
გაზეთიდან "მეტი სინათლე" #60-61
მაინც, რატომ სიტყვის სახით?..
უკვე ვთქვი: მე არავის არაფრის დამტკიცებას არ ვუპირებ, - მე ვამბობ, მაგრამ მე ჩემით არაფერს ვამბობ, - გამგებმა გაიგოს...
ზემოთ საკმაოდ ავხსენით, რომ დედამიწის დროსა და სივრცეში ბუნებრივი გადაადგილების გამო, შესაბამისად ხდება მოვლენა, რომელსაც კაცობრიობა მეორედ მოსვლის სახით ვიცნობთ, და ამ დროისთვის მას კიდეც ველოდით.
იმასაც გავუსვით ხაზი, რომ მოსვლა ხდება-მიმდინარეობს ჩვენი ნების მიუხედავად, ანუ საქმე გვაქვს თვალით უხილავ სულიერ მოვლენასთან (როგორც ზამთრიდან გაზაფხულში გადასვლა), და იგი ჩვენთვის ბოლომდე ცნობილი მეცნიერული მტკიცებით კანონებს არ ემორჩილება. საკითხი ეხება ჯერ რწმენას, რომ შემდეგ სასურველი, სწორი შედეგი-შედეგები ვიხილოთ; მაგრამ, შედეგებამდე მოვლენა რომ ვირწმუნოთ, პროცესში გვეძლევა ნიშნები, რომლებითაც შეიცნობა თვით მოვლენა, და აქედან გამომდინარე, გვმართებს სათანადო გადაწყვეტილების მიღება (ამ დროს რაღაცის შეცვლა მოითხოვება ადამიანებისგან, -გაზაფხულის დადგომით, თბილი ოთახებიდან გარეთ ვართ გამოსასვლელი ველ-მინდვრების დასამუშავებლად, დასათესად, კარმიდამოს მოსავლელად).
ამასთან, რადგან მოვლენა სულიერია - თვალით უხილავია, სარწმუნოდ გვეძლევა ნიშნები (დგება თბილი დღეები, მიწა ლღვება, ხეებზე კვირტები იწყებენ გამოსვლას და სხვა), და მათ შესაცნობად გვეძლევა ბიბლია (რომელიც არისო ცხოვრების წიგნი!), და ვამბობთ: მეორედ მოსვლა პირველი მოსვლის მსგავსად (წინა გაზაფხულის მსგავსად!) მიმდინარეობს!
ე.ი. მოვლენის ჩვენთვის შესაცნობი საფუძველი არის ბიბლიური წყაროები, იესო ქრისტეს ადამიანის სახით მოსვლა და მასთან დაკავშირებული ყველა მოვლენა, რომელიც იმ დროს - 2 ათასი წლის წინ მოხდა, ყველა გამონათქვამი, რაც ქრისტეს პირიდან წამოვიდა - ჯამში, და არა მხოლოდ მისი ერთი ფრაგმენტული ნაწილი.
ამ გაგებით, მოვლენა საოცრად დიდ გააზრებას ითხოვს, მაგრამ კონკრეტულ საკითხზე იძულებეული ვართ კონკრეტული მომენტებით, კონკრეტული გამონათქვამები წამოვწიოთ და ამგვარად ვცადოთ ჭეშმარიტების დანახვა.
ამდენი, თითქმის 9 წლის მტკიცების მიუხედავად, ბოლომდე `გვეჭიდავება~ საზოგადოების ერთი ნაწილი - რელიგიური გადახრის ფრთა (პოლიტიკურ გადახრაზე მერე ვიტყვით!), ჭეშმარიტ ცოდნას და რწმენას მოკლებული (ვიღაცათაგან განგებ თუ უნებლიედ შეცდომაში შეყვანილნი), რომ თითქოს უფალი იესო ქრისტე, თავისი პირველყოფილი ფიზიკური სხეულით ღრუბლებზე გავლილი უნდა ვიხილოთ და ჯერ ის დღე არ დამდგარა, ამიტომ ვიღაც ა. ჯ.-ს გაცხადებული სიტყვა სიცრუეაო...
ამ აზრს უტენიან ყველას, სადამდისაც ხელი მიუწვდებათ, და ფაქტიურად, მსოფლიო მხეცის წისქვილზე ასხამენ წყალს, ანუ მარტივად მის სამსახურში დგანან - შეგნებულად, თუ შეუგნებლად.
ჩვენ ყველა ეს საკითხი დაწვრილებით გვაქვს ახსნილი, გაზეთებში დაბეჭდილი, - მათ გამეორებას არ ვაპირებთ (საჯარო განცხადებაც გავაკეთეთ, კითხვებიც დავსვით, მაგრამ მათზე პასუხის გაცემა საჯაროდ ვერავინ იკისრა, ფარულად კი თავისას განაგრძობენ - აცდენენ და აცდუნებენ მრავალთ, - მხეცის მსახურ `პოლიტიკოსებს~ - ქვეყნის მძარცველ-გამყიდველ მმართველობასაც ეს ახარებს).
ამიტომ აქ კიდევ ერთხელ განსაკუთრებით შევეხებით ბიბლიიდან - სახარებიდან იესო ქრისტეს ერთ შეგონებას, რომელსაც თვითონაც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, ხაზს უსვამს და იმეორებს, რომ ამიერდან ამ სახით ვეღარ მიხილავთო. ამ დროს იგი ხშირად ახსენებს ნუგეშისმცემელს, მასთან ერთად ჭეშმარიტების სულს, და განმარტავს:
- `მაგრამ ჭეშმარიტებას გეუბნებით: გიჯობთ რომ წავიდე; რადგან თუ არ წავალ, არ მოვა თქვენთან ნუგეშისმცემელი; ხოლო თუ წავალ, მოგივლენთ მას~ (იოანე: 16.7).
ცოტა ზემოთ:
- `ხოლო როდესაც მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მოგივლენთ მამის მიერ, ჭეშმარიტების სული, რომელიც გამოდის მამისგან, ის იმოწმებს ჩემთვის
და თქვენც მოწმენი იქნებით, ვინაიდან დასაბამითვე ჩემთანა ხართ~ (15. 26,27).
- `ხოლო ნუგეშისმცემელი, სული წმიდა, რომელსაც მამა მოავლენს ჩემი სახელით, გასწავლით და მოგაგონებთ ყველაფერს, რაც მე გითხარით~ (14. 26.).
- `ხოლო როდესაც მოვა იგი, ჭეშმარიტების სული, წაგიძღვებით თქვენ ყოველი ჭეშმარიტებისაკენ, ვინაიდან თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ რასაც მოისმენს, იტყვის, და მომავალს გაუწყებთ თქვენ.
ის მადიდებს მე, ვინაიდან ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ.
ყველაფერი, რაცა აქვს მამას, ჩემია; ამიტომაც ვთქვი, რომ ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ~ (16. 13-15).
ამას მოსდევს განმარტება: -`ცოტაც და ვეღარ მიხილავთ მე, და კიდევ ცოტაც და მიხილავთ მე, ვინაიდან მამასთან მივალ~... მიხილავთო თითქოს პირდაპირი გაგებით, ტექსტებში სხვაგანაც არაერთგზის სწერია, ამბობს, მაგრამ იგი - იესო ქრისტე სხვა სახით ხილვას გულისხმობს. ასე რომ არ იყოს, მაშინ გაუგებარი რჩება, `ნუგეშისმცემელის~ გამოგზავნა - `მამის მიერ~, ან როდის, თუკი ქრისტე ამ სიტყვებს იმ დროის ხალხს - მოციქულებს ეუბნებოდა სიკვდილის შემდეგ იგი მართლაც გამოეცხადა მათ და სარწმუნოდ, თომასაც ნაჭრილობევში თითი ჩააყოფინა; ანუ იხილეს მათ - მოციქულებმა, და მორჩა, მის - ქრისტეს მეორედ მოსვლამდე აღარ უნდა გვქონდეს ლაპარაკი!
აი რა ვუყავით ნუგეშისმცემელი, ჭეშმარიტების სული, რომელიც მამისაგან გამოვა, გასწავლით _ მომავალს გაუწყებთ და ჭეშმარიტებისკენ წაგიძღვებათო?
თუ იმ დროისათვის არის ეს ნათქვამი და არა მეორედ მოსვლისათვის, რატომ ეუბნება მოციქულებს: `და თქვენც მოწმენი იქნებითო~, -რომელი მოციქული გახდა `ნუგეშისმცემელის~ მოსვლის მოწმე, გნებავთ, ქრისტეს მათთან ჯვარცმის შემდეგ გამოცხადებამდე, გნებავთ, შემდეგ?
უფრო მეტი, და დაზუსტებისთვის: ზუსტად ამ სიტყვა-განმარტებებთან ერთად, ნათქვამია სხვაც, რომელიც გამოვტოვეთ და ახლა შევავსებთ:
- `მაგრამ ჭეშმარიტებას გეუბნებით: გიჯობთ, რომ წავიდე; რადგან თუ არ წავალ, არ მოვა თქვენთან ნუგეშისმცემელი; ხოლო თუ წავალ, მოგივლენთ მას.
აი როცა მოვა, ამხილებს ქვეყანას ცოდვის, სიმართლისა და განკითხვისათვის:
ცოდვისთვის, რადგანაც არ ვწამვარ მე;
სიმართლისათვის, რადგანაც მამა ჩემთან მივდივარ და ვეღარ მიხილავთ მე;
განკითხვისათვის, რადგანაც ამ ქვეყნის მთავარი უკვე განკითხულია.
ხოლო როდესაც მოვა იგი, ჭეშმარიტების სული, წაგიძღვებათ თქვენ ყოველი ჭეშმარიტებისაკენ; ვინაიდან თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ რასაც მოისმენს, იტყვის, და მომავალს გაუწყებთ თქვენ~ (იოანე: 16. 7-13).
ყოველგვარ სხვა განმარტებას რომ თავი დავანებოთ, `ნუგეშისმცემელი~ - `ჭეშმარიტების სული~ როგორ მოვიდოდა მეორედ მოსვლამდე, ანუ დღემდე, როცა ჯერ განკითხვა არ შემდგარა?
ხომ არ შეიძლება ამ სამი მიზეზის (რისთვისაც მოვაო) დაყოფა და ვამტკიცოთ: `ცოდვისთვის~ სხვა დროს მოვიდა, თუ მოვა, `სიმართლისთვის~ - სხვა დროს, ხოლო `განკითხვისათვის~ სხვა დროსო?
ასეც რომ იყოს (რაც აბსურდია!), განკითხვისთვის მოვა თვით იესო ქრისტე- მხოლოდშობილი, ადამიანის სახით და წვიმის ღრუბლებზე გავლით, თუ მოვაო ნუგეშისმცემელი - ჭეშმარიტების სული?..
რაღას გვეტყვიან ჩვენი `ყოვლისმცოდნე~ სულიერი მამა-მოძღვრები, რას ვიტყვით ჩვენ-მცირედმორწმუნენი, თუ იმასაც დავამატებთ, რომ `მამის მიერ~ სულით მოვლენილი `ნუგეშისმცემელი~ იმიტომ ამხილებს ქვეყანას სიმართლისათვის, რადგანაც მამა ჩემთან მივდივარ და ვეღარ მიხილავთ მე! -ვეღარ მიხილავთო! -აი, ჭეშმარიტება.
ანუ, სახარებისეულ ცნობას-ნათქვამს (ჩვენგან მოტანილ ნაწილს) მთლიანობაში თუ განვიხილავთ, `ნუგეშისმცემელი~ გამოდის თვით `ჭეშმარიტების სული~ (რომელიც ჭეშმარიტებისკენ წაგიძღვებათო), და გამოდის ადამიანი-პიროვნებაც, რომელიც თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ რასაც მოისმენს იტყვის, და მომავალს გაუწყებთო თქვენ!
ჩემგან კი გესმით: -რასაც მოგახსენებთ, ჩემი არ არის; და მოგახსენებთ იმას, რაც `მამის მიერ~ მომეწოდა, და მეწოდება.. მოწვდილი სიტყვით კი გაუწყებთ მომავალს: -`40 დღეში ნინევე დაიღუპება~, გადარჩენა თუ გსურთ, ნათქვამი უფლის სიტყვა ირწმუნეთ, სათანადოდ იმოქმედეთ-მეთქი! - ეს არის ჭეშმარიტებისკენ წაძღოლა!..
ე.ი. ქრისტეს ნათქვამი ზუსტად ხსნის მოვლენას, რაც ჩემგან ითქმება, და სხვა გააზრებით, იგი ეთანხმება - ადასტურებს ცნობას, რომ კრავი მოდის სასძლოსთან საქორწინოდ, -მოდის კრავი და სასძლომ მისმა განიმზადოსო თავი; ღმერთი კი არისო სიტყვა! -ასე იკვრება წრეც.
ანუ, ის `პრობლემაც~ გვეხსნება, თუ რატომ მე - ვინმე ა.ჯ. რატომ ვუწოდებ თავს სასძლოს, ხოლო ჩემგან თქმულ სიტყვას `მამის მიერ~ გამოგზავნილ ძე-ქრისტეს. თუ მოვლენაა, არ ვიქნებოდი მე, იქნებოდა სხვა და ისიც ზუსტად იმავე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა, მასაც იგივე ბრალდებებს წავუყენებდით.
ამიტომ არ აღვიქვამ ამ პროცესს, ლანძღვა-გინებას ტრაგედიად, -რაც მელოდა ესეც თავიდანვე მეთქვა. მაგრამ, მოსალოდნელია ერისთვის ტრაგიკული დასასრული, და ვიდრე ის `უკანასკნელი დღე~ - `დღე და საათი~ არ დამდგარა, რომლის შემდეგ ვეღარაფერს შევცვლით, უმჯობესია მანამდე მოვეგოთ გონს, მანამდე შევწყვიტოთ წინააღმდეგობა.
ჩვენის მხრივ, ქვეყნის ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასაყვანად, ყველაფერი გვაქვს მზად, დაგვრჩა მხოლოდ უკანასკნელი ნაბიჯის გადადგმა - `მოედანზე~ ერთად შეკრება...