
მოკლე ინფორმაცია პ.გ. `ახალი სიტყვის”
სტრუქტურულ ცვლილებათა შესახებ
2012 წლის 9 ივლისს გაიმართა პ.გ. “ახალი სიტყვის” (ყოფ. “მძლეველის”) დარბაზის სხდომა.
ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობიდან გამომდინარე, დარბაზმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ პ.გ. “ახალმა სიტყვამ” გააგრძელოს საქმიანობა, რადგან იგი თავს უფლებას ვერ მისცემს, წინაპართა ნაანდერძევი მამული, ქვეყანა, სამშობლო უბრძოლველად, ლაჩრულად, მშვიდად და გულგრილად ჩააბაროს, მიართვას მტერს. არაერთგზის უშედეგო მცდელობის მიუხედავად, პ.გ. კვლავ შეეცდება ერისა და ქვეყნის გადარჩენის ერთიან “ფრონტად ” შეკრას ქართველი საზოგადოება: ინტელიგენცია, სასულიერო წარმომადგენლობა, პოლიტიკური სპექტრი თუ რიგითი ადამიანები. შეეცდება დაარწმუნოს ერი თუ ბერი, რომ დედამიწა, კაცობრიობა მეორედ მოსვლის თანმდევ პროცესებს გადის, რომ ამ პროცესებიდან სიცოცხლის შენარჩუნებით გამოსვლის ერთადერთი პირობა სულით მოსული ქრისტე-სიტყვის მოთხოვნის შესაბამისად მართვის არსებული პოლიტიკური სისტემის შეცვლაა თვისობრივად, არსობრივად თუ ფუნქციურად სრულიად ახალი სისტემით. პ.გ. “ახალი სიტყვა კვლავ გააგრძელებს სვლას არჩეული გზით, არ შეიცვლის შეხედულებებს, პოზიციებს და დაარსების პირველი დღიდანვე განსაზღვრულ მიზნებსა და იდეალებს არ უღალატებს.
დარბაზმა განიხილა პ.გ.-ის გარკვეული რეორგანიზაციული საკითხები. დაამტკიცა პ.გ. “ახალი სიტყვის” პოლიტიკური საბჭო 12 კაცის შემადგენლობით. და თხოვნით მიმართა ბნ. აკაკი ჯორჯაძეს, რომ იყოს აღნიშნული გაერთიანების საპატიო თავმჯდომარე, რაზეც ბნ.-მა აკაკიმ თანხმობა განაცხადა. შეთანხმების საფუძველზე დამტკიცდა, რომ პ.გ.-”ახალი სიტყვა” საგამოცდო ვადით, 2013 წლის 9 იანვრამდე, იმოქმედებს შემდეგი შემადგენლობით:
პ.გ. “ახალი სიტყვის “ ადმინისტრაცია:
1. ელგუჯა მახათაძე-ადმინისტრაციის უფროსი
2. ლია ლაბაძე-აღმასრულებელი მდივანი
3. ავთანდილ ჯოგლიძე-აპარატის უფროსი
4. თენგიზ ლაშქარაშვილი-შტაბის უფროსი
პ.გ. “ახალი სიტყვის” ბიურო:
1. დავით ყურაშვილი 3. ავთანდილ ჯოგლიძე
2. ზვიად კუნელიანი 4. დავით გრიგალაშვილი
პ.გ. “ახალი სიტყვის” პოლიტ საბჭო:
1. გვანცელაძე ნუნუ 7. ნანუაშვილი თამარ
2. გრიგალაშვილი დავით 8. საღლიანი მანანა
3. თევდორაშვილი როდამ 9. სულუხია ემზარ
4. კუნელიანი ზვიად 10. ყურაშვილი დავით
5. კუტალაძე ლია 11 შარუბანაშვილი ნაირა
6. მამულაშვილი გელა 12. ჯოგლიძე ავთანდილ