
ცნობისთვის...
არ ვეხებით 1994 - 2002 წლებში ჩვენს მიერ ჩატარებულ საქმიანობას.
2003 წლის 9 აპრილისთვის (მდე!), პ.გ. `მძლეველის~ მიერ მომზადებული საქართველოში ხელისუფლებისა და სისტემის შეცვლის საკითხი ჩაიშალა (ჩვენს დაძახილზე ხალხი არ გამოვიდა...); დაიკარგა ერისა და ქვეყნის გადარჩენის, რელურად დიდი შანსი, მაგრამ მანამდე მიღწეულით, მოგვეცა მოქმედების გაგრძელების უფლება სხვა მოთხოვნებით: უკვე არა ერთი ორგანიზაციის, არამედ ქვეყნის ეროვნული გარკვეული ძალების თანხმობის (კონსოლიდაციის) მეშვეობით...
2004 წლის 14 და 16 მაისს, წერილობით მივმართე საზოგადოებას, რომ იმავე საკითხის გადასაწყვეტად, შეგვექმნა `სრულიად საქართველოს ხსნის ეროვნული ფრონტი~ (შევთავაზე ახალი გაერთიანების ორგანიზაციული სქემები განმარტებებით. იხ. `მძლეველი~, # 57, 2004 წ.)...
იმავე 2004 წლის 7 და 22 ივნისს ჩავატარეთ `ეროვნული ფრონტის~ დამფუძნელებლი შეკრებები. შეიქმნა საორგანიზაციო კომიტეტი, რომელსაც დაევალა ხელმოწერების შეგროვება სიებით `გადარჩენისთვის~ და მათ საფუძველზე ეროვნული ყრილობის მომზადება-ჩატარება, შემდგომ, ყრილობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ქვეყანაში სისტემისა და ხელისუფლების ახლით შეცვლა... (`საორგანიზაციო კომიტეტში~ შემოვიდა 2.500-ზე მეტი იურიდიული პირი, პარტია - ორგანიზაცია!.. სიების ნაწილი - 1.500-მდე, გამოქვეყნდა გაზეთში: `სრულიად საქართველოს ხსნის ეროვნული ფრონტი~, #1, 2, 2005 წ.)...
ხელმოწერები შეგროვდა, ეროვნული ყრილობა ჩატარდა, მაგრამ სისტემის და ხელისუფლების შეცვლის საკითხი კვლავ ვერ გადაწყდა (2007 წლის 9 აპრილამდე, ხალხი, დაძახილზე, კვლავ არ გამოვიდა...).
2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, კვლავ მივმართე საზოგადოებას გაერთიანებისკენ - საქართველოს და ქართველი ერის გადასარჩენად (იხ. გაზეთი `ძველი-ახალი სიტყვა~, # 16. 15.05.2008 წ.). განვაგრძეთ მოქმედება, ხელმოწერების შეგროვება - თავიდან, მესამედ... მაგრამ `ეროვნული ფრონტის~ საორგანიზაციო კომიტეტი ფაქტიურად არაქმედითუნარიანი გახდა, ანუ იგი დაიშალა...
2009 წლის 6 ივლისს კვლავ განახლდა `ეროვნული ფრონტი~, ხელახლა ჩატარდა დამფუძნებელი ყრილობა, არჩეული იქნა ახალი შემადგენლობა (იხ. გაზეთი `ძველი-ახალი სიტყვა~ # 42-43, 44, 2009 წ.)... განისაზღვრა, რომ `ეროვნულ ყრილობამდე~ უნდა მივსულიყავით 2010 წლის 9 აპრილამდე; მანამდე საჭირო იყო 1,8 - 2,0 მილიონი ხელმოწერის შეგროვება, მაგრამ ეს საკითხი ამ შემთხვევაში ვეღარ გადავწყვიტეთ...
2010 წლის 9 აპრილს განვაცხადე, რომ შევწყვიტე ჩემი ამ კუთხით 16 წლიანი მოქმედება - მოსული სიტყვის (ცოდნის, ცნობიერების!) ერისთვის გადაცემა... (იხ. გაზეთი `ძველი-ახალი სიტყვა~, # 53. 7.06.2010 წ.).
ამასთან:
ამავე, 2010 წლის 9 აპრილის, საერთო რესპუბლიკურ შეკრებაზე, შეკრების თხოვნით, გადაწყდა, რომ `ეროვნული ფრონტის~ საქმიანობას გავაგრძელებთ ამავე წლის 30 სექტემბრამდე - ამ დრომდე ეროვნუილი თანხმობის მისაღწევად, რათა შესაძლებელი გახდეს, ამავე გზით, და მხოლოდ ამ გზით, საქართველოსა და ქართველი ერის გადარჩენა!..
ჩვენ ახლა ამ ამოცანის გადაწყვეტის - განხორციელების პროცესში ვართ, `განვაახლეთ~ 2009 წელს შექმნილი `სრულიად საქართველოს ხსნის ეროვნული ფრონტის~ საქმიანობა მაგრამ ამჯერადაც განსაზღვრულ დროში მიზანს ვერ მივაღწიეთ.
დრეს ვდგავართ ახალი ამოცანის წინაშე: დავასრულოთ საქმიანობა, თუ განახლებული შემადგენლობით უმოკლეს ვადაში (არჩევნებამდე!) ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული საქმე.
პასუხს უახლესი მომავალი გვეტყვის!..
სრულიად საქართველოს ხსნის ეროვნული ფრონტის
ამოცანა
1. საქართველოს მოსახლეობის (ამომრჩევლის) უმრავლესობის მომხრობა, სათანადო საკითხების გადაწყვეტა.
2. პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციათა, ცნობილი ინტელიგენციის წარმომადგენელთა მომხრობა, მათი `ეროვნულ ფრონტში~ (საბჭოსა თუ დარბაზში) ჩართვა, გაერთიანება;
ერთობლივად:
- ხელმოწერების შეგროვება სიებით `გადარჩენისათვის~, საჭირო რაოდენობამდე (1,8 - 2,0 მილიონამდე!);
- ტელე-სივრცის გახსნა (ინფორმაციული საკითხების გადაწყვეტა!);
- სადაც არ გვაქვს, ადგილობრივი სამხარეო და რაიონული ორგანიზაციების გახსნა-ამოქმედება;
- ფინანსური უზრუნველყოფის გადაწყვეტა;
- ეროვნული ყრილობის მომზადება-ჩატარება.
***
შენიშვნა: - არის თუ არა აღნიშნული ამოცანის (საკითხების) გადაწყვეტა შესაძლებელი, `ეროვნული ფრონტის~ საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა საბჭომ, თავისი `აპარატით~ და `შტაბით~ უნდა გაარკვიოს უმოკლეს ვადებში.
სათანადოდ:
- შესადგენია სამოქმედო გეგმა...
* * *
სრულიად საქართველოს ხსნის
ეროვნული ფრონტის სამოქმედო
გეგმა:
*
1. უფლებრივი საკითხები:
`ეროვნული ფრონტის~ უმაღლესი ორგანოა: ყრილობა.
- `ყრილობა~ ირჩევს: - ეროვნული ფრონტის დარბაზს;
- ფრონტის თავმჯდომარეს.
- `დარბაზი~ ირჩევს: - ფრონტის საბჭოს (აღმასრულებელ ორგანოს!).
შენიშვნა:
- მთელ საქმიანობას ერთპიროვნულად ხელმძღვანელობს თავმჯდომარე – თანა-თავმჯდომარესთან და მოადგილესთან ერთად;
- თავმჯდომარეს (`საბჭოსთან~ შეთანხმებით), უფლება აქვს როტაციის წესით განაახლოს, შეავსოს დარბაზი – 55 წევრამდე; საბჭო – 15 (ან: 25!) წევრამდე!.. – მოქმედია: 13 წევრი… (გამსვლელია 7 ხმა, თავმჯდომარის ხმის ჩათვლით!).
ამასთან:
- `დარბაზი~ იკრიბება თვეში ერთხელ მაინც!..
- `საბჭოს~ სხდომა ტარდება კვირაში ერთხელ მაინც!..
- `საბჭო~ (თავმჯდომარე!), ქმნის `ეროვნული ფრონტის~ მუდმივმოქმედ შტაბს და აპარატს, ნიშნავს ხელმძღვანელებს;
- `შტაბი~ და `აპარატი~ ემორჩილება თავმჯდომარეს, მისი თანხმობით თანა-თავმჯდომარეს, ან რომელიმე მოადგილეს (საჭიროების შემთხვევაში!);
- `შტაბი~ და `აპარატი~ მუშაობს ყოველდღიურად, ასრულებს `საბჭოს~ გადაწყვეტილებებს;
- `საბჭო~ ასრულებს `დარბაზის~ გადაწყვეტილებებს.
ყველა ორგანოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე.
- `აპარატთან~ მოქმედებს სამდივნო, რომელიც ემსახურება `ფრონტს~, `საბჭოს~ სხდომებს;
- `სამდივნოს~ ხელმძღვანელობს საბჭოს მდივანი, რომელიც ემორჩილება თავმჯდომარეს (საჭიროების შემთხვევაში, მის შემცვლელს)…
- `შტაბი~ ასრულებს `საბჭოს~ გადაწყვეტილებებს, თავმჯდომარესთან ერთად (ან მასთან შეთანხმებით!) ადგენს მოქმედების გეგმას, ეხმარება `საბჭოს~ წევრებს მოვალეობათა შესრულებაში;
- `შტაბს~ ხელმძღვანელობს შტაბის უფროსი, რომელსაც ნიშნავს თავმჯდომარე, (ამტკიცებს: `საბჭო~);
- `შტაბის უფროსი~ არის თავმჯდომარის მოადგილე, და არის `საბჭოს~ წევრი;
- `შტაბის უფროსი~ ემორჩილება მხოლოდ თავმჯდომარეს, საჭიროების შემთხვევაში – მის შემცვლელს.
შენიშვნა: - `შტაბი~, მისი უფროსი არ ერევა სამდივნოს და აპარატის საქმიანობაში; მოქმედებს დამოუკიდებლად.
***
ზოგადი შენიშვნა:
- `ეროვნულ ფრონტში~ შემავალი პოლიტიკური პარტია-გაერთიანებები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები მოქმედებენ დამოუკიდებლად, საკუთარი პროგრამა-წესდებით;
და, `საბჭოს~ არცერთ წევრს, მისი `ეროვნულ ფრონტში~ უფლებრივი მდგომარეობის მიუხედავად, არა აქვს სხვა ორგანიზაციის საქმიანობაში ჩარევის უფლება!
ამასთან: - `ეროვნულ ფრონტში~ შემავალი ნებისმიერი პარტია-ორგანიზაციის ხელმძღვანელი (დარბაზის თუ საბჭოს წევრი!) ვალდებულია დაემორჩილოს `ფრონტის~ საბჭოს გადაწყვეტილებებს, საკუთარი ორგანიზაციით აღასრულოს ნაკისრი ვალდებულება!..
***
2. მიზანი:
- საქართველოს და ქართველი ერის გადასარჩენად, მართვის არსებული პოლიტიკური სისტემის შეცვლა, ახალი ეპოქის მოთხოვნის შესაბამისი ახალი სისტემით, რაც ითვალისწინებს ფორმაციულ ცვლილებას, კაპიტალიზმიდან უფრო მაღალ ზნეობრივ საფეხურზე ასვლას;
და რაც თანამედროვე გლობალიზაციისა და ინტეგრაციის პირობებში, ითვალისწინებს საზღვრების, ეროვნების და რელიგიების შენარჩუნებას; ერთა და სახელმწიფოთა შორის მშვიდობიან, თანასწორუფლებიან თანამშრომლობას.
ეს გულისხმობს, არსებული ხელისუფლების შეცვლას ახლით, რომელიც იტვირთებს ახალი სისტემის დანერგვას ახალი შესაბამისი კანონებით…
***
საჭიროა:
- ეროვნული თანხმობის მიღწევა;
- საქართველოს მოსახლეობის (ამომრჩევლის) უმრავლესობის მხარდაჭერა იურიდიულ-სამართლებრივად გამოხატული ნება...
შენიშვნა: - ახალი სისტემის არსის შესაბამისი ცოდნა არის ჩვენთან. სათანადო `მომავლის პროგრამა - განმარტებებით~ (ზოგი ძირითადი დებულება), დაბეჭდილია, მოსახლეობაში გავრცელებულია…
3. მოქმედების სტრატეგია:
`ეროვნულ ფრონტი~, მიზნის მიღწევის გზაზე, მოქმედებას განიხილავს 2 ეტაპად.
I ეტაპი: - დიდი ეროვნული ყრილობის მომზადება, ჩატარება (დადგენილების მიღება…);
II ეტაპი: - ხელისუფლების შეცვლის მომზადება, შეცვლა (დროებითი კოალიციური მთავრობის დანიშვნა…).
საჭიროა:
- სათანადო ვადების განსაზღვრა! (წინასწარი ცნობით, I ეტაპის მომზადების საკითხი უკვე უნდა დასრულდეს უახლოეს მომავალში, ქვეყანაში დანიშნული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებამდე!)
***
I ეტაპის საქმიანობა:
ა. ხელმოწერების შეგროვება სიებით `გადარჩენისთვის~ (საჭიროა: 1,8 – 2,0 მილ. ხელმოწერა!);
ბ. ეროვნული თანხმობისათვის, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან მუშაობა, მათი `ეროვნულ ფრონტში~ გასაერთიანებლად; წარმმართველი ბირთვის შექმნა-ჩამოყალიბება;
გ. დიდი ეროვნული ყრილობის ჩატარების ვადის განსაზღვრა; საამისოდ, ადგილობრივი კონფერენციების ჩატარება, დელეგატების არჩევა;
დ. ეროვნული ყრილობის ჩატარება... დადგენილების მიღება.
საჭიროა: - პოლიტიკურ-საზოგადოებრივი უზრუნველყოფა;
- ინფორმაციული უზრუნველყოფა (რადიო-ტელევიზიაში ვაკუუმის გახსნა, და სხვ);
- ფინანსური უზრუნველყოფა…
- მუდმივი მუშაობა ხალხთან, საზოგადოებასთან; ადგილებზე, სამხარეო და სარაიონო ორგანიზაციების გახსნა-ჩამოყალიბება…
***
II ეტაპის საქმიანობა
ა. ეროვნული ყრილობის დადგენილების თარგმნა 2 ენაზე: რუსულად, ინგლისურად: დაბეჭდვა გამრავლება;
ბ. დადგენილების გადაცემა-გაგზავნა:
- მსოფლიო ქვეყნებს; ლიდერებს;
- საერთაშორისო ორგანიზაციებს;
- საზღვარგარეთ არსებულ დიასპორებს; ქვეყანათა წამყვან პარტიებს, და სხვა;
- საქართველოში: ხელისუფლებას, ყველა პარტიას, ორგანიზაციას, მასმედიას,
სამთავრობო და არასამთავრობო უწყებებს, სასწავლებლებს და სხვ.
გ. ყრილობის დადგენილების შესაბამისად:
- ხელისუფლების შეცვლის მომზადება (ხალხთან მუშაობა; ინფორმაციული უზრუნველყოფა…);
- ხელისუფლების შეცვლა... (იმავე გზით, როგორითაც არის მოსული!)…
შენიშვნა:
- რა გაკეთდეს შემდგომ, ვისაუბრებთ იმ შემთხვევაში, საკითხი ხელისუფალ-ხელისუფლების შეცვლასთან თუ მივა – როცა მივა.
***
შესათანხმებელია, გადასაწყვეტია:
1. `ეროვნული ფრონტი~ წყვეტს, თუ აგრძელებს საქმიანობას (თუ აგრძელებს, რა პირობებში);
2. თუ აგრძელებს, -
ა. საკითხებს წყვეტს დამოუკიდებლად, თუ იმ შემთხვევაში, თუკი შეძლებს ეროვნული თანხმობის მიღწევას, (როგორ აპირებს საკითხის გადაწყვეტას);
ბ. ამოცანად ისახავს: ხელმოწერების საკმაო რაოდენობამდე შეგროვებას და მერე ეროვნული ყრილობის ჩატარებას, თუ ჩატარებას ხელმოწერების იმ რაოდენობით, რომელიც ეროვნულ ყრილობამდე ექნება შეგროვებული (რას აძლევს ასეთი ყრილობის ჩატარება);
გ. ინფორმაციულ ვაკუუმს რადიო-ტელევიზიაში ხსნის დამოუკიდებლად, თუ … რა საშუალებებით?..
დ. როგორ ფიქრობს მუშაობის ფინანსურ უზრუნველყოფას! – თუ, როგორც აქამდე, იგივე გზით და საშუალებებით?..
საბჭოს წევრები:
ვინ ვისთან ვმუშაობთ: -
- ხალხთან, მოსახლეობასთან (ორგანიზაციების გახსნა, ხელმოწერების შეგროვება);
- პარტიებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან…
- საინფორმაციო საშუალებებთან (ინფორმაციული ვაკუუმის გახსნაზე, და სხვ.);
- ფინანსების მოძიებაზე, უზრუნველყოფაზე…
- ახალგაზრდებთან (ახალგაზრდული ორგანიზაციის შესაქმნელად, და სხვა);
- საზღვარგარეთის ქვეყნებთან, დიპლომატიურ კორპუსებთან, დიასპორებთან `იქ~, თუ `აქ~…
- ეკლესიასთან… და სხვა.
შენიშვნა:
შესაძლებელია (იქნებ აუცილებელიც არის!), ინტერნეტის გამოყენება:
- ხელმოწერების შესაგროვებლად;
- ინფორმაციის გასავრცელებლად, მისაღებად…
ვინ იტვირთებს ამ საკითხის გადაწყვეტას?.. (ხელმძღვანელობას!).
***
- ჩემი პირობა: - თუ გადაწყდა საქმიანობის გაგრძელება…
- თავმჯდომარეობას ვაგრძელებ ქვეყანაში დანიშნულ არჩევნებამდე, (განსაზღვრულ!) უახლოეს ვადებში (თუ არ – ვერ მომზადდა და გადაწყდა I ეტაპის საკითხები, შევწყვეტ საქმიანობას);
- `ფრონტს~ ვუხელმძღვანელებ იმ ზომით, რა ზომითაც მუშაობას ისურვებენ `საბჭოს~ წევრები (გააკეთებენ რამეს – ვუხელმძღვანელებ, არ გააკეთებენ – დაველოდები შედეგს).
- `საბჭოს~ ყველა წევრი ანგარიშვალდებული იქნება `საბჭოს~ - კონკრეტულად და ზოგადად, ქართველი ერისა და ქვეყნის წინაშე!
თავ-რე: აკაკი ჯორჯაძე