
განვლილი გზა
1995 წლის 9 იანვარს , თბილისის დროით 2 სათზე , ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ბ-ნი აკაკი ჯორჯაძე საზოგადოების წინაშე წარსდგა სრულიად ახალი „ამპლუით“ , „ბიბლიური სასძლოს“ სახელით და ქრისტიანული სამყაროსთვის თითქოს მოსალოდნელი, მაგრამ მაინც სენსაციური განცხადებით,რომ სამყაროდან , კოსმოსიდან, მაღალი ღმერთისაგან ქართულ ენაზე მოგვეწოდა ღვთაებრივი ახალი სიტყვა, რომელიც ერთნაირად ეკუთვნის დედამიწაზე მცხოვრებ ყოველ ადამიანს, ყოველ ერს, მთელ კაცობრიობას და ამით დაიწყო კიდეც მეორედ მოსვლა: ჩვენი წელთაღრიცხვის 1995 წლის 9 იანვარს, თბილისის დროით დღის 2 საათზე დასრულდა იესო ქრისტეს დაბადებიდან საკაცობრიო განვითარების ძველი და დაიწყო ახალი ერა; ანუ დასრულდა საკაცობრიო განვითარების კიდევ ერთი-მეხუთე და დაიწყო შემდეგი მეექვსე საფეხური; სხვანაირად კაცობრიობა მკერდის ჩაკრიდან გადავიდა ყელის ჩაკრაზე, რასაც მაღალი ღმერტის სახელით მოგილოცავთ თქვენ. მივულოცავ დედამიწაზე მცხოვრებ ყოველ ადამიანს, ყველა ერს, , მთელ კაცობრიობას;“- ნათქვამი იყო განცხადებაში (იხ. გაზთი „მეტი სინათლე“ №2, აპრილი 1996-2002 წელი)
1996 წლიდან „ახალი სიტყვის (უფლის სიტყვის) ერში გატანა-გავრცელების მიზნით , ბ-ნი აკაკი აყალიბებს საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ღვთაებრივ მოძრაობას- „ახალი სიტყვა“, რომლის საქმიანობის ამსახველ მასალებს საზოგადოებას პერიოდულად აწვდიდა გაზ: „მეტი სინათლე“ ეს მოძრაობა ჩამოყალიბდა ორგანიზაციულად ეროვნულ ფორუმზე, რომელიც ჩატარდა 1998 წლის 20 ივნისს გპი-ის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში.ფორუმზე არჩეული იქნა ხელმძღვანელი ბირთვი: მთავარი რჩეული -ჯემალ ჯიქია, მთავარი რჩეულის მოადგილე-თამაზ ჯორჯანელი, პასუხისმგებელი მდივანი -ოლღა (ლია) ლაბაძე .
გადაწყდა პირველ რიგში ფორუმები ჩატარებულიყო საქართველოს 7 სულიერ ცენტრში: გურჯაანში, საგარეჯოში, თბილისის რაიონებში, გორში, ხარაგაულში, ხონში, ზუგდიდში. ფორუმები ჩატარდა:
გურჯაანში 28/X-98
საგარეჯო 20/XI-98
გორში 5/XII-98
ხონში 18/XII-98
ხარაგაულში 23/XII-98
საჩხერეში 25/XII-98
ზუგდიდში 27/XII-98
მცხეთაში 8/I-99
დედოფლისწყაროში 29/ IV-99
ქუთაისში 6/VI-99
თეთრიწყაროში 28/V-99
სიღნაღში 20/VI-99
1999 წლის 26/Ī საქართველოს ეროვნულ სახელმწიფოებრივი ღვთაებრივ მოძრაობასთან „ახალი სიტყვა“ შეიქმნა ეროვნული საბჭო, რომლის მთავარ რჩეულად დამტკიცდა მწერალი აკაკი გასვიანი, რომელიც მოკლე ხანში შეცვალა ვასილ თეთრაძემ, ეროვნული საბჭოს მიზანი იყო გონის მატარებელი , წარმოჩინებული ადამიანების გაერთიანება, რომელიც ხელს შეუწყობდა ერს და ქვეყნის ახალი ყოფითი ცხოვრების დამკვიდრებაში პირველი ნაბიჯის გადადგმას.
1999 წლის 4 აპრილს იქმნება პ.გ. „ მძლეველი“, რადგან ახალი სიტყვის მოთხოვნათა აღსრულება (მართვის არსებული სისტემის და ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა, ახალი სისტემის (პირობითად-ღვთაებრივის) დამკვიდრება).
მხოლოდ პოლიტიკური გზით იყო (და არის) შესაძლებელი.
პ.გ. მძლეველი 5-ჯერ იღებდა მონაწილეობას საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში; პირველად 1999 წელს, პოლიტიკურ ბლოკთან, „მძლეველი საქართველო-ღვთის ტაძარი,“ ერთად.
2000 წელს „ მძლეველი ‘’ მონაწილეობდა საპრეზიდენტო არჩევნებში. მისი კანდიდატი გახლდათ „ მძლეველის’’ ტაძრის საკრებულოს წევრი ავთანდილ ჯოგლიძე.
ამავე წელს ,,მძლეველი“ იწყებს ხელმოწერების შეგროვებას ქვეყანაში სისყემისა და პრეზიდენტის მშვიდობიანი გზით შესაცვლელად.
პ.გ. ,,მძლეველი“-ს წევრებმა შეაგროვეს 1750000 ათასი ხელმოწერა, რის საფუძველზე ჩატარდა 2001 წლის სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობა.
2002 წლის 15 აპრილს „მძლეველი ‘’ ატარებს სრულიად საქართველოს ეროვნულ ყრილობას, რომელიც ახდენს ,,მძლეველის’’ მიერ შეგროვებული 1 750000 ათასი ხელმოწერის ლეგიტიმაციას, დიქტატორად აცხადებს პრეზიდენტს, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარეს, ნინო ბურჯანაძეს, დიქტატორის დამკანონებელად.
ყრილობის დადგენილების ასლები დაეგზავნა ყველა ორგანიზაციას თუ დაწესებულებას, საქართველოში არსებულ საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოებს.
2002 წლის 26 აგვისტოს ,,მძლეველმა“ მოწოდებით მიმართა საქართველოს მოსახლეობას მოსულიყო პარლამენტის შენობის წინ საყოველთაო აქციაზე, ხელმოწერებით გამოხატულ და ეროვნული ყრილობის ძალით ლეგიტიმირებული ნების აღსასრულებლად, მაგრამ, სამწუხაროდ, ხალხი საჭირო რაოდენობით არ გამოცხადდა.
2003 წლის 2 აპრილს ,,მძლეველმა“ კიდევ ერთხელ სცადა საყოველთაო აქციის ორგანიზება „დიქტატორი პრეზიდენტისა“ და მართვის პოლიტიკური სისტემის შესაცვლელად. აქციაზე მოსული ხალხი განსაკუთრებული სისასტიკით იყო დარბეული. (გამოყენებული იქნა რეზინის ტყვიები და ხელკეტები, ასევე ელექტრო შოკი), რის შემდეგაც, ბ-ნი აკაკის გადაწყვეტილებიტ, სულით მოწვდილი, უფლის ჯერ უთქმელი გამოუქვეყნებელი სიტყვა დაიწვა.
.ამის შემდგომ აკაკი ჯორჯაძის ინიციატივით ,,მძლეველი“ იღებს გადაწყვეტილებას 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების თაობაზე.
პ.გ. ,, მძლეველი“ მონაწილეობს აგრეთვე 2004 წლის 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კანდიდატი ამჟამად პ.გ. ,,მძლეველის“ წევრი ზურაბ ქელეხსაშვილია, რომელმაც არჩევნების წინ მოხსნა თავის კანდიდატურა და განაცხადა, რომ პრეზიდენტი არჩევნებამდე არჩეულია, და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზანი, მხოლოდ საეთერო დროის გამოყენებაა, რადგან ყველა საინფორმაციო საშუალება პ.გ. ,,მძლეველის“ , ბ-ნი აკაკი ჯორჯაძისა თუ მის მიერ გაცხადებული ,,სიტყვისათვის“ დახურული იყო, სულით და სიტყვით ქრისტეს მეორედ მოსვლის მოვლენას ტაბუ ქონდა დადებული (რაც დღემდე გრძელდება).
,,მძლეველი“ მონაწილეობდა 2004 წლის 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებშიც, რომელიც ჩატარდა 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების გაყალბების გამო მეორედ ჩატარდა.
2004 წლის ივნისში აკაკი ჯორჯაძე ქართველ საზოგადოებას ,,საქართველოს ხსნის ეროვნული ფრონტის“ შექმნას სთავაზობს.
2004 წლის ივნისში ტარდება ,,ეროვნული ფრონტის“ დამფუძნებელი კრება. შეიქმნა საორგანიზაციო კომიტეტი, რომელსაც დაევალა ხელმოწერების შეგროვება სისტემისა და პრეზიდენტის შეცვლის მოთხოვნით, ხოლო ხელმოწერების საფუძველზე ეროვნული ყრილობის მომზადება -ჩატარება.
ხელმოწერები შეგროვდა (1 600 000) , ყრილობა ჩატარდა , მაგრამ სისტემისა და ხელისუფლების შეცვლის საკითხი ვერ გადაწყდა. 2007 წლის 26 მარტს პ.გ. ,,,მძლეველისა“ და „ეროვნული ფრონტის“ დაძახილზე , ქართველობა საყოველთაო აქციაზე საჭირო რაოდენობით კვლავ არ მოვიდა.
ამის შემდეგ „ეროვნული ფრონტის“ საორგანიზაციო კომიტეტი, ფაქტიურად არაქმედითუნარიანი გახდა და დაიშალა.
2009 წლის 6 ივლისს ხელახლა ჩატარდა ,,ეროვნული ფრონტის“ დამფუძნებელი ყრილობა , არჩეულ იქნა ახალი შემადგენლობა ( იხ. გაზ „ძველი-ახალი სიტყვა #42,43,44, 2009 წ).
,,ეროვნულ ფრონტს“ 2010 წლის 9 ნაპრილამდე უნდა უზრუნველყო ხელმოწერების შეგროვება და სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობის მომზადება, მაგრამ ეს საკითხი მან ვერ გადაწყვიტა.
2010 წლის 9 აპრილს ბ-მა აკაკი ჯორჯაძემ განაცხადა, რომ წყვეტს 16 წლიან მოღვაწეობას -მოსული სიტყვის (ცოდნის ცნობიერების) ერისთვის გადაცემას (ის, გაზ, ძველი-ახალი სიტყვა # 53, 07, 06. 2010წ).
ამის მიუხედავად გადაწყდა, რომ ,,ეროვნული ფრონტის ‘’ საქმიანობა გაგრძელებულიყო 2010 წლის 30 სექტემბრამდე.
2011 წლის 6 ნოემბერს ჩატარდა საზოგადოებრივ პოლიტიკური გაერთიანება ,,სრულიად საქართველოს ხსნის ეროვნული ფრონტის ‘’ რიგგარეშე საგანგებო ყრილობა. ყრილობამ, ფაქტიურად , ვერ შეძლო ამ საკითხების გადაწყვეტა, რომელთა გადასაწყვეტადაც იგი იქნა მოწვეული, ამის შემდეგ ბ-ნი აკაკი აქვეყნებს სტატიას ,,ჩემი ბოლო სათქმელი’’ (იხ. ,,ძველი-ახალი სიტყვა #8, 9, 10, (143)).
სტატიის ბოლო ფრაზა იყო; არ გვინდა გადარჩენა, გავაუქმოთ ჩვენი ,,ეროვნული ფრონტი“ ?!- კი ბატონო...“ ( აკაკი ჯორჯაძე 27,01,2012წ).
2012 წლის 9 ივლისს პ.გ. მძლეველი ახალი სიტყვა (ყოფ. ,,მძლეველი“) ატარებს დარბაზის სხდომას და იღებს გადაწყვეტილებას, რომ გააგრძელოს საქმიანობა და კვლავ სცადოს ერისა და ქვეყნის გადარჩენის ერთიან ,,ფრონტად“ შეკრას ქართველი საზოგადოება: ინტელიგენცია, სასულიერო წარმომადგენლობა, პოლიტიკური სპექტრი თუ რიგითი ადამიანები.
დარბაზმა ასევე განიხილა პ.გ-ის გარკვეული რეორგანიზაციული საკითხები, დაამტკიცა პ.გ. ,,ახალი სიტყვის“ პოლიტიკური საბჭო 12 კაცის შემადგენლობით და თხოვნით მიმართა ბ-ნ აკაკი ჯორჯაძეს, რომ იყოს აღნიშნული გაერთიანების საპატიო თავმჯდომარე, რაზეც მან თანხმობა განაცხადა, გადაწყდა, რომ ,,ახალი სიტყვა“ საგამოცდო ვადით, 2013 წლის 9 იანვრამდე , იმოქმედებდა.
2013 წლის 9 იანვარს გაიმართა პ.გ. ,,ახალი სიტყვის“ საერთო რესპუბლიკური შეკრება.
კრებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გააგრძელოს მუშაობა მიზნის მიღწევამდე.