top of page

​           ნაწყვეტები  გაზეთიდან "მეტი სინათლე"  №    60-61  2003 წელი 20.03
                            მოვლენა,
                 მოვლენის არსი

 
    მეორედ მოსვლაა!..
მეორედ მოსვლა სულიერი მოვლენაა!..
    ჩვენ ვსაუბრობთ მოვლენაზე, ჩვენს ნებას რომ არ ექვემდებარება და დამოკიდებულია დროში მთლიანი მზის სისტემის, და მასთან ერთად დედამიწის სივრცეში გადაადგილებაზე; კერძოდ, იგი ემთხვევა მზის სისტემის თევზების თანავარსკვლავედიდან მერწყულში გადასვლას, დროით _ ქრისტეს შობიდან ზუსტად 2 ათას წლისთავს.
 

​     აქვე უნდა ვიცოდეთ, რომ არსებული დრო ფიზიკურია და არ ემთხვევა ქრისტეს შობის დროს,
_ იესო ქრისტე იშვა ჩვენს წელთა აღრიცხვამდე 7/6 წელს, და ეს თარიღი დამტკიცებულია თანამედროვე მეცნიერების მიერ (იხილე ბიბლია, 1989 წ. საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა, გვ. 1215).
ანუ, ქრისტეს შობიდან 2 ათასი წელი გავიდა 1994/1995 წლების მიჯნაზე და მეორედ მოსვლის დაწყებაც, ცნობიერ დონეზე მისი გაცხადებაც ამ წლებს უკავშირდება. პირადად, ეს მოვლენა საზოგადოებას საჯარო გამოსვლით ვაუწყე 1995 წლის 9 იანვარს ზუსტად დღის 2 საათზე, თუმც ეს მოვლენა ჩემთვის 9 თვით ადრე უკვე იყო ცნობილი და სათანადო პროცესში ცნობიერად უკვე ვიყავი ჩართული.
       მეორედ მოსვლა სულიერი მოვლენაა და შეიცნობა მხოლოდ ნიშნებით!..
გააზრებისთვის, პროცესი მიმდინარეობს უხილავში, რომელიც “ხილულში” ნიშნების სახით ცხადდება და მათით შეიცნობა ამ მოსვლის არსი. ანუ, სულიერში მიმდინარე პროცესები, რაღაც ფორმით მჟღავნდება, ვლინდება ფიზიკურში, და რაც ფიზიკურში ხდება ყველაფერი უკავშირდება ამ მოვლენას, თუმც მათი წარმოშობის მიზეზები ადამიანთათვის გაუგებარი რჩება.
     მარტივად, დღეს რაც ჩვენთვის ხილულ სამყაროში, მზის სისტემაში, დედამიწაზე, ყოველი ჩვენგანის ირგვლივ ხდება, ყველაფერი უკავშირდება მოვლენას _ მეორედ მოსვლას, და არის ნიშანი, რითაც შეიცნობა ეს მოვლენა.
    ანუ, ჩვენთვის ხილულ სამყაროში თუ რამ ხდება, შემთხვევით არ ხდება და ყველაფერი უკავშირდება მოვლენას, რომელსაც კაცობრიობა მეორედ მოსვლის სახით იცნობს, და მას ამ დროისთვის კიდეც ელოდა! ელოდა, მაგრამ არ იცოდა ზუსტი “დღე და საათი”, და ადგილი, სად მოვიდოდა, რა ფორმით, რა მოთხოვნით _ მსგავსად, როგორც არ ვიცით კონკრეტული თესლი სად და როდის ამოყოფს მიწიდან თავს, რა ნაყოფს გამოიღებს, ან საერთოდ გამოიღებს თუ არა.
     მეორედ მოსვლას ჩვენ არ გვეკითხებიან, როგორც არ გვეკითხებიან იყოს თუ არა დღე და ღამე, წელიწადის სხვადასხვა დრო, ან დავიბადოთ თუ არა, გარდავიცვალოთ თუ არა, და სხვა.
ანუ, მეორედ მოსვლა მოხდა, ხდება უხილავით უხილავში, სულით სულში, რაც ხილულში _ ფიზიკურში გარკვეული სახით ვლინდება და მათ ნიშნების სახით ვიღებთ.
მეორედ მოსვლა მოხდა, ხდება უფლისა, მამის ძისა, რასაც _ ვისაც ჩვენ ქრისტეს ვუწოდებთ;
მეორედ მოსვლა მოხდა, ხდება სიტყვის სახით სულში, და იგი არის ღმერთის _მამის ძე ქრისტე!..
შეხსენებისთვის: ღმერთი არის სიტყვა და, სიტყვა არის ღმერთი, _ასე ვკითხულობთ სახარებაში იოანესთან. მაგრამ ქრისტეს– სიტყვას სხვა განმარტებაც აქვს; იგი თავის თავზე ამბობს: `მე ვარ ანი და ჰაე (სხვა ადგილას ნათქვამია: “ჰოე” _ ა.ჯ.), დასაბამი და დასასრული~ (გამოცხადება:1.8), და სხვაგან: `მე მამაში ვარ და მამა ჩემშია~..
     ანუ, ქრისტე, უხილავი მამის _ ღმერთის “ხილული” ნაწილია _ ძე სიტყვაა, რომელიც ასო-ნიშნების სახით არის სიტყვაში, და ამით არის იგი მამაში _ სიტყვაში, ხოლო მამა – სიტყვა არის ძე_ქრისტე-სიტყვაში.
    ე.ი. მეორედ მოვიდა, მოდის მამის სიტყვა, რაც არის მამის ძე ქრისტე-სიტყვა, და ეს პროცესი სულიერია, თვალით უხილავია, რომელიც ფიზიკურში გარკვეული შედეგებით ანუ ნიშნების სახით მჟღავნდება. ამიტომაც არის ნათქვამი, რომ მეორედ მოსვლა ნიშნებით შეიცნობაო.

ამასთან, საგულისხმოა, რომ ქართულად, ქართული აზროვნებით, ქართული ენით, სიტყვაში – სიტყვებში შემავალ ყოველ ცალკეულ ასოს ჰქვია: ასო-ნიშანი, და ჩვენთვის _ ქართველებისთვის ეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მოვლენის ჭეშმარიტების შეცნობის თვალსაზრისით (ამ საკითხზე ცოტა ვრცლად ქვემოთ გვექნება საუბარი).
    მეორედ მოსვლა სამყაროსეული, კაცობრიული მნიშვნელობის მოვლენაა, რომლის არსი ადამიანის გაზრდა, მისი _ ჩვენი გონებრივი თვალსაწიერის გაფართოვება, განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე ასვლაა; ერთდროულად, არსებული ცნობიერებით შექმნილი გარდაუვალი დაღუპვის აცილების საშუალებაა, თუკი ამას ადმიანები _ ჩვენ ვისურვებთ.
   ანუ, მეორედ მოვიდა, მოდის ქრისტე _ სიტყვა, რომელიც გვამცნობს არსებული ცნობიერებით შექმნილ გლობალურ საფრთხეს, და ერთდროულად გვაჩვენებს ხსნისა და გადარჩენის გზას, რაც განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე აგვიყვანს, თუ ამ გზით სვლა ვისურვეთ. ამიტომ ამბობს ქრისტე-სიტყვა: მე ვარ გზა და ჭეშმარიტება...
    ამ დროს ღმერთი _ სიტყვა ერთდროულად გვეხმარება ამ ურთულესი საკითხის გადაწყვეტაში, ჭეშმარიტი სიტყვით ანტი-სიტყვის ძლევაში.
    ზოგადად, საკითხი დგას: ან–ან … მოცემული გვაქვს კონკრეტული დრო, რა დროშიც უნდა გადავწყვიტოთ რომელი გზით სვლას ვირჩევთ, რამეთუ ჩვენთვის _ ადამიანებისთვის მოცემული არჩევანი, უფლის_სიტყვის განმარტებით, თავისუფალია!
     ამ გაგებით, მოვლენის _ მეორედ მოსვლის შეცნობა, მიღება და აღიარება, დროში მისი მოთხოვნების ნებით აღსრულება, ჩვენი დედამიწაზე შემდგომი ყოფნა-არყოფნის გადაწყვეტის მნიშვნელობას იძენს, და არის.
     ადამიანს, არსებული ცნობიერების რეალურ ყოფაში, მრავალი ობიექტურ-სუბიექტური მიზეზი აქვს უარყოს სიტყვა, ასეთი საქციელი ჩათვალოს სამართლიანად და დაიღუპოს თავი. ამიტომ, მოსული ქრისტე-სიტყვა დიდ დროს უთმობს მოვლენის არსის შეცნობის განმარტებებს, გვესაუბრება ყველასთვის გასაგებ ენაზე და ცდილობს დაგვარწმუნოს თავის ჭეშმარიტებაში, ოღონდ, არ გვაძალებს . . .



                              გაზეთიდან "მეტი სინათლე" #55-56


     დავიმახსოვროთ: სამყაროში (ოთხყაროში) დედამიწაზე, საქართველოში, ჩვენს ირგვლივ შემთხვევით არაფერი ხდება; და თუ რამ ხდება, ყველაფერი უკავშირდება მოვლენას _ მეორედ მოსვლას, მთლიანი მზის სისტემის `თევზებიდან~ `მერწყულის~ თანავარსკვლავედში გადასვლას.
ეს არ არის ჩვეულებრივი გადასვლა, რასაც დედამიწა ახდენს ყოველთვიურად (თვეში ერთხელ) ყოველწლიური განმეორებით თორმეტივე ზოდიაქური თანავარსკვლავედის შემოვლით. მზის სისტემას მხოლოდ ერთი `თევზების~ თანავარსკვლავედში ყოფნას დასჭირდა 2000 წელიწადი, და მხოლოდ ახლა გადავიდა, გადადის იგი `მერწყულის~ თანავარსკვლავედში.
     ისევე, როგორც განსხვავდება დღე და ღამე, წელიწადის სხვადასხვა დრო: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი და თვით თვეები წელიწადში ერთმანეთისგან, და ისინი სხვადასხვა მოთხოვნებს გვიყენებენ, რომლებსაც, გვინდა თუ არ გვინდა, ვემორჩილებით, რათა ვიყოთ, ვიარსებოთ, ვიცხოვროთ, ასევეა მზის სისტემის ერთი თანავარსკვლავედიდან მეორეში გადასვლისას; ამ დროს სამყარო-ოთხყარო, ბუნება (ღმერთი!) ახალ მოთხოვნებს გვიყენებს და მას, გვინდა თუ არ გვინდა, უნდა დავემორჩილოთ იმავ ყოფნისთვის, არსებობისთვის, ამქვეყნად ცხოვრებისთვის!
    ამასთან, ნუ დაგვავიწყდება, რომ `თევზები~ _ ზოდიაქურ ციკლში ბოლო მეთორმეტეა, რომლის შემდგომ იწყება ახალი წრე-ბრუნვა და ამ დროს განსაკუთრებული მოთხოვნება წამოგვეყენება მთლიან მზის სისტემას, მათ შორის დედამიწას, დედამიწაზე ადამიანურ მოდგმას. ზუსტად ამ დროს დასრულდა, სრულდება ადამიანური მოდგმის ერთი ციკლი (`მუცელში~ ყოფნა), რომლის შემდგომ იწყება, დაიწყება არსებობის ახალი ერა - ციკლი (სიტყვის შობით `თავში~ ასვლა), თუ ადამიანმა ისურვა დედამიწაზე არსებობის გაგრძელება, სიცოცხლის გახანგრძლივება. თუ არა, ყველაფერი დაბრუნდება საწყისთან (`ადამ და ევასთან~), ანუ მოხდება კატასტროფა, რელიგიური განმარტებით: `სამყაროს აღსასრული~.
   ანუ ამ დროს საქმე გვაქვს კაცობრიულ მოვლენასთან, ჩვენი ნების მიუხედავად წყდება დედამიწაზე ადამიანური არსებობის ყოფნა-არყოფნა, ამ მოთხოვნას გვიყენებს სამყარო-ოთხყარო (ღმერთი!), და ზუსტად ამ დროს ხდება, მოხდა კაცობრიული მნიშვნელობის მოვლენა, რომელიც ჩვენთვის მეორედ მოსვლის სახელით არის ცნობილი.
   ეს არ არის შემთხვევითი თანხვედრა: მზის სისტემის `თევზებიდან~ `მერწყულის~ თანავარსკვლავედში გადასვლა და ამ დროს სულით დედამიწაზე ქრისტეს სიტყვის სახით მოსვლა. იგი გახლავთ კანონზომიერი მოვლენა და სრულიადაც არ არის, არ იყო დამოკიდებული ჩვენს ნება-სურვილზე. ჩვენზე დამოკიდებულია ამ მოვლენის აღიარება, ან უარყოფა, რაზეც დამოკიდებული იქნება ჩვენივე მომავალი ყოფნა-არყოფნა.
    ჩვენ ვამბობთ: ღმერთი _ ქრისტე _ სიტყვა მოსულია, მოდის ჩვენს გადასარჩენად (იგი გვაჩვენებს ხსნისა და გადარჩენის გზას), და არა დასაღუპად, როგორც ტრადიციულად არის მიჩნეული. აქედან გამომდინარე, გადარჩენა თუ გვსურს, საჭიროა ამ მოვლენის ჩვენგან (უპირველესად ქართველი ერისგან) აღიარება, მოსული სიტყვის მოთხოვნების `ურევიზიო~ აღსრულება. თუ არა, იქნება დასასრული. არჩევანი _ თავისუფალია.
    ასე რომ, მოვლენა _ მეორედ მოსვლა არ არის ჩვენი ახირება, გამონაგონი, `პანაცეა~, იგი კანონზომიერი შედეგია სამყარო-ოთხყაროში მზის სისტემის გადაადგილებისა, რომელიც ახალ მოთხოვნებს გვიყენებს დედამიწისეულ ადამიანურ მოდგმას, როგორც, ვთქვათ, ღამის შემდეგ ახალ მოთხოვნებს გვიყენებს დღე, ან ზამთრის შემდეგ გაზაფხული. არ გვინდა (არ ვაღიარებთო), არავითარ შედეგს არ მოგვიტანს, გარდა სიკვდილისა, რომელიც კოსმიური დროით არცთუ ძალიან შორს არის.
   `არ გვინდა~, ეს იმას ნიშნავს, ღამის შემდეგ არ ვისურვოთ დღის დადგომა, ან არ გავიღვიძოთ; სუსხიანი ზამთრის შემდეგ არ ვისურვოთ ბუნების გაღვიძება _ გაზაფხულის დადგომა, რაც ჩვენთვის იგივე სიკვდილს ნიშნავს.
     ღმერთიც ამიტომ გვიმეორებს მალ-მალე: იფხიზლეთ!..
  ძალიან მოკლედ, ის რაც სამყარო-ოთხყაროში, მზის სისტემაში, დედამიწაზე ხდება დროში _ დროის ცვალებადობის შესაბამისად, მას ჩვენ არავინ გვეკითხება! რასაც ჩვენ გვეკითხებიან, ეს არის ვაღიაროთ თუ არ ვაღიაროთ აღნიშნული მოვლენა, რაზეც იქნება დამოკიდებული ჩვენივე მომავალი ყოფნა-არყოფნა. აი, სულ ეს, საიდანაც უნდა დავიწყოთ გადაწყვეტილების მიღება.

bottom of page