგომ - აღმავლობით სვლა;
საჭიროა არსებულ კაპიტალისტურ ფორმაცია-სისტემაში ისეთი `ეროვნული ელემენტების~ შეტანა, რომ შესაძლებელი გახდეს საქართველოს სრულფასოვან სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, ჩვენი მსოფლიო თანამეგობრობაში ღირსეული ადგილის დაკავება-დამკვიდრება;
ეს ნიშნავს, ფორმაციული ცვლილებისაკენ სვლას, რაც დასაბამი გახდებოდა (და უნდა გახდეს) კაპიტალიზმიდან განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე ასასვლელად.
ასეთი გზა რთულია, მაგრამ აუცილებელია.
ამიტომ, ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაერთიანების `სრულიად საქართველოს ეროვნული ფრონტის~ შექმნით იქმნება ახალი ჭეშმარიტი ეროვნული ძალა, რომელიც თავისი მიზან-დანიშნულებით ერთგვარად განსხვავებული და მაღლა მდგომი იქნება ყველა ძალასთან შედარებით, რომლებიც საქართველოში არსებობენ პოლიტიკური პოზიცია-ოპოზიციის სახით, და რომლისკენაც ყველას ექნება (უნდა ჰქონდეს!) სწრაფვა მასში გასაერთიანებლად. ასეთ შემთხვევაში უმოკლეს ვადებში მივაღწევთ საჭირო ეროვნულ თანხმობას, ერის გადასარჩენადშევძლებთ პირველი ნაბიჯის გადადგმას.
მხოლოდ ამ გზით, ამ პროგრამით გახდება შესაძლებელი არა მხოლოდ საქართველოს გადარჩენა, არამედ მთელი ერის, ყოველი ჩვენგანის პიროვნულ - ადამიანურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება.
...
დასასრულისთვის შეგვიძლია ვთქვათ:
- წარმოდგენილი პროგრამა (აღნიშნული ძირითადი საკითხები) პროექტის სახეს ატარებს და მას საჭირო მხარდაჭერისა და შენიშვნების გათვალისწინებით, დასრულებული სახით შემდეგ შემოგთავაზებთ.
- პროგრამა მიზნად მხოლოდ არსებული სისტემის მექანიკურ შეცვლას არ ისახავს, იგი ითვალისწინებს სახელმწიფო მოხელის (ხელმძღვანელის) შერჩევისა და დანიშვნის ახალ წესს - ზოგადს, და კონკრეტულს, ყოველი თანამდებობის პირისათვის, რის დაცვაც ახალ სისტემაში კანონით იქნება განსაზღვრული.
- ასე ასცილდებიან ქვეყანას ხელისუფლების სათავეში მოხვედრილი შემთხვევითი პირები: უცოდინრები, გაუნათლებელნი, უზნეონი, გნებავთ - გულგრილნი, ან მშიშარა უპრინციპონი, სხვის ტაშის დაკვრაზე მოცეკვავენი, და მსგავსნი.
ნაწილობრივი წარმოდგენისთვის, ჩვენ შემუშავებული გვაქვს ასეთ პირთათვის `ზოგადი საერთო მოთხოვნები~ (დარგის, უწყების, სხვა ხელმძღვანელის კანდიდატურის შესარჩევად, დასანიშნავად), და მას აქვე შემოგთავაზებთ (იხ. გვ.: 26)
ბოლოს:
იმედი გვაქვს, წარმოდგენილი პროგრამა გახდება საერთო მსჯელობის საგანი და მას მხარდამჭერიც საკმაოდ გაუჩნდება.
ჩვენი პროგრამა, მომავლის იმედის პროგრამაა, რომლის განხორციელება, საერთო ძალისხმევით, დღესვე - სულ მალე შეიძლება. მთავარია, ვისურვოთ, ერთიანი ძალით ვიმოქმედოთ.
ამ მიზნით შვვქმენით კიდეც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გაერთიანება, `სრულიად საქართველოს ხსნის ეროვნულ ფრონტი~.