top of page

ნაწყვეტები გაზეთიდან "მეტი სინათლე" № 60-61,  2003 წელი 



საწყისი ცნობა და მისი არსი

 

     საწყისი ცნობა (მე რაც მეთქვა), ასეთი იყო: _‘‘შენ უნდა თქვა~...
საწყისი ცნობა, რაც საჯაროდ, 1995 წლის 9 იანვრის დღის 2 საათზე განვაცხადე-განმაცხადებინა 9 თვიანი ‘ფეხმძიმობის~ შემდეგ, ასეთია: ‘ადამიანის არსებული ცნობიერების წყალობით, მაღალი ღმერთის სულიერ სამყაროში დედამიწაზე სიცოცხლის დაღუპვა გადაწყვეტილია; სიცოცხლის დამღუპველი ერები, პიროვნებები უკვე შერჩეულია; დრო _ განსაზღვრულია~.
     ამას მოჰყვა განმარტება, რომ გადარჩენის შანსიც გვეძლეოდა და, ეს კიდევ ჩვენს არჩევანზე, ჩვენს შემდგომ გადაწყვეტილებაზე იქნებოდა დამოკიდებული.
   რატომ გახდა საჭირო ამ ცნობით ერის წინაშე წარდგომა, რასაც ჩემგან უფლის სიტყვის შობა ეწოდა, ამ სიტყვის სასძლო_ადამიანისგან შობის გადაწყვეტის მნიშვნელობა მიეცა?..
    _მეორედ მოსვლა პირველი მოსვლის მსგავსიაო; მეორედაც უფალი-ქრისტე მოდისო სულით, და სიტყვის სახით! და რადგან ეს არის ასე, სახარებისეული ცოდნა გვჭირდება მეორედ მოსვლაზე და თვით იესო ქრისტეს გამონათქვამები ამ მოვლენაზე, რათა ვირწმუნოთ, და შემდგომ სათანადოდ ვიმოქმედოთ.
   თუ რატომ, სულით მოსული სიტყვა ყველა კითხვაზე იძლევა განმარტებას, მაგრამ დამოწმება მაინც სახარებებიდან მოგვიწევს, მოვლენათა მსგავსების კანონზომიერების გამო. აღნიშნული ცნობა კი ეთანხმება იესო ქრისტეს ნათქვამს: _‘უკეთური და მემრუშე მოდგმა სასწაულს ეძებს, მაგრამ სასწაული არ მიეცემა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველის სასწაულისა~ (მათე: 12.39–ასეთი განმარტება იკითხება სხვა სახარებებშიც).
იონას ამ წინასწარმეტყველებაში კი ლაპარაკია ნინეველებზე, რომლებიც ‘ბოროტ~ ცხოვრებას ეწეოდნენ და, ღმერთმა გააგზავნა იონა ამბის მისატანად, ასეთი ცხოვრებით ‘40 დღეში~ დაიღუპებითო.
    ჩვენთვის საგულისხმოა ‘სასწაულის~ არსი. აქვე: ეს სასწაული ‘მიეცემა~ _ მოგეცემათო, და არა აუცილებლად ახდებაო. ეს საკითხი კი ასეა ახსნილი: _‘იარა იონამ ერთი დღე ქალაქში, ქადაგებდა და ამბობდა: კიდევ ორმოცი დღე და დაიქცევა ნინევე.
    იწამეს ნინეველებმა ღმერთი... (ანუ, მიტანილი ამბავი დაიჯერეს,_ა.ჯ.) შეიტყო ეს ამბავი მეფემ, ტახტიდან ჩამოვიდა... გამოაცხადებინა ნინევეში მეფისა და კარისკაცების ბრძანება..: ჯვალო ატაროს კაცმაც და პირუტყვმაც, მთელი ძალით შეჰღაღადონ ღმერთს, დააგდონ ბოროტების გზა და ყველა ავი საქმე...
შეხედა ღმერთმა მათ საქციელს, რომ დააგდეს ბოროტების გზა და შეინანა ღმერთმა, ბოროტის ყოფას რომ უპირებდა მათ, და აღარ უყო~ (3.4 - 10).
    ე.ი. ნინეველებმა ‘40 დღეში~ _ ამ ვადის გასვლამდე დააგდეს ბოროტების გზა და, ღმერთის წყალობით, დაღუპვა შეეცვალათ სიცოცხლის გახანგრძლივებით. აი, ეს სასწაული მოგეცემათო! _ იესო ქრისტე გვეუბნება ჩვენ _ ‘უკეთურ და მემრუშე მოდგმას~.
   ვფიქრობთ, ყველაფერი ნათელია: ღმერთისგან ჩვენც ზუსტად ასეთი (მსგავსი!) ცნობა გვაქვს, რაც პირველსავე დღეს საჯაროდ განმაცხადებინა, და ზუსტად ასევე მოითხოვება ჩვენგან ‘ბოროტების გზის~ დაგდება, დედამიწაზე სიცოცხლის შემდგომი გახანგრძლივება თუ გვსურს. ე.ი. მეორედ სულით მოსული სიტყვის ჭეშმარიტება ამ მხრივაც დასტურდება.
   არსი ასეთი საწყისი განცხადებისა კი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანებმა, თუ არ ვიგრძენით, არ დავინახეთ დაღუპვის, გარდაცვალების რეალური საფრთხე, არაფრის შეცვლას არ ვისურვებთ, ანუ არც მოწვდილ ცნობას ვირწმუნებთ, არც არაფერს შევცვლიდით _ არ დავაგდებდით ბოროტების გზას.
ახლა მთავარი იყო დაგვენახა სიტყვის გაცხადების ფონზე, რომ რეალურად ვიღუპებით და მაშინ შანსიც მოგვეცემოდა გვერწმუნა მოვლენა, ‘40 დღის~ გასვლამდე ‘დაგვეგდო~ ბოროტების გზა, ამითვე გვეხსნა ერი, კაცობრიობა გარდუვალი დაღუპვისაგან.
      და ვფიქრობ, ვხედავთ, რომ მართლაც ვიღუპებით.
    ახლა დაგვრჩა, ‘40 დღის~ გასვლამდე, ანუ დარჩენილ თითზე ჩამოსათვლელ დღეებში თუ შევძლებთ ამ ეტაპისთვის ბოლო ნაბიჯის გადადგმას, რაც უკავშირდება ‘მეფის ტახტიდან ჩამოსვლას~, ახალი ‘ბრძანებების~ მოცემით ‘ბოროტების გზის დაგდებას~ და უფლის სიტყვით ახალი სისტემის ჩამოყალიბებას.
ნინეველთა მსგავსად რამდენად ვირწმუნეთ ღმერთის მოწვდილი ცნობა _ სიტყვა, ამ დღეებში გამოჩნდება. თუ არა, ნათქვამი მაინც ნუ დაგვავიწყდება: ‘40 დღეში ნინევე დაიღუპება~, რაც ‘ურჩ მევენახეთა~ ბედსაც ეხმიანება: ‘მაშინ მოვა ვენახის პატრონი, მევენახეებს დაგვხოცავს და ვენახს სხვას გადასცემს~.
ჯერ კი, ‘მეფის~ ნებით ‘ტახტიდან~ ჩამოსვლაზე ვიზრუნოთ...

დასკვნისთვის, და კვლავ თავიდან:
      _არავისთვის არაფრის დამტკიცებას არ ვაპირებ, _ მეორედ მოსვლაა!
მოსვლა მოხდა, და ხდება სულით, და სიტყვის სახით; მოვლენები მიმდინარეობს სულში-უხილავში და ფიზიკურში-ხილულში ცხადდება ნიშნების სახით, ანუ რაც ფიზიკურში ხდება, ყველაფერი უკავშირდება მეორედ მოსვლას.
   მეორედ მოსვლა სამყარო-ოთხყაროსეული, საკაცობრიო მნიშვნელობის სხვა მოვლენათაგან სრულიად განსხვავებული მოვლენაა და წყდება დედამიწაზე სიცოცხლის, ადამიანური არსებობის შემდგომი ყოფნა-არყოფნის ბედი.
    ანუ, და უფრო კონკრეტულად: მეორედ მოსვლა არ არის რელიგიური, ან მხოლოდ რელიგიური მოვლენა, მით უფრო–ერთი რომელიმე კონფესიის საკუთრება (მხოლოდ ქრისტიანობის თუ მართლმადიდებლობის!), იგი დროში განსაზღვრული სამყარო-ოთხყაროსეული კაცობრიული მნიშვნელობის ღვთაებრივი მოვლენაა და წყდება დედამიწაზე ადამიანური არსებობის ყოფნა-არყოფნა; ამ დროს არ-ყოფნა გადაწყვეტილია, ხოლო ყოფნა დამოკიდებულია ჩვენს-ადამიანთა საერთო მოქმედებაზე, ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებაზე, რაც უკავშირდება მონანიებით ‘ბოროტების გზის~ დაგდებას _ საერთო ცხოვრების წესის შეცვლას სულით მეორედ მოსული, მომავალი უფლის სიტყვის მოთხოვნების შესაბამისად.
   ეს არის ჩვენი ნინეველთა მსგავსად მოქმედების არსი! _ ‘ნინევე~, მსგავსებით, ადამიანია, ერია, კაცობრიობაა, და ყოველს ცალ-ცალკე და ყველას ერთად გვაქვს გასავლელი ეს გზა, გადარჩენა თუ გვსურს.
საქართველო და ქართველი ერი ამ მხრივ გამორჩეულია! და ამ საკითხზე ქვემოთ გვექნება საუბარი.
ერთადერთი სასწაულის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მოვლენას _ სულით მოწვდილ ცნობას _ სიტყვას ვირწმუნებთ, ‘ნინეველთა~ მსგავსად ვიმოქმედებთ და გადავრჩებით.



 

ნაწყვეტები გაზეთიდან "მეტი სინათლე" № 2 1996 წელი

ეს ყველამ უნდა იცოდეს, ყველამ უნდა გაიგოს!


   გთავაზობთ ბატონი აკაკი ჯორჯაძს მიერ ჩვენთვის გადმოცემულ წერილს – სიტყვას, რომელიც ჩვენის აზრითაც, დღეს ყველამ უნდა იცოდეს, ყველამ უნდა გაიგოს!.. ყოველივე, რასაც ახლა მოგახსენებთ, ეხება მეორედ მოსვლას...ყოველივე სიტყვა რაც ჩემი პირიდან მოედინება – მამის  მაღალი ღმერთისაა  – ჩემგან წარმოთქმული; და ამაში გამოიხატება – „სასძლო ადამიანის“ დანიშნულების ღვთაებრივი საიდუმლოს ჭეშმარიტი არსი...
  მეორედ მოსვლა ნიშნავს მამის მეორედ მოვლენილი ძის – ქრისტეს ჩვენთან, ადამიანებთან მოსვლას ამჯერად არა ხორციელად, არამედ სიტყვის სახით და მისი მიზანია ჩვენი ფიზიკური სხეულის გადარჩენა და არა დაღუპვა...
    მეორედ მოსვლა მოხდა აქ, საქართველოში, მართლმადიდებლური ცნობიერების ადამიანთან 1994 წლის 26 მარტს (რაც არის პირველი „აქტის“ დღეს, და ჩაისახა იგი ადამიანში ამავე წლის 9 აპრილს...
დაბადება – მეორედ მოვლენილი ძისა, მოხდა 1995 წლის 9 იანვარს, თბილისის დროით დღის 2 საათზე; და ეს უკვე გაცხადდა (განვაცხადე) საჯაროდ. ამ დროიდან იწყება მეორედ მოსვლის დრო – ზოგად საკაცობრიო მნიშვნელობით.
ახლა, დროა იცოდეთ:
–   ყოველივე რაც უკავშირდება მეორედ მოსვლას, წყდება სულში – გონით, ანუ: განმსაზღვრელია გონი, აღმსრულებელი სული, შედეგები კი მჟღავნდება სხეულში; და ამას ხედავს და იხილავს ადამიანი...
მეორედ მოსვლა ღვთაებრივი მოვლენაა და იგი, ადამიანის ნების მიუხედავად, თავისი რიგითა და წესით წარიმართება, მიმდინარეობს; და რაც დაწერილია, რასაც ჩემი პირით მოგახსენებთ, ყოველივე სრულდება და ასრულდება...
   ანუ, ქრისტე, რომელიც არის მამის გონში დაბადებული სიტყვა, უკვე მოგვევლინა ადამიანებს სულით („ღრუბლებზე მავალი“) და, ადამიანები ვირწმუნებთ თუ არ ვირწმუნებთ, დაწერილი და ნათქვამი მაინც სრულდება და ასრულდება; ანუ: ამით მეორედ მოსვლა არ შეწყდება, სხვა დროისთვის არ გადაიდება...
სარწმუნოდ, თუ როგორ გავიაზროთ – რა მოვლენასთან გვაქვს საქმე, რას უნდა ველოდეთ, ახსნას იძლევა ბიბლია, უშუალოდ სახარება – ოთხთავი, იოანეს გამოცხადების ჩათვლით. ამასთან, განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს იოანეს პირით გადმოცემული ყოველი სიტყვა, რამეთუ იგი უშუალოდ ეხება სიტყვას (რომელიც არის ღმერთი!) და იმ მეორედ მოსვლას, რასთანაც ახლა უშუალოდ გვიხდება შეხება, რა მოვლენაშიც უშუალოდ გვიწევს მონაწილეობის მიღება. ღმერთი ჩვენგან ითხოვს მხოლოდ „პატარა ხელის განძრევას“. ანუ ჭკუის მოხმობას, ჩვენგანვე დედამიწაზე სიცოცხლის ყოფნა–არყოფნის გადასაწყვეტად; და ეს დრო მან მკაცრად განგვისაზღვრა.
   ასეთ მნიშვნელობას იძენს დღეს ზოგად–ქრისტიანული მოძღვრების უმთავრესი სახელმძღვანელო, – ბიბლია, მასში ჩაწერილი ყოველი სიტყვა და ამ სიტყვებში განივთებულ საიდუმლოთა სწორი ამოკითხვა სწორედაც დღეს, ახლა, სასწრაფოდ, და არა ხვალ, განუსაზღვრელ სხვა რომელიმე დროს.
არის კი მათში განივთებული ისეთი რამ, რაც ადამიანებს სწორად ჯერ არ ამოუკითხავთ?..
– რა თქმა უნდა, არის; და არის არაერთი რამ...
    ამ საიდუმლოებათა სწორი ამოკითხვა, მათი სრული ახსნა ჯერ კვლავ მომავლის საქმეა, მაგრამ, აგერ, მოდის ქრისტე, მეორედ მოვლენილი მამის ძე – ღვთაებრივი ახალი სიტყვა და მოაქვს „გასაღები“ – „ღვთის კლიტე, რომელიც აღებს, და ვერავინ დახშავს, და და დახშავს, და ვერავინ აღებს“; ანუ მოაქვს „გასაღები“, რათა გააცოცხლოს და აღადგინოს ლაზარე, რომელიც ადამიანებისთვის ჯერ ისევ მკვდარია.
და რადგან დადგა დრო–ჟამი მეორედ მოსვლისა, – დადგა დრო–ჟამი ლაზარეს აღდგინებისა!..
რით ვირწმუნოთ, რომ ყოველივე არის ასე? მას ვრცელი ახსნა სჭირდება...
და არც ვრცელი ახსნა უშველის ბევრს, გონით ძალა თუ არ დაატანა და არ განდევნა საკუთარ სულში „ბოროტი სულით“ შეპყრობილი ეშმაკი, რომელიც ებრძვის კრავს და არ სურს მისი ძლიერების შეცნობა...
კიდევ რა გვიშლის ხელს?..
–    უამრავი რამ, მაგრამ მათში უმთავრესია დოგმატური აზროვნება – აბა სცადე და ხელი შეახე მას, რასაც თითქმის მთელი კაცობრიობა, იესო ქრისტეს პირველი მოვლინებიდან დღემდე, უამრავი სისხლისა და ოფლის გაღებით, დიდი სიფრთხილით იცავს და სათუთად ინახავს!.. ყოველივე იცის მამამ.
მაგრამ, რისთვის მოდის იგივე ქრისტე – მეორედ, თუკი მან ადამიანებთან ახალი არაფერი მოიტანა?.. ამჯერადაც არ ვცნოთ, სასიკვდილო განაჩენი გამოვუტანოთ და კვლავაც ჯვარზე გავაკრათ?!. ვიცით კი მისი მეორედ მოსვლის ჭეშმარიტი ღვთაებრივი არსი?!.
–   არა, ამჯერად აღარ მოდის იგი ჩვენი ცოდვების საკუთარ თავზე ასაღებად და ცოდვილი ადამიანის მამასთან შესარიგებლად; მეორედ მოსვლა უკავშირდება განკითხვას!.. და თუ როგორ უნდა გაიაზროს ადამიანმა ყოველივე, ამის ცოდნას გვაწვდის სწორედაც მეორედ მოვლენილი ძე – ქრისტე ღვთაებრივი ახალი სიტყვა, რაც საუბრის ცალკე, სხვა თემაა.
    აი, ეს უნდა გაითვალისწინოს ყოველმა – განურჩევლად... განსაკუთრებით, ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესიის ქომაგმა თუ მსახურმა, უწინარესად კი წმინდა სინოდმა – მღვდელმთავართა კრებამ, ვისგანაც მამა – მაღალი ღმერთი ამ დღეებში, სასწრაფოდ ელის „სათანადო“ გადაწყვეტილებას (ამ შემთხვევაში, უმოქმედობაც გადაწყვეტილებაა!..).
      და რადგან მათგან მოსაღებ გადაწყვეტილებამდე, რაც არის განაჩენი, თითქმის აღარაფერი დარჩა, ერმაც და ბერმაც უნდა გაიგოს უკვე ამ განაჩენის ჭეშმარიტი ღვთაებრივი მნიშვნელობა, თავისი შედეგებით.
და რადგან საოცრად მცირე დარჩა ეს დრო; და რადგან მათ ამ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული უკვე „გიორგის“ – საქართველოსა და ქართველი ერის შემდგომი მომავალი ბედი (ჯვარცმის გზით ვიაროთ თუ „გავბრწყინდეთ“!), ჩემი დღევანდელი საუბარი – ნათქვამი სიტყვა, გადაწყვეტილების მიღებამდე, გასააზრებლად ეკუთვნით მათ, და არა მარტო მათ. ამიტომ ყოველმა იქონიოს მოთმინება...
იცოდეთ:
       – თუ ვერწმუნებით მამას – მაღალი ღმერთის მიერ ჩემთვის მოწვდილ სიტყვას, იგი სიტყვა არის ღმერთი, მამის მეორედ მოვლენილი ძე – ქრისტე რომელიც დღეს ყოვლის კართან დგას და  აკაკუნებს...
რადგან მოსვლა ხდება სულით, რჩეულნი, ანუ „გონიერება“ შეიცნობენ მას სულით და ასე, „დანთებული ლამპრებით“ შეეგებებიან სიძეს, ხოლო „უგუნურებს“, რომლებსაც არ აღმოაჩნდებათ „ზეთი“, ეტყვის სიძე „კარის დახშვის“ – დროის გასვლის შემდეგ; „ჭეშმარიტად გეუბნებით არ გიცნობთ თქვენ!..
      რადგან მოსვლა ხდება სულით, და რადგა იგი – სიძე, ანუ ქრისტე მოვიდა „შუაღამისას“, შესაცნობად – ყოველივე სრულდება, და მომავალშიც ასრულდება. იესო ქრისტეს – ნაზარეველის მოვლინების მსგავსად!.. მსგავსება კი, არც ტოლობაა და რაც იგივეობადა, ვინაიდან არც დღე იცოდით და არც საათი, როდის მოვიდოდა ძე კაცისა (და არც შეიძლებოდა გცოდნოდათ, რადგან იგი იცის მხოლოდ მამამ!), იხელმძღვანელეთ ნიშნებით, და უწინარესად ნიშნებით, რომლებიც მსგავსებას ადასტურებენ და მომავალში დაადასტურებენ...
და რადგან მამის რჩეულთაგან – „გონიერთაგან“ მოითხოვება „სიფხიზლე“ – გონიერების მოხმობა დღეს, სასწრაფოდ, – ჩვენი ეკლესიის მღვდელმთავრებმა თუ ყურად არ იღეს ჩემი სიტყვა, ანუ „ვერ“ მიცნეს მათ კარზე მომდგარი სიძე, შედეგები მეტად მძიმე იქნება უწინარესად ჯერ მათთვის, შემდეგ „გიორგისთვის“ – საქართველოსა და ქართველი ერისთვის და ბოლოს კაცობრიობისთვის, რამეთუ მეორედ მოსვლა საკაცობრიო მნიშვნელობისაა!..
      ანუ: ახლა,, ამ დღეებში „აღდგომის უკანასკნელი დღის დადგომამდე“ წყდება ჩვენი მომავალი, დედამიწაზე ყოფნა–არყოფნის საკითხი!..
   და რადგან ამ საკითხის გადაწყვეტას მამა – მაღალი ღმერთი ჩვენ – ქართველებს გვავალებს, ავალებს ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას, მის მსახურთ... თავისი მრევლით, ანუ მთლიან „გიორგის“, ჩემი ნათქვამი ეს სიტყვები, რომლებიც მამისაა, ყურად უნდა იღოს ყოველმა – ერმაც და ბერმაც, რამეთუ მეორედ მოსვლა  ეხება (და შეეხება!) ყველას განურჩევლად!..
     ამიტომ, ყველას გასაგონად ვიმეორებ: „იფხიზლეთ“!... და იჩქარეთ, რამეთუ საოცრად მცირეა შეცნობისთვის დარჩენილი დრო; იგი იწურება „აღდგომისას, უკანასკნელ დღეს“, პლიუს 57 საათი!..
და რადგან, ასე მცირეა დრო ჩვენი– ადამიანთა მიძინებული გონის  „გამოსაფხიზლებლად“; და რადგან ასე მძიმეა ტვირთი ღვთისგან ჩვენს მხრებზე დადებული–საზიდად,–ვაუწყებ ყოველს და ყოვლის გასაგონად ვიმეორებ:
     –მე ვარ სასძლო– ადამიანი, ანუ ღვთის სიტყვის – მამის მეორედ მოვლენილი ძის – ქრისტეს „მშობელი“...
„გიორგი“–ანუ საქართველო და ქართველი ერი, თუ მან შეიცნო სიძე და“გაუღო კარი“, ანუ შეიცნო, და აღიარა ღვთაებრივი ახალი სიტყვა, – გახდება, და ღვთის ნებით არის სასძლო – ერი, ანუ მამის მეორედ მოვლენილი ძის – ქრისტეს („ღვთის“) „მშობელი“... და დაედგმება მაშინ თავზე „გვირგვინი“, ანუ გაბრწყინდება, ხოლო თუ ვერ იცნო, და არ გაუღო კარი სიძეს, –წარმატება ბოძებული გვირგვინი, რაც მისთვის იქნება სიკვდილის ტოლფასი...
     ანუ, რასაც ისმენთ ჩემგან, ყოველივეს გაუწყებთ მამა– მაღალი ღმერთი, და იგი არის ჭეშმარიტი...
და რადგან ეს არის ასე, – ჭეშმარიტად ყოველივე სრულდება და ასრულდება იესო ქრისტეს–ნაზარეველის მოვლინების მსგავსად. ამის სარწმუნოდ, მოცემული არის, და მომავალშიც მოგვეცემა ნიშნები...
და რადგან არ შევიცნობთ, ან ვერ (არ!)შევიცნობთ სიძეს, და ამით ჩვენში ან შემოვუშვებთ ღმერთს, ან მხეცის „წისქვილზე“ დავასხამთ წყალს, – აღმოვჩნდებით ჭეშმარიტი მსახურნი ან ღმერთის ან მხეცის.. ეს არის ჩვენთვის – ჩვენს წინაშე მდგარი „ან–ან“ –ის ღვთაებრივი მნიშვნელობის ჭეშმარიტი არსი, რაც ნიშნავს ან სიკვდილს, ან სიცოცხლის გახანგრძლივებას... (სარწმუნოდ, რომ მოსალოდნელია ასეთი საფრთხე, წავიკითხოთ ადგილი ბიბლიაში, რომელიც იწყება : „ვითარც ნოეს წინა დღეებში...“, და კიდევ ერთხელ გავიაზროთ, რა მოვლენაზე მიგვანიშნებს).
   და რადგან ეს არის ასე,– თავისი ფიზიკური არსებობის – დედამიწაზე სიცოცხლის ყოფნა– არყოფნის საკითხს წყვეტს თვით ადამიანი– ზოგადად, და კონკრეტულად– ყოველი ჩვენგანი. და ეს არის ჩვენთვის თავისუფალი არჩევანის ჭეშმარიტი ღვთაებრივი არსი...
  სწორედ ამ ჭეშმარიტებათა შესაცნობად და, სიცოცხლის გახანგრძლივების არჩევის შემთხვევაში – ცხოვრებაში სახელმძღვანელოდ მოდის (მოვიდა!) მამის მეორედ მოვლენილი ძე– ქრისტე, და ეს არის  ღვთაებრივი ახალი სიტყვა...
   ანუ ქრისტე, მოვლენილი მეორედ სიტყვის სახით, მოდის (მოვიდა!)დედამიწაზე სიცოცხლის არა მოსასპობად, არამედ გასახანგრძლივებლად!... ამიტომ, მეორედ მოსვლა გაიაზრება(უნდა გავიაზროთ), როგორც ერთხელ უკვე ჯვარცმული ქრისტეს არა ჯვარზე დატოვება, არამედ ჩამოხსნა, რათა კვლავ აღსდგეს!... ჯვარზე დატოვება,–  ჩვენი ფიზიკური სხეულის გარდუვალი  სიკვდილია („აპოკალიფსის მისტერია“),  ხოლო ჯვრიდან ჩამოხსნა არის ხსნა, შემდგომი „მარადიული“  სიცოცხლის გასახანგრძლივებლად („აღდგომის მისტერია“) „აღდგომისას, უკანასკნელ დღეს“!..
    ამაში მდგომარეობს მამის მეორედ მოვლენილი ძის– ქრისტეს– ღვთაებრივი ახალი სიტყვის აღიარება – არარღიარების ჭეშმარიტიღვთაებრივი არსი.
  ჩვენგან– ადამიანებისგენ სიძის შეცნობა, ანუ ახალი სიტყვის აღიარება და მისით ცხოვრებაში ხელმძღვანელობა – მამის– მაღალი ღმერთის სურვილია, ხოლო უარყოფა არის მამის „მოპაექრე“ ლუციფერის სურვილი; და ეს უნდა იცოდეს ყოველმა ღვთაებრივ ახალ სიტყვასთან „მიახლოვებისას“...
     დღეს სწორედ ასეთი რთული გამოცდის წინაშე დგას  ყოველი ადამიანი, დგას „გიორგი“– საქართველო და ქართველი ერი, მისი ერთი გამორჩეული ნაწილი – „რჩეული“, ქართული მართლამადიდებლური ეკლესიის მღვდელთმთავრების სახით. თქმა : არ მჯერა; ან: რა შემიძლია მე? ან: მე ხომ ისედაც დღედაღამ ღმერთზე ვლოცულობ? .. და ამდაგვარი, – არავის გვიშველის; ღმერთი დიდი ხნის წინ გვაფრთხილებდა ყოველს – იფხიზლეთო!..


ხოლო თუ ვინმე შეეცდება „ხმამაღლა”  ვინმეს წინაშე თავის მართლებას, ნუ დაგვავიწყდება, რომ მამისთვის დამამლული-დაფარული არაფერია!..
ამიტომ შენ - ადამიანო, ნუ იქნები ფარისეველი...
და რადგან ასე მცირეა დრო, იჩქარეთ „რჩეულნო”, რამეთუ მოახლოვდა აღდგომა, უკანასკნელი დღე...


                                                                                     
***


      რომ შევუმსუბუქოთ ტვირთი „რჩეულთ”, და რომ ვაგრძნობინოთ მათ ამ ტვირთის სიმძიმეც მამის - მაღალი ღმერთის ნებით, და რაც შესაცნობ-გადასაწყვეტიც აქვს „მთლიან გიორგის”, დროულად რომ შეიცნოს და გადაწყვიტოს, ქვემოთ მოგახსენებთ იმას, რითაც, გადაწყვეტილების მიღების წინ ) „აღდგომისას, უკანასკნელ დღეს”) ჩვენი ეკლესიის მამამთავრებმა უნდა იხელმძღვანელონ - მრავალგზის ნასწავლ-გააზრებულის კიდევ ერთხელ გასააზრებლად.
    ამ დღეებში მიღებული გადაწყვეტილება იქნება ნიშანი (ერთ-ერთი ძირითადი ნიშანია!), ამიერიდან რა გზით მოუწევს სიარული საქართველოს და ქართველ ერს; რა ელის მას - „გიორგის” - ჯვარცმა, ანუ ფიზიკური აღსასრული, თუ სიცოცხლის გახანგრძლივება (დაკრული ბორბლიდან ახსნა-გათავისუფლება) _ თავზე გვირგვინის დადგმით.
   დღეს, ჩემი ამ სიტყვების მოსმენის (წაკითხვის) ჟამს, ერთდროულად გავდივართ, როგორც ჯვარცმის, ასევე სიცოცხლის გახანგრძლივების მეტად რთული გზის „მონაკვეთის”, ანუ ყოველი, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ერთდროულად აღასრულებს ორ ღვთაებრივ მისიას - გადაწყვეტილების მიღებამდე.
    სწორედ ამ მიზეზით, მამის - მაღალი ღმერთის ნებით, ჩვენი ეკლესიის ის მღვდელმთავრები, რომლებმაც „აღდგომისას, უკანასკნელ დღეს” უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, ერთდროულად აღასრულებენ, როგორც მეორედ მოვლენილი ძის - ქრისტეს „დამბადებლების”, ასევე „ჯვარზე გამკვრელების” ღვთაებრივ მისიას. და რადგან ღვთაებრივი ახალი სიტყვის ცნობით, ძველი ანუ არსებული სიტყვის წყალობით სულიერ სამყაროში დედამიწაზე სიცოცხლის მოსპობა უკვე გადაწყვეტილია (და ახლა ჩვენს გადაწყვეტილებას ელის მამა, გაგვიხანგრძლივოს თუ არა სიცოცხლე!), უწინარესად, ისინი ჯერ აღასრულებენ „ჯვარზე გამკვრელების” მისიას და მსგავსების შესაბამისად, ჩვენც მათ უწინარესად „მწიგნობრებად და ფარისევებლად” მოვიხსენიებთ. შემდგომ ვის რა ეწოდოს, ეს მათივე ხელშია; რაც იცის მამამ, ესე იგი, ვიცი მეც...
    ამიტომ, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმთავარნო, ფრთხილად..! - „ვინც მიყვარს, მას ვამხილებ და ვწვრთნი. მაშ, ეშურნე და შეინანე”!
   უფრო გასაგები რომ იყოს, როგორც იტყვიან, სკამებთან ჭიდილის დრო დასრულდა!.. და დადაგა ჟამი მეორედ მოსვლისა - უკვე მოვიდა!.. და ამჟამად დღეს, მეორედ - სულით მოვლენილი ძე - ქრისტე თქვენს კართან დგას და აკაკუნებს!..
  - ვისაც ყური აქვს ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს”!..


                                                                                       
***
     და რადგან მეტად მძიმეა-მეთქი ტვირთი, გადაწყვეტილების მიმღებმა უნდა იცოდნენ - წინასწარ, რომ, მამის ცნობით, ისინი ჯერ აღასრულებენ მსგავსებით _„თანამედროვე” „მწიგნობრებისა და ფარისევლების” ღვთაებრივ მისიას. მაგრამ მათ აქვთ მამის ნებით დაკისრებული სხვა - „დამბადებლების” ღვთაებრივი მისიაც, რაც იცის მათმა ქვეცნობიერმა (ზოგის ცნობიერმაც) და დროულად არის იგი ამოსატანი ცნობიერში. ხოლო ეს რომ შეძლონ, საჭიროა წინასწარ ირწმუნონ (რასაც დაუდასტურებთ სული!), რომ:
     ა) მეორედ მოსვლის ჟამს ერთდრულად (ან თითქმის ერთდროულად) ხდება მეექვსე და მეშვიდე ბეჭდის ახსნა;
     ბ) ეკლესიებისადმი მიმართვა ერთდრულად ეკუთვნით, როგორც ადამიანს (ადამიანებს), ასევე ერს (ერებს) და კაცობრიობასაც - განვითარების საკაცობრიო საფეხურების შესაბამისად, რომელიც შვიდია!.. და ეკუთვნის იმ „ეკლესიასაც”, რომელსაც ღმერთი თავისი მეორედ მოვლენილი ძის - ქრისტეს შეცნობას, მიღებასა და აღიარებას ავალებს, რათა შემდგომ „მისით” მთელს მსოფლიოს უქადაგოს;
     გ) ამ ღვთაებრივი მისიის აღსრულებას, მამა - მაღალი ღმერთი ავალებს მართლმადიდებელი ცნობიერების „ეკლესიის” - ზოგადად, და კონკრეტულად, ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას, - თუ სურს; თუ არა - გვირგვინი წარეტაცება;
   თუ აზრთა „შეთანხმება” მოხდა, წინასწარ, და რომ „მთლიანი გიორგისთვისაც” გასაგები გახდეს, - რას ეუბნება სული ეკლესიებს, შეგახსენებთ ადგილს იოანეს გამოცხადებიდან:


                                                                             
თავი მესამე


7. ხოლო ფილადელფიის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს წმინდა, ჭეშმარიტი, ვისაც აქვს დავითის კლიტე. რომელიც აღებს, და ვერავინ დახშავს, და დახშავს და ვერავინ გააღებს:
8. ვიცი საქმენი შენნი: აჰა, მოგეცი შენს წინაშე გახსნილი კარი, და ვერავინ შეძლებს მის დახშვას. შენ მცირედი გაქვს ძალა, მაგრამ დაიმარხე ჩემი სიტყვა და არ უარყავ სახელი ჩემი.
9. აჰა, მე ვიქმ იმას, რომ სატანის საკრებულოდან, მათგან, რომლებიც ამბობენ, იუდეველნი ვართო, და არ კი არიან, არამედ ცრუობენ; აჰა, მე ვიქმ იმას, რომ მოვიდნენ და თაყვანი გცენ შენს ფერხთა წინაშე, და სცნონ, რომ მე შეგიყვარე შენ.
10. რაკიღა დაიმარხე სიტყვა ჩემი მოთმინებისა, მე დაგიცავ განსაცდელის ჟამს, რომელიც მოიწევა მთელს ქვეყანაზე მიწის მკვიდრთა გამოსაცდელად.
11. აჰა, მოვალ მალე. მტკიცედ იპყარ, რაცა გაქვს, რათა არავინ წარგტაცოს შენი გვირგვინი.
12. მძლეველს ვყოფ ბურჯად მამის ჩემის ტაძარში, და აღარასოდეს გავა გარეთ, და დავაწერ მას სახელს ჩემი ღმერთისას და სახელს ჩემი ღმერთის ქალაქის - ახალი იერუსალიმისას, რომელიც ზეცით ჩამოდის ჩემი ღმერთისგან, და ჩემს ახალ სახელს.
13. ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს.
14. ხოლო ლაოდიკეის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს ამინი, მოწმე სარწმუნო და ჭეშმარიტი, დასაბამი ღმერთის ქმნილებისა:
15. ვიცი საქმენი შენნი; არც ცივი ხარ და არც ცხელი; ოჰ, ნეტავ ცივი მაინც იყო, ან ცხელი.
16. მაგრამ რაკი ასეთი ნელ-თბილი ხარ, არც ცივი ხარ და არც ცხელი ამიტომ გადმოგაფურთხებ ჩემს ბაგეთაგან.
17. რადგან ამბობ: მდიდარი ვარ, გავმდიდრდი და აღარაფერი მჭირდებაო, და არ კი იცი, რომ უბადრუკი ხარ და საწყალობელი, გლახაკი, ბრმა და შიშველი.
18. გირჩევ იყიდო ჩემგან ოქრო, ცეცხლით გაწმენდილი, რათა გამდიდრდე, და სპეტაკი სამოსი, რათა შეიმოსო და აღარ გამოჩნდეს შენი სიშიშვლის სირცხვილი, და საოლავი იცხო თვალზე, რათა იხილო.
19. ვინც მიყვარს, მას ვამხილებ და ვრწვთნი. მაშ, ეშურნე და შეინანე.
20. აჰა, კართან ვდგავარ და ვაკაკუნებ. თუ ვინმე გაიგებს ჩემს ხმას და კარს გამიღებს, შევალ მისას და მასთან ვჭამ პურს, ხოლო ის - ჩემთან.
21. მძლეველს ჩემს გვერდით დავისვამ ტახტზე, როგორც თავად ვძლიე და მამის ჩემის გვერდით დავჯექი მის ტახტზე.
22. ვისაც ყური აქვს ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს”
(ბიბლია, საქართველოს საპატრიარქო, თბილისის, 1989წ.).
   იოანეს გამოცხადებიდან მოყვანილი ამ ნაწილის ყოველი სიტყვა, დღეიდან უკვე გვეკუთვნის ჩვენ: - „გიორგის” ზოგადად და, კონკრეტულად - ყოველს, რომლებიც მას ვკითხულობთ თუნდაც ახლა...
მაგრამ იგი განსაკუთრებით ეკუთვნის ჩვენს მართლმადიდბლურ ეკლესიას, მის მღვდელმთავრებს, რომლებმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღონ სასწრაფოდ, ამ დღეებში - „აღდგომისას, უკანასკნელ დღეს”...
მე მზად ვარ ავხსნა ყოველ ამ სიტყვებში ჩადებული ღვთაებრივი აზრის ჭეშმარიტი მნიშვნელობა (და მაქვს ეს დაწერილ-ახსნილი), მაგრამ დროის სიმცირის გამო, გაუწყებთ მთავარს:
    - რიგითობის მიხედვით „ფილადელფიის ეკლესია” არის მეექვსე საფეხური...), ხოლო „ლაოდიკეის ეკლესია” არის (მეშვიდე საფეხური)...
   და რადგან მეორედ მოსვლის ჟამს ერთდროულად (ან თითქმის ერთდროულად) ხდება ორივე მეექვსე და მეშვიდე ბეჭდის ახსნა, „დროის მიხედვით” მათი ცალ-ცალკე განხილვა არ შეიძლება; ანუ ყოველი ეს სიტყვა ნათქვამია ჩვენთვის, დღევანდელი ადამიანისათვის...
   - აქ ნახსენები „სული”, ოქრო, ცეცხლით გაწმენდილი”, „წმინდა, ჭეშმარიტი, ვისაც აქვს დავითის კლიტე”, „ამინი, მოწმე სარწმუნო და ჭეშამრიტი, დასაბამი ღმრთის ქმნილებისა”, - არის ქრისტე, ამჯერად სულით მეორედ მოვლენილი მამის ძე, და იგი არის ღვთაებრივი ახალი სიტყვა...
ანუ: ქრისტე, არის მამის გონში დაბადებული სიტყვა, და იგი არის ღმერთი, რომელიც მამასთან ერთად იყო, არის და იქნება; და რომელიც ამჯერად მეორედ ადამიანებს გამოგვეცხადა არა სხეულებრივად, არამედ სულით - სიტყვის სახით...
  - აქ ნახსენები „დავითის კლიტე” არის ლაზარე, რომელიც „აღებს”, და მართლაც გააღებს ბიბლიაში განივთებულ ყველა ღვთაებრივ საიდუმლოს; და სწორედ მისი აღდგენა მოხდება „აღდგომისას, უკანასკნელ დღეს”...
   - აქ ნახსენები სიტყვა: „ნელ-თბილი” ჩვენ - ყოველს, უწინარესად ეხებათ ჩვენი ეკლესიის მღვდელმთავრებს, რომლებმაც ამ დღეებში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება: გაუღონ თუ არა კარი, მათ კარზე მიმდგარ ქრისტეს...
ანუ: რა უნდა გააკეთოს ყოველმა, უწინარესად ჩვენმა მღვდელმთავრებმა, - გვირჩევს ქრისტე, და ეს მისი პირით ნათქვამისა, დამატებით გაუწყებთ მეც; ხოლო როგორ შევისმენთ, - გამოჩნდება „აღდგომისას უკანასკნელ დღეს”...
     და ეს „უკანასკნელი დღეც” კარს არის მომდგარი!..
და ბოლოს:
   - ვიდრე გვერდით გადავდებდეთ წაკითხულს, კიდევ ერთხელ წავიკითხოთ თავიდან, და კიდევ თავიდან, რათა არაფერი გამოგვრჩეს, აღარაფერი გამორჩეს ჩვენს „მიძინებულ” გონებას; მერე ვიფიქროთ, ვინ ვართ და რანი ვართ, რას გვავალებს ღმერთი და მხოლოდ ამის შემდეგ განვსაჯოთ ნათქვამი, დაწერილი; და ნუ დაგვავიწყდება, რომ ჭეშმარიტად არსებობს „გვირგვინის წარტაცვის” საფრთხე, სიცოცხლის, არსებობის დაკარგვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ...
   ასეა თუ ისე, არჩევანი თავისუფალია, მაგრამ შევიგრძნოთ ჩვენი არჩევანის ჭეშმარიტი ფასი; და რაც მთავარია, შევიგრძნოთ დროის ეს სიმცირე... - მამა - მაღალი ღმერთი დამატებით ერთ წუთსაც არ გვაძლევს!..
ამიტომ შეგახსენებთ: გადაწყვეტილების მისაღებად, ჩვენი მღვდელმთავრებისთვის მამის მიერ გამოყოფილი დრო მთავრდება  „აღდგომისას უკანასკნელ დღეს”; ანუ ... ამა წლის 14 აპრილს, პლიუს 57 საათი.
მთავარია არ შევდრკეთ, - ღმერთი ჩვენთან არის...
     და კიდევ ერთხელ: - იჩქარეთ!.. ოღონდ, ნუ აჩქარდებით.

აკაკი ჯორჯაძე
      დამოუკიდებელი გაზეთი #2 აპრილი 1996 წ.

bottom of page