
დამატებით - უკეთ შეცნობისთვის:
***
- სამყარო ერთიანია; უსასრულო სამყარო ერთიანი კანონით იმართება. ეს არის დიდი განსაზღვრულობა, რომელიც საწყისიდან მომდინარეობს და შედეგში ვლინდება.
ადამიანი წარმოადგენს ქმნადობის უმაღლეს შედეგს, რომელშიც მთელი სამყაროა წარმოდგენილი;
ანუ:
შევიცნობთ ადამიანები საკუთარ თავს, შევიცნობთ სამყაროს, და პირიქით!..
უსასრულო სამყარო, სიცოცხლის მსგავსად, მრავალფეროვანია, მრავალსახოვანია, მაგრამ ჩვენთვის - ადამიანებისთვის იგი ორგვარია: ხილული და უხილავი, მატერიალური და არამატერიალური.
ჩვენთვის უსასრულო სამყარო, საწყისიდან დღემდე, მუდმივ ქმნადობაშია, ანუ მუდმივ მოძრაობაშია; ე.ი. არსებობა, მუდმივი ქმნადობაა...
- არსებობა, მართვაა!..
მართვა, აზროვნების ნაყოფია...
თუ უჭირს ადამიანს, ერს, კაცობრიობას, მიზეზი ადამიანურ აზროვნებაშია. ანუ, გაჭირვების მიზეზი არამატერიალურშია, რაც გაჭირვების სახით, მატერიალურში ვლინდება და ადამიანურ ყოფაში აისახება.
კაცობრიული არსებობა, დღეს, აზრობრივ ჩიხშია, ყოფით გასაჭირშია, რაც მას დაღუპვისკენ მიაქანებს.
აქედან მომდინარეობს ჩვენი ეროვნული გასაჭირიც...
ამ დროს გვჭირდება ადამნიანს, ერს, კაცობრიობას ახალი აზროვნება, ახალი ცნობიერება, ახალი სიტყვა, რომელიც იმავ ადამიანს, ერს, კაცობრიობას მომაკვდინებელი აზრობრივი ჩიხიდან გამოგვიყვანს და გადარჩენის გზას გვაჩვენებს.
ჩვენ ამ ახალი სიტყვის, ახალი ცნობიერების მიღება-აღიარებაზე ვლაპარაკობთ, რაც დროში ქართველ ერს მოგვეცა და დღეს იგი ჯერ ხელთ გვაქვს.
დროში განსაზღვრული დიდი კატასტროფის ასაცილებლად, ქართველ ერს გვევალება კაცობრიული არსებობის აზრობრივი ჩიხიდან გამოყვანა.
ეს არ არის პიროვნული თუ ეროვნული ამბიცია; ეს - მოვალეობაა!
- სიტყვა არის ღმერთი, და ღმერთი არის სიტყვა!..
ქმნადობა, სიტყვის (აზრის, გონის, იდეის) მატერიალიზაციის ნაყოფია.
მატერია, ქმნადობის, ანუ სიტყვის მატერიალიზაციის შედეგია.
დრო, მატერიის თვისებაა; იგი არამატერიალურია, მაგრამ მატერიის არსებობას განსაზღვრავს...
სიტყვა, აზროვნება, დროსა და სივრცეშია განაწილებული, განთავსებული;
დროში წყდება დაბადებაც, ზრდა-განვითარებაც, დაბერებაც, სიკვდილიც - ადამიანისაც, ერისაც, კაცობრიობისაც და თვით ერთიანი უსასრულო სამყაროსიც...
შემთხვევით არაფერი ხდება!.. (ყოველი ქმნადობა, დიდი განსაზღვბრულობის შედეგია!).
მეოცე საუკუნის დასასრულით, დასრულდა კაცობრიული არსებობის ერთი დრო, და ოცდამეერთე საუკუნის დაწყებით, დაიწყო ახალი დრო (ახალი ერა!), რომელიც შემდგომი კაცობრიული არსებობისათვის, ითხოვს ახალ აზროვნებას, ახალ სიტყვას, ანუ ითხოვს მართვის ახალი სისტემის - სისტემების დანერგვას, რაც ადამიანური არსებობის განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე ასვლას განაპირობებს.
თუ არა, სიკვდილია...
- არსებობა, მუდმივი ბრძოლაა ორ ძირითად ურთიერთსაპირისპირო ძალას შორის. პირობითად, ერთი დადებითია და მეორე - უარყოფითი; ადამიანურ ყოფაში, ერთი კეთილია და მეორე - ბოროტი...
თუ არ იქნებოდა ერთი, არ იქნებოდა მეორე, და პირიქით...
არსებობა - მუდმივი ბრძოლაა უარყოფითისა დადებითთან, ბოროტისა კეთილთან, სიკვდილისა სიცოცხლესთან;
არსებობა, დადებითისგან უარყოფითის ძლევით, და მხოლოდ ამ გზით მიიღწევა;
ანუ:
ადამიანური არსებობა მიიღწევა მხოლოდ ბოროტის ძლევით, და არა მისი მოკვლით!
ამაში მდგომარეობს არსი შეგონებისა: `გიყვარდეს მტერი შინი~...
ბოროტება, ბოროტებით არ ისპობა, - მრავლდება!..
ბოროტება მხოლოდ სიყვარულით იძლევა.
ეროვნული არსებობის საკითხი მხოლოდ სხვა ერებისადმი სიყვარულით და პატივისცემით წყდება.
ახალი ერა, კაცობრიულ არსებობას ამ მოთხოვნას გვიყენებს; ამ შინაარსის შემცველი უნდა იყოს `ახალი მსოფლიო წესრიგი~.
თუ არა, სიკვდილია...
- უსასრულო სამყარო, თავისი არსებობით, ცოცხალია...
სამყაროს ქმნადობის უმაღლესი გვირგვინი, ადამიანია.
ადამიანი, დანარჩენი ცოცხალი სამყაროდან, აზროვნებით და მისთვის მოცემული ზნეობრივი ნორმების დაცვის მოთხოვნით გამოირჩევა.
ამ ნორმების დაცვა, არ ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას; პირიქით - ათავისუფლებს და განასხვავებს მას, ვთქვათ - ცხოველისაგან, რომელთან შედარებითაც იმყოფება იგი უფრო მაღალ იერარქიულ საფეხურზე, სწორედაც მისთვის მოცემული აზროვნებით.
ამ `ნორმებიდან~ მოდის: სინდისი, პატიოსნება, ნამუსი, სირცხვილი და სხვა მცნება, რაც ადამიანის ადამიანურ არსებობას განაპირობებს, განსაზღვრავს.
დღეს ამ ზნეობრიობის ნაკლებობას განვიცდით; ამას მივყავართ ადამენები დაღუპვასთან...
- რაც არ ვიცით, არ ნიშნავს, რომ იგი არ არსებობს...
გაცხადდა: ასწლეულთა, ათასწლეულთა გასაყართან, სამყაროსეული მნიშვნელობის მოვლენაა, რასაც კაცობრიობა ბოლო ორი ათასი წელი ელოდა, და ელის...
მოვლენა, რაზეც ვსაუბრობთ, სულიერია; იგი თვალით არ დაინახვება, მაგრამ მას აქვს ძალა და მოქმედებს თავისი კანონებით.
მოვლენა, დროში ეთანხმება მთლიანი მზის სისტემის თევზების თანავარსკვლავედიდან მერწყულის თანავარსკვლავედში გადასვლას, რაც დედამიწაზე სხვადასხვა სახის კატაკლიზმებით აღინიშნება; - იცვლება გარემო, იცვლება დედამიწაზე დაწოლები; მოითხოვება ადამიანის აზროვნებაშიც და მართვაშიც ცვლილება;
და იცვლება, - სიტყვა, თავისი უხილავი ძალით, მოქმედებს!
ანუ:
მოვლენა, შეიცნობა ნიშნებით...
ნიშანია ყველაფერი, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება: ქვეყანაში, დედამიწაზე, თუ სამყაროში...
ამ მნიშვნელობის დატვირთვის მქონეა გამოთქმა: `შემთხვევით არაფერი არ ხდება~.
შევიცნობთ ნიშნებს? - შევიცნობთ მოვლენას.
შევიცნობთ მოვლენას? - არ შევცდებით სწორი გადაწყვეტილების მიღებაში (ვეღარ შევცდებით, ვეღარ შეგვაცდენენ!).
გადარჩენისთვის, დრო - ჟამი ჩვენგან მოვლენის აღიარების გადაწყვეტილებით, ბნელიდან ნათელში შესვლას ითხოვს.
თუ არა, სიკვდილია...
- არის ნება, არის დაშვება, და არის ადამიანური სურვილი.
`დაშვება~ - სურვილია, რაც ადამიანებს გვამოქმედებს და სამყაროში (ოჯახში, საზოგადოებაში...), საკუთარ ადგილს გვაძებნინებს.
`ნება~ - განსაზღვრულობაა, საწყისიდან მომდინარე, რომელიც ერთია, და მუდმივ ამ `ერთის~ ძიებაშია კაცობრიული არსებობა.
ანუ:
მრავალი სურვილის მიუხედავად, სრულდება ერთი, და ეს არის ნება - საწყისიდან სიტყვით განსაზღვრული, რის ძიებაშიც სისხლით და ბრძოლით გამოიარა კაცობრიულმა არსებობამ.
მოვლენა, რაზეც ვსაუბრობთ, ამ განსაზღვრულობის ცნობას (სიტყვას, ცნობიერებას!) გვაწვდის, და ამით არის იგი მნიშვნელოვანი ადამიანისთვის, ერისთვის, კაცობრიობისთვის;
მით უფრო, მნიშვნელოვანია იგი საქართველოსთვის და ქართველი ერისთვის, უწინარესად რომელთაც გვევალება გადარჩენისთვის მოწვდილი ცნობის - სიტყვის მოთხოვნების შესრულება.
თუ არა, სიკვდილია ერისა და ქვეყნისა...
***
ვსაუბრობთ არა რომელიმე კონკრეტული ადამიანის სურვილზე (გადარჩენა და კარგი ცხოვრება ყველას სურს!), არამედ დროში გაცხადებულ მოვლენაზე, დიდი განსაზღვრულობით მოცემულ ნებაზე და `დაშვებაზე~, რაც კაცობრიული მომავალი ყოფნა-არყოფნის საკითხის გადაწყვეტას უკავშირდება, და რა საქმეშიც საქართველოსა და ქართველ ერს უპირველესი როლი გვეკისრება.
ფაქტი, ამ სიტყვის - ცნობის საქართველოში გაცხადებაა, ერთი ჯგუფის მიერ ქვეყანაში 16-წლიანი საქმიანობაა სათანადო შედეგებით, რამაც უკვე კაცობრიული მნიშვნელობა შეიძინა...
ქართველი ერი ამგვარ ვალში ვართ უფლისა და კაცობრიობის წინაშე.
ამითვე განვისჯებით, ამოთვე მოგვეკითხება.
მოგვეკითხება და განვისჯებით არა წარსულის, არამედ დღეს მიღებული გადაწყვეტილების და სათანადოდ გადაგმული ნაბიჯის მიხედვით.
დღეს ვისჯებით...
დასჯა, რომელსაც გავდივართ დღეს მთელი ერი, საშუალებაა, რომ ქართველობამ - ერმა, სამოქმედოდ მოცემულ დროში, არსებობისა და სიცოცხლის გასახანგრძლივებლად, სწორი ნაბიჯი გადავდგათ.
***
არსებული გზა დაღუპვისაა...
რაც ჩვენი ჯგუფის - ორგანიზაციის `გარეთ~ ხდება (ნებისმიერის ნებისმიერი მოქმედება!), სურვილების გამოვლეინებაა და არსით, ერისა და ქვეყნის გადარჩენისათვის დროში მოცემულ განსაზღვრულობას - ნებას ეწინააღმდეგება;
და პირიქით, - ხელს უწყობს, აჩქარებს ასეთი ქმნადობანი ერისა და ქვეყნის დაღუპვას, დაღუპვისკენ სვლას.
ამიტომ არის, რომ ე.წ. `ოპოზიციის~ დიდი მცდელობის მიუხედავად, შეცვალოს ქვეყანაში მდგომარეობა უკეთესით, არ ხერხდება - ვერ ხდება, და ამ ჭიდილში ერი მუდმივ ვმარცხდებით, ამ გზით - კვლავაც დავმარცხდებით.
ანუ:
საერთო გადარჩენისათვის, საკითხი დგას არა ვინ ვისთან მივიდეს, არამედ - რა გაკეთდეს, და ამის მიხედვით, ვინ ვისთან, თუ რასთან დადგეს.
დედამიწაზე სიცოცხლე და მასთან ერთად, საქართველო და ქართველი ერი რომ გადავრჩეთ, ვიმეორებთ: - სათანადო სიტყვა - ცნობიერება ქართველებს გვაქვს, იგი ჩვენს ხელთაა (ბოლო 16 წელი ჩვენ, ორგანიზაციულად, ამ სიტყვით - ცნობიერებით ვხელმძღვანელობთ, ვმოქმედებთ!)...
ერისა და ქვეყნის გადარჩენისთვის სამოქმედო დრო, დასასრულს მიუახლოვდა; ამოცანა არ სრულდება; იმარჯვებს შავი, ბნელი ძალა.
ამ დროს, და ამიტომ ისმება კითხვა: `აქეთ~, თუ `იქით~?..
- ვინც სხვანაირად ფიქრობს (არის მონა, არ ჰყოფნის ცოდნა, აზროვნება, არა აქვს მოვლენებზე დაკვირვების და განსჯის უნარი, და სხვა),
- ვინც არის მშიშარა, მხდალი, საკუთარი ჩრდილის დანახვაზეც რომ კანკალებს,
- ვინც სულითა და ხორცით მეძავია, გაყიდულია ქართველთა მოძულე დაუძინებელ ხილულ თუ უხილავ მტერზე (შეკრულია `დასავლეთთან~ - ებრაელ მასონობაზე გაყიდულ ხელისუფლებასთან!),
- ვინც ერზე და ქვეყანაზე კი არა, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს და განდიდების მანიით არის შეპყრობილი, არის შურითა და ბოღმით სავსე, სძულს ვისაც ყოველი,
- ვისაც ე.წ. `ოპოზიციონერობა~, ერისა და ქვეყნის გასაჭირზე ლაპარაკი ფულის საკეთებლად, ანუ, `ბიზნესისთვის~, კაი ცხოვრებისთვის სჭირდება, -
იგი - ასეთი არ მიიღებს ამ განმარტებებს, მაინც იტყვის - არა! და `აქეთ~ არ დადგება...
***
ვინღა დადგება?..
ნათქვამია: `ხე ნაყოფით შეიცნობა~...
***
(არ უნდა დაგვრჩეს პიროვნება, ორგანიზაცია, პარტია, რომელიც იტყვის: `ჩემთან არ ყოფილან; ამის შესახებ არაფერი ვიცი~!)