top of page

                                   ჯორჯაძე აკაკი არჩილის ძე

 


 

მოკლე ბიოგრაფილული ცნობები:


     დაიბადა:1939 წლის 20 მაისს, საქართველოში, გურჯაანის რაიონის სოფ. გურჯაანში, პედაგოგის ოჯახში... (მამა: არჩილ კონსტანტინეს-ძე - ფიზიკა-მათემატიკოსი, დედა: გალინა ალექსანდრეს ასული სეხნიაშვილი - ფილოლოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეც.).
     გაიარა ბავშვობის მძიმე, ომის შიმშილობის წლები... 4 წლისა უკვე წერდა და კითხულობდა... 1946-1950 წლებში ცხოვრობდა: ბაშკიშეთში (ახალი დმანისი), ქლუხორში, თებერდაში, კვლავ ქლუხორში, შემდეგ სოფ. გურჯაანში, სადაც დაამთავრა საშუალო სკოლა - 11 კლასი, მედალზე (დამატებით ერთი კლასი დაამთავრა რუსულად - ბაშკიშეთში).
ადრეული ასაკიდან დაიწყო ფიზიკურად შრომა, ადვილად შეითვისა მიწათმოქმედის და ბინათმშენებლის არაერთი პროფესია; გამოირჩეოდა ხატვის, მუსიკის თუ სიმღერის და ცეკვის ნიჭით; ვარჯიშობდა სპორტის სხვადასხვა სახეობაში (ფლობდა თანრიგებს სპორტის 9 სახეობაში - მესამე თანრიგიდან სპორტის ოსტატობამდე).
მუდმივ მონაწილეობდა სარაიონო და რესპუბლიკურ ოლიმპიადებსა და სპარტაკიადებში, მიღებული აქვს გამარჯვებულის არაერთი დიპლომი და მედალი; ბოლო კლასში გაუჩნდა ლექსების და მოთხრობების წერის მოთხოვნილება, რაც გაჰყვა ცხოვრების ბოლომდე.
   1959 წლიდან საცხოვრებლად გადმოვიდა ქ. თბილისში და სწავლა გააგრძელა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა ინჟინერ-ელექტრომექანიკოსის სპეციალობით, წარჩინებით (იქვე დატოვეს ელ. მანქანების კათედრაზე ლაბორატორიების გამგედ; ჩააბარა ”მინიმუმი”, სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. მუშაობდა სამეცნიერო თემაზე....).  
    შრომითი საქმიანობა დაიწყო 18 წლის ასაკიდან, სპეციალობით გაიარა გზა რიგითი მუშიდან დიდი ორგანიზაციის მთავარ ინჟინრობამდე, წარმოების უფროსამდე. სხვადასხვა წლებში მუშაობდა თბილისის საელმავლო დეპოში, ელმავალმშენებელ ქარხანაში, ქარხანასთან არსებულ საკონსტრუქტორო ბიუროში (აქ შექმნა ახალი აპარატი ”რდე-1”, რომელიც დაყენდა ნახევარგამტარებზე შექმნილ პირველ ქართულ ”ელ-10” ელმავალზე), ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოში, რკინიგზის თბილისის განყოფილების დატვირთვა-გადატვირთვის მთავარ დისტანციაში, პლასტმასის ქარხანაში და სხვ.
    1978 წელს, საკავშირო ხელმძღვანელობის მხრიდან ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსის გაუქმების - მისი კონსტიტუციიდან ამოღების ცდასთან დაკავშირებით, თბილისში საყოველთაო-სტუდენტური გამოსვლების შემდეგ (რაშიც თვითონაც მონაწილეობდა), უარი თქვა პროფესიით საქმიანობის გაგრძელებაზე და ცხოვრების შემდგომი გზა მთლინად დაუკავშირა აქტიურ სამწერლო და ეროვნულ-საზოგადოებრივ მოღვაწეობას...
    1979-1991 წლებში მუშაობდა: საქართველოს მწერალთა კავშირში (მხატვრული ლიტერატურის პროპაგანდის ბიუროში), რადიო-ტელევიზიის სახელმწიფო კომიტეტში (რადიოს პროპაგანდის მთავარ რედაქციაში), ჟურნალ ”განთიადში”; თანამშრომლობდა სხვა ჟურნალ-გაზეთებთან, დაბეჭდა მათში არაერთი წერილი, ნარკვევი, მოთხრობა, გამოსცა წიგნები; სამსახურებრივ-შემოქმედებითი მივლინებები ჰქონდა მოსკოვში, ტალინში, ბაქოში, ერევანში... იმოგზაურა ეგვიპტეში.
         ამის პარალელურად:
    1982 წელს, საბჭოთა კავშირის არსებობაში პირველად, შექმნა და ჩამოაყალიბა დამოუკიდებლად მოქმედი ”პროფტექსასწავლებლების მოსწავლეთა კულტურულ-ესთეტიკური აღზრდის რესპუბლიკური საბჭო” და მთლიანი საქართველოს მასშტაბით გაშალა მუშაობა მომავალი თაობის კულტურულ-ესტეტიკური და შრომითი აღზრდის ასამაღლებლად - იმ დროს არსებული ეროვნული მტკივნეული საკითხების გადასაჭრელად; შემოქმედებითი ჯგუფებით არაერთი გასვლა მოაწყო საქართველოს ყველა კუთხესა და რაიონში, შეხვდა ასეულ ათასობით მოსწავლეს, მშრომელს; მოაწყო მოსწავლეთა შემოქმედების რესპუბლიკური გამოფენები, სატელევიზიო გადაცემები, ბალტიისპირეთისა და ამიერკავკასიის ქვეყნების მოსწავლეთა თემებზე შექმნილი ტელეფილმების კონკურსი, ”მუშის დღისადმი” მიძღვნილი ღონისძიებები; საბჭოს სახელით შეადგინა და გამოსცა მოსწავლეთა ლექსების კრებული ”ცისარტყელა” და სხვა; როგორც წევრი მონაწილეობდა პროფტექგანათელების სახელმწიფო კომიტეტის სამეცნიერო საბჭოს მუშაობაში...
    აღნიშნულით დაინტერესდა საკავშირო ხელისუფლება; მიწვეულ იქნა და ანგარიშით წარსდგა საბჭოთა კავშირის კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის ბიუროზე, ლექციები წაიკითხა უმაღლეს კომკავშირულ სკოლაში - მსგავსი მუშაობის კავშირის მასშტაბით გასაშლელად; არჩეულ იქნა სსრკ პროფტექსასწავლებლების ყრილობის დელეგატად, მიიღო მონაწილეობა ყრილობის სექციურ მუშაობაში და მოხსენებით წარსდგა საკვაშირო მწერალთა კავშირში (საქართველოში ამ მხრივ გაწეული მუშაობა შეფასებული იქნა მისაბაძად)...
    ამავე პერიოდში, მოიპოვა ყოველკვარტალური ჟურნალის გამოცემის უფლება, მოამზადა და, 1985 წელს გამოსცა მხატვრულ-ლიტერატურული ალმანახი: ”საწმისი” -№1 (14 თაბახის მოცულობის, 15 ათასი ტირაჟით), რაც საბჭოთა კავშირის სინამდვილეში იყო უპრეცედენტო შემთხვევა, და რაც საქართველოში იმ დროს შეცვლილი ”ახალი” ხელისუფლების მხრიდან, გახდა მასზე (როგორც საბჭოთა იდეოლოგიისათვის მავნე და მიუღებელ რედაქტორზე), ხმაურიანი მრისხანე შეტევის მიზეზი:
     - სახელისუფლო დადგენილებით მთავარ იდეოლოგიურ გაზეთებში გამოქვეყნებით, გააუქმეს ”რესპუბლიკური საბჭო”, აკრძალეს - დახურეს ალმანახი ”საწმისის” შემდგომი გამოცემა (სტამბიდან ამოიღეს მისი მეორე ნომერი, დაბეჭდილი ნაწილი დაჭრეს და გადაყარეს).
       გაუხმაურებლად:
    - თეტრში შეაჩერეს პრემირებული პიესის ”პატარა ოჯახის დიდი საზრუნავის” დადგმაზე მუშაობა; რადიოში - პრემირებული რომანის: ”ანგელოზი დედამიწაზე დააბიჯებს” მიხედვით შექმნილი რადიოდადგმის მზადება; კინოსტუდიაში - წარმოებიდან მოხსნეს ამავე რომანის მიხედვით 2 სერიანი კინოფილმის გადაღება. გაურკვეველი ვადით გადაუდეს გამომცემლობაში რომანის: ”ნისლს ქარი ფანტავს” წიგნად გამოცემა. 1989 წლამდე არცერთმა ჟურნალ-გაზეთმა არ დაბეჭდა მისი არცერთი წერილი თუ მოთხრობა.
     ეს იყო კომუნისტური სისტემის მხრიდან მისი, როგორც მწერლის და პიროვნების წინსვლის შეჩერების, მორალურ-ფიზიკური განადგურების ცდა, მაგრამ...
    უკან დახევის ნაცვლად, ხელისუფლებისგან ”რესპუბლიკური საბჭოს” გაუქმებისთანავე, დაიწყო ახალი ეროვნული საზოგადოებრივი ორგანიზაციის ჩამოყალიბება, თანამოაზრეებთან ერთად იბრძოლა და ჩამოაყალიბა: ”საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება”, რომელიც იმ პერიოდისათვის გახდა - იყო საქართველოს ყველა კუთხესა და რაიონში ღიად მოქმედი ერთადერთი მძლავრი ეროვნული ორგანიზაცია, და რომელმაც თავისი ფართომასშტაბური მოქმედებით გასული საუკუნის 80-იანი წლების მეორე ნახევარში გადამწყვეტი როლი ითამაშა ქართული საზოგადოების ზოგად-ეროვნული თვითშეგნების ამაღლება-განმტკიცებისა და ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის საბოლოო ბრძოლის საქმეში. 1989-1991 წლებში იყო მისი პასუხისმგებელი მდივანი (იმ დროს საზოგადოების თავმჯდომარეობდა მწერალი: ლევან სანიკიძე).
     საქართველოში სახელისუფლებო გადატრიალების - ეროვნული მთავრობის დამხობის შემდეგ, მაშინვე გაერიდა ძმათა შორის სისხლიან დაპირისპირებებში მონაწილეობას და 1992 წელს შექმნა ახალი, დამოუკიდებლად მოქმედი: ”თავისუფალ შემოქმედთა და მეცნიერთა აოციაცია”, 1995 წლამდე იყო მისი პრეზიდენტი.
     ასოციაციის ”შიგნით”, შექმნა და ჩამოაყალიბა გამომცემლობა ”ბერმუხა”, გაზეთი ”მეტი სინათლე!” (გამოსცა პირველი ნომერი, იყო მისი რედაქტორი), ”თბილისის ეკონომიკის ინსტიტუტი” (ჩაიბარა მისაღები გამოცდები: ფიზიკაში, მათემატიკაში, გასაუბრებით - საქართველოს სიტორიაში);
    ამ დროსვე - 1992 წელს შექმნა: ”სრულიად საქართველოს ხსნის ეროვნული ფრონტი” და მისი სახელით მაშინვე გამოვიდა საზოგადოების წინაშე (რადიოთი და ტელევიზიით, გაზ. ”იბერია-სპექტრით”) მიმართვით, ქვეყანაში დაწყებული სისხლიანი შეტაკებების შესაჩერებლად, დაპირისპირებულ მხარეთა ერთ მაგიდასთან დასაჯდომად და სადავო საკითხების მშვიდობიანი გზით გადასაწყევტად (შუამავლის როლს პარტია კისრულობდა)...
    ცალკე ჩამოაყალიბა და შექმნა: ”აკაკი ხორავას საზოგადოება” და ”იოსებ ნონეშვილის საზოგადოება”; 1993-1994 წლებში იყო ”იოსებ ნონეშვილის საზოგადოების” თავმჯდომარე. მერე იგი პოეტის ოჯახს გადასცა...
     1994 წლის 26 მარტს, მის ცხოვრებაში მოხდა უცნაური რამ: - სულიერი გზით (ე.წ. ”მენტალურად”), მიიღო - მიეწოდა გაუგონრად დიდი მოცულობის ”რაღაც” ცნობიერება (სიტყვა), და იმ წუთიდან, თითქოს მთელი წინა ცხოვრება  ამისთვის ემზადებოდა - ამზადებდნენო(?), ბუნებრივად და მისდაუნებურად ჩართული აღმოჩნდა ისეთ უცნობ პირობებში, რაც მისი შემდგომი დარჩენილი მოღვაწეობის და არსებობის განმსაზღვრელი გახდა.
    1995 წლის 9 იანვარს, თბილისის დროით დღის 2 საათზე (ანუ, ”სიტყვის” მოსვლა-”ჩასახვიდან” ზუსტად 9 თვის თავზე), საგანგებოდ შეკრებილი ფართო საზოგადოების წინაშე საჯაროდ წარსდგა და განაცხადა, რომ:
      - უკვე ცნობიერ დონეზე დაწყებულია და ქართველი ერის წიაღში იწყებს უფლის სიტყვა შობას;
    არის, მიმდინარეობს სამყაროსეული, კაცობრიული მნიშვნელობის დიდი მოვლენა; ათასწლეულთა ამ გასაყართან წყდება დედამიწაზე ადამიანური არსებობის შემდგომი ყოფნა-არყოფნა; გზა, რომელსაც ვადგავართ, გარდუვალი დაღუპვისაა და, გადარჩენა თუ გვსურს, დაგვჭირდება საწყისში ქართველებთან მოსული სიტყვის რწმენით მიღება-აღიარება და მისი მოთხოვნების ”ურევიზიოდ” შესრულება - რა მაგალითიც უნდა მივცეთ მსოფლიოს, შემდგომი ფიზიკური არსებობის შესანარჩუნებლად...
     გაცხადებულს დიდი გამოხმაურება მოჰყვა (ცნობები გადაიცა რადიო-ტელევიზიით, დაიბეჭდა გაზეთებში: ”ასავალ-დასავალი”. ”არჩევანი” - ამ უკანასკნელმა ბეჭდვა შემდგომაც გააგრძელა), მაგრამ ”ოფიციოზმა” მალევე მიიღო ზომები და ამ თემაზე საჯარო მსჯელობას მკაცრი ”ტაბუ” დაადო, აამოქმედა ხელშემშლელი სათანადო ფარულ-გაცხადებული მზაკვრული მექანიზმები, რა პროცესიც დღემდე ჯერ გრძელდება.
      ამის მიუხედავად, საგამოცდო ვადის გასვლის შემდეგ (იყო ასეთი მოთხოვნაც), განაახლა გაზეთის - ”მეტი სინათლის” გამოცემა და 1996 წლიდან დაიწყო მასში მოსული სიტყვის ბეჭდვა, მისი ერში გატანა-გავრცელება, და არა მარტო ეს.
    ანუ, 1995 წლიდანვე, დროის მიხედვით სხვადასხვა პერიოდში, ახალი ცნობიერების (სიტყვის) ხალხისთვის გადასაცემად და, ერისა და ქვეყნის გადარჩენისთვის საჭირო მოთხოვნათა შესასრულებლად, როგორც უშუალოდ ყოველივეს ხელმძღვანელმა, შექმნა და აამოქმედა:
      - გაზეთები: ”მეტი სინათლე!”, ”მძლეველი”, ”ახალი იერუსალემი”, ”გზა ჭეშმარიტი”. ”საქართველოს ხსნის ეროვნული ფრონტი”, ”ძველი-ახალი სიტყვა”;
    დამოუკიდებლად მოქმედი ორგანოები: ”სრულიად საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ღვთაებრივი მოძრაობა ”ახალი სიტყვა”, პოლიტიკური გაერთიანება ”მძლეველი”, შემდგომ გახდა პოლიტიკური გაერთიანება ”ახალი სიტყვა” - ყოფილი ”მძლეველი”, ”საქართველოს ეროვნული საბჭო”, საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაერთიანება ”სრულიად საქართველოს ხსნის ეროვნული ფრონტი”;
     ქვეყანაში 3-ჯერ შეგროვებული საყოველთაო ხელმოწერების საფუძველზე, უხელმძღვანელა და 2-ჯერ ჩაატარა ”სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობა”, დადგენილებები გაუგზავნა მსოფლიოს 200-მდე ქვეყანას, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რაც იყო და არის ”დე-იურე” საბუთები, საქართველოში არსებული ხელისუფლების და მართვის არსებული სისტემის ახლით შესაცვლელად.
     გაზეთებში დაბეჭდილი მასალების მიხედვით, გამოსცა ”ბროშურები” - წიგნები: ”გამეორება ცოდნის დედააო”, ”მეორედ მოსვლა და საქართველოს მომავალი”, ”სინათლის ძალა”, ”ქართველო გამოფხილდი”. ”დასასრულთან”, ”ბოლო მეოთხე ცდა”, ”სწორი არჩევანისთვის - ადონაი, თუ ლუციფერი”, ”ბოლო დაფიქრებისათვის”, ”ეროვნული იდეის შესახებ”, ”მომავლის პროგრამა - განმარტებებით”, ”მიწურიდან ფრონტი არ ჩანს”, ”ჩემი ბოლოს სათქმელი”.
    როგორც ანტი-სიტყვა, ამხილა და გაზეთებში გამოქვეყნებით, მსოფლიოში პირველად, საზოგადოების ფართო მსჯელობის საგნად გახადა მსოფლიო ფარულ მმართველთა - თალმუდისტი სიონისტი ებრაელი მასონების მზაკვრული ზრახვები, საიდუმლო გეგმებში; საჯაროდ გააშუქა და განიხილა მათი წარმოშობის ისტორია, ბოლო საუკუნეებში მათგან შექმნილი: ”სიონის ბრძენთა კრებების ოქმები”, ”თალმუდიზმის საიდუმლო მცნებები”, დიდი ილუმინატების: ადამ ვაისტჰაუფტის ”სატანის ახალი აღთქმა”, ალბერტ პაიკის კარნახით ჯუზეპე მაზინის მიერ შედგენილი ”მსოფლიო 3 დიდი ომის გეგმა”, დღეს მოქმედი “კომიტეტ 300-ის გეგმები”, და სხვა, რამაც გარკვეული როლი ითამაშა თანამედროვე საზოგადოების აზროვნების ახლად ფორმირების საქმეში, და რა თემებზეც შემდგომ უკვე ღიად სხვებიც, და სხვა ქვეყნებშიც ალპარაკდნენ.
      და სხვა... (უფრო მეტის გასაგებად დაგვჭირდება გავეცნოთ ჩვენს ”საიტზე” წარმოდგენილ სხვა მასალებს).
      ცალკე განსახილველია განვლილი სამწერლო-შემოქმედებითი გზა, ნააზრევ-ნაღვაწი:
    - ვთქვით, რომ მოთხრობების და ლექსების წერის მოთხოვნილება გაუჩნდა სკოლის ასაკში (მერე ლექსების წერაზე უარი თქვა). პირველი მოთხრობა ”გზა”, დაიბეჭდა 1965 წელს, ჟურნალ ”დილაში”...
     პირველი დიდი ნაწარმოები, რომანი ”ნისლს ქარი ფანტავს”, დაწერა გასული საუკუნის 60-იან წლებში, ჩააბარა იგი დასაბეჭდად ჟურნალ ”ცისკარში” 1972 წელს, ხოლო წიგნად გამოსაცემად - გამომცემლობა ”ნაკადულს”, 1976 წელს.
     დიდხანს მოუწია დალოდება - ვერ გაბედეს გამომცემლებმა იმ წლებში რომანის დაბეჭდვა-გამოცემა; მასში იშვიათი ობიექტურობით ”აღმოჩნდა” (არის!) მხილებულ-წარმოჩენილი საბჭოთა სისტემის ხრწნადი, ლპობადი, და ამავე დროს ვერაგული და მზაკვრული სახე... (წიგნად გამოიცა მხოლოდ 1986 წელს, ისიც 4 თაბახის მოცულობით შემცირებული).
     როგორც მწერალი, ძირითადად გამოჩნდა გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში. ზოგი დაწერილი ჰქონდა, ზოგიც დაწერა და ჟურნალ-გაზეთებში დაბეჭდა და გამოაქვეყნა არაერთი ნაწარმოები, მწვავე ხასიათის წერილი თუ ნარკვევი.
     ამ წლებში შექმნა რომანი ”ანგელოზი დედამიწაზე დააბიჯებს”, ”მუმლი მუხასაო”, ”მამონას მონა”, პიესები: ”პატარა ოჯახის დიდი საზრუნავი”, ”ვინც სიგარეტის წევას თავს არ დაანებებს”, მოთხრობები: ”წარმოდგენა, რომელიც დადგმას ელის”, ”ფოფო”, ”დაუმთავრებელი მოთხრობა - საკვამურიდან კვამლი უნდა ამოდიოდეს”, ”ბიჭო გოგია”, ”უმადური”, "დგანან და ელიან", და სხვა.
    პირველი აღიარება მოუტანა პიესამ: ”პატარა ოჯახის დიდი საზრუნავი”, რომელმაც მოზარდის თემაზე შექმნილ პიესათა შორის კონკურსზე (1981 წელს), უმაღლესი შეფასება დაიმსახურა; შემდეგ გადაწყდა მისი თეატრში დადგმაც...
     მოთხრობა: ”ბიჭო გოგია”, შევიდა ქართულ და სომხურ საბავშვო ანთოლოგიებში...
   ყველაზე მეტად გახმაურდა და გამორჩეულად საქებარი სიტყვებით შეფასდა რომანი: ”ანგელოზი დედამიწაზე დააბიჯებს”, რომელიც მეოცე საუკუნის 80-იან წლებში მოზარდის თემაზე შექმნილ ნაწარმოებთა შორის საბჭოთა კავშირის მასშტაბით საუკეთესოდ იქნა აღიარებული; მიენიჭა მას რესპუბლიკის და საკავშირო უმაღლესი პრემიები, გაზეთებმა დაბეჭდეს ნაწყვეტები, საქებარი რეცენზიები, ტელევიზიამ მიუძღვნა დიდი, ერთსაათიანი გადაცემა... ითარგმნა რუსულად და წიგნად გამოსცა ”საბჭოთა პისოტელმა”, საქართველოში წიგნად გამოსცა გამომცემლობა ”ნაკადულმა”; გადაწყდა რომანის მიხედვით რადიო-დადგმის ჩაწერა-გადაცემა, და 2 სერიანი კინოფილმის გადაღება...
   რომანი გაარჩია - განიხილა 200-ზე მეტმა საშუალო სკოლამ და პროქტექნიკურმა სასწავლებელმა, სხვა საწარმო-დაწესებულებებმა, ბიბლიოთეკებმა (საბავშვო რესპუბლიკური ბიბლიოთეკის ცნობით, სადაც ავტორთან მოაწყვეს რამდენიმე სკოლის მოსწავლეებმა შეხვედრა, იმ წლებში ამ რომანს სხვა წიგნებთან შედარებით ყველაზე მეტი მკითხველი ჰყავდა)...
   ცალკე წიგნებად გამოცემული აქვს: ”ნისლს ქარი ფანტავს”, ”ანგელოზი დედამიწაზე დააბიჯებს”, რუსულად - ”ბრონზოვი გოლუბ”, ”მამონას მონა”, ”მუმლი მუხასაო”, ”ზღაპარ იყო” (შესულია მასში: ”წარმოდგენა, რომელიც დადგმას ელის” და ”ვინც სიგარეტის წევას თავს არ დაანებებს”), ”ფოფო”, ”ბიჭო გოგია”, ”დაუმთავრებელი მოთხრობა” - საკვამურიდან კვამლი უნდა ამოდიოდეს” (ზოგი წიგნი გამოცემულია 2-ჯერ სხვადასხვა დროს).
    1978-1993 წლებში დაწერილი მისი პუბლიცისტური ნაწარმოებები თავმოყრილია 2006 წელს გამოცემულ კრებულში: ”წერილები, კრებული” – ”ჩემი სიმართლე”, ”ო, ეს პოლიტიკა!”...
    კრებულის რედაქტორის შეფასებით: ”აღნიშნული წერილებიდან გვესაუბრება ერისა და ქვეყნის ბედის მაძიებელი, მის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე დაფიქრებული, სამშობლოს ჭეშმარიტი ჭირისუფალი თუ გულშემატკივარი, გვიზიარებს იგი საკუთარ მოსაზრება-შეხედულებებს და მკითხველსაც დიდ ეროვნულ საფიქრალს, სამსჯელოსა და საკამათოს უჩენს”...
    ასეთად დარჩა...
   ორჯერ მოუწია ოჯახის შექმნა. ჰყავს მეუღლე, 4 შვილი (ერთი გარდაეცვალა 24 წლის ასაკში), 3 შვილიშვილი და შვილთა შვილი.

 

3.03.2013 წ.

ქართველი მწერალი, საზოგადო მოღვაწე (პროზაიკოსი, დრამატურგი,   პუბლიცისტი, ჟურნალისტი). ​

bottom of page