top of page

                    გაზეთი "ძველი-ახალი სიტყვა" 7 16.10.2007 წ.


  - ბატონო აკაკი, საკმაოდ ბევრი კითხვა დაგვიგროვდა, თქვენგან რომ ითხოვს განმარტებას. მაგრამ, საწყისისთვის, საქართველოში დღეს დატრიალებულ ამბებს თუ გავითვალისწინებთ, ძალიან მარტივად და ძალიან მოკლედ: რა ხდება ჩვენს თავს?

   `მოკლედ~, მე უკვე ვთქვი, განვაცხადე: კარგი არაფერი ხდება. დაიწყო უსახურ მასად, ნახირად წარმოდგენილი ქართული მოსახლეობის გაბითურების რიგითი პროცესი. ანკესი გადმოგდებულია და, კვლავ თუ წამოვეგეთ, იგი ბოლო აღმოჩნდება ჩვენი - ქართველი ერის ცხოვრებაში (წაიკითხეთ ჩვენი გაზეთის წინა ნომერი).

    - რატომ აღმოჩნდება ბოლო?

   - როგორც ხედავთ, ქართველ ერს კვლავ ვახსენებ; მაგრამ, თუ რეალურად შევხედავთ ჩვენს თავს, ერის მხოლოდ ნარჩენ-ნამსხვრევებთან გვაქვს საქმე და, ესეც სანთლით საძებარია; ანუ, ეს `ნარჩენებიც~ სულს ვღაფავთ.
   მეტად კრიტიკულ ზღვართან ვდგავართ: თითქოს ვართ, და არც ვართ, - დაიკარგა ხალხში, ადამიანში სახელმწიფოებრივი აზროვნება, ქრება ჭეშმარიტად ქართული ეროვნული ცნობიერება; ვეჭიდებით რაღაც ხავსს და ვერ ვხვდებით, რომ ამ ხავსსაც ჩვენი მოსისხლე მტერი _ მსოფლიო ურჩხული გვაწვდის.
მე ვამბობ: მოვლენაა, აპოკალიფსური ჟამია; ანუ, შემთხვევით არაფერი ხდება, _ წყდება ჩვენი მომავალი ყოფნა-არყოფნა.
    მძლავრმა ტექნიკურმა პროგრესმა სწრაფად დააბერა დედამიწა. ადამიანი სიკვდილის სწრაფ მოახლოებას გრძნობს და სიცოცხლეს ეხარბება, ყოველგვარ ხავსს ეჭიდება არსებობის კიდევ ერთი დღის გასახანგრძლივებლად; ამ დროს სარგებლობს მხეციც...
    გვინდა, თუ არ გვინდა, ჩვენ `ურჩი მევენახეები~ ვართ, რომლებმაც არასწორი არჩევანი გავაკეთეთ.
გვინდა, თუ არ გვინდა, `ქართველი კაცი~ დაიკარგა; შეგრძნებაა ისეთი, თითქოს სრული სიბრმავის და სიყრუის პირობებში ვიმყოფებით, მართლაც ერთი დღის ცხოვრებით ვცხოვრობთ, თან რაღაც გაუგებარი თვითდაჯერებულობის ამბიცია გვახრჩობს.
  ამიტომ, კიდევ ერთი გაბითურება ჩვენი და, მორჩა! _ აღარ აღიძვრება ფიზიკურად დარჩენილ ტვინშეცვლილ და სულგამოცლილ ქართველში, მშობელი ქვეყნის დამპყრობელი ახალი პატრონ-მფლობელისადმი წინააღმდეგობის გრძნობა, ეროვნული თვითმყოფადობისათვის ბრძოლის მოთხოვნილება. ყველაფერი იქნება ბუტაფორია, შიგნეულ-გამოცლილი და ისიც გაქრობისთვის განწირული.
   ასეთია გზა, რომელზეც დაგვაყენეს (და ჩვენც გაგვიხარდა, ასე გვეშველებაო), გაბითურ-გაბითურებით რომლითაც მივემართებით (და არ გვინდა ვაღიაროთ, რომ შევცდით!), საითაც მივემართებით - მიგვაქანებენ!..
     ეს არის მსოფლიო მხეცის მიერ შემოთავაზებული გზა.
მარტივად, ფასადების შეცვლა-შეღებვით, შინაარსი არ იცვლება, და არც შეიცვლება, _ გართობა-თამაშს კი, მსოფლიო მხეცის დაქირავებული (და მისგან შეცდენილი) პოლიტიკოსები არ მოგვაკლებენ!

    - მაგრამ, ბატონო აკაკი, თქვენივე თქმით, ხომ გვაქვს გადარჩენის კიდევ რაღაც შანსი?

    - გვაქვს, მაგრამ... ერისა და ქვეყნის გადარჩენა თუ გვსურს, დღესვე სასწრაფოდ უნდა გავიგოთ, შევიგნოთ, რომ საქართველო აღარ არის ჩვენი!.. ვართ გაყიდულები და ახალ `პატრონს~ - თალმუდისტ ებრაელ მასონებს (ჯერ ჩრდილში რომ დგანან), საქართველო, როგორც სულიერი იერუსალემი, სჭირდებათ უქართველებოდ!.. _ ეს არის მთავარი და უმთავრესი, რითაც უნდა დავიწყოთ გააზრება, გამოსავალი გზის ძებნისას.
    თუ ეს მთავარი არ ვიცით, ყოველთვის შევცდებით, სწორ გზას ვერ ვიპოვით;
და რადგან ეს არ ვიცით, არც გვსურს გავიგოთ, გარედან თუ გვერდიდან `ვიღაც~ სიყვარულს გვეფიცება და ვერ ვხვდებით, რომ გვატყუებენ!..
თალმუდისტ ებრაელებს მცნებებში უწერიათ:
  `თავი მოუდრიკე გოებს~; `უფრო უკეთ რომ მოატყუო გოი, ებრაელს შეუძლია ინახულოს მისი ავადმყოფები, დაასაფლაოს მათი მიცვალებულები, დაეხმაროს მათ გაჭირვებულებს~... `მლიქვნელობა დასაშვებია იმ გაგებით, რომ ებრაელი გოი-უწმინდურთან ჩანდეს თავაზიანი; დაე მიაგოს მას პატივი და უთხრას:`მე თქვენ მიყვარხართ~. ეს დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ ებრაელს სჭირდება გოი-უწმინდური~!.. მერე კი, `თუ ებრაელები მთელი კვირა, მარჯვნივ და მარცხნივ, ატყუებენ ქრისტიანებს, მაშინ შეიკრიბონ შაბათს ერთად და შეაქონ თავიანთი მოხერხებულება, და თქვან: `გოებს უნდა ამოგლიჯო გული და მოკლა საუკეთესო ქრისტიანი~!..
    მოკლედ, რამდენიც არ უნდა გვეფიცონ სიყვარულში, დაგვეხმარონ ფულით, დაგვიფინანსონ `ქართული პროექტები~, გადაგვიხადონ შვილის ქორწილი (ოღონდ - `ელიტას~, რომ მერე მაქებრები ყავდეთ!), თუ დაგვისაფლავონ მიცვალებულები, ახალი `პატრონი~ თალმუდისტი სიონისტი ებრაელი მასონები, არ მოდიან ჩვენი კეთილდღეობის და ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად, ჩვენი - ქართველი ერის კარგად ცხოვრებისთვის, როგორც ეს ზოგიერთ გაბრიყვებულ ქართველს გვგონია.
    თუ არა, გავიხედოთ ირგვლივ რა ხდება, - ეს მათი ოინებია, მათ მიერ შედგენილი გეგმებით ნამოქმედარის შედეგია; ეს ხელისუფლებაც, რომელიც ამ `სასიკეთო რეფორმებს~ გვიტარებს, მათი შერჩეულ-გამოზრდილია, მათი დასმულია _ ჩვენი გაბრიყვებით!
     ახლა ბოლო გაბრიყვება იქნება, _ ნიშანი მოგვეცა, ცუდი ნიშანი: გამოჩენას აპირებენ...
    ბატონ თალმუდისტებს ჩაუთვლიათ, რომ: ქართველები, როგორც ერი, აღარ ვარსებობთ (!), მტერ-მოყვარის შეცნობის უნარი უკვე დაკარგული გვაქვს, თან - დავიღალეთ, გადავიქანცეთ ამ გაუთავებელ ქაოსში, და როგორც გეგმებში უწერიათ, უკვე ვართ მზად ვიყვიროთ: მოგვაშორეთ ეს მთავრობა და მოვიდნენ ჩვენი მხსნელი ძმა მდიდარი ებრაელები! _ ჩვენ მაინც ვერ ვრიგდებით, არ აღმოგვაჩნდა ქვეყნის მართვის თავი და, უმჯობესია მათ გვმართონ!..
    თუ შევხედავთ, ვართ კიდეც მისული ამ კონდენციამდე; _ ქართულ გვარებს შეფარულ სხვა ჯიშის ხალხს თუ ვიტანთ, რა უჭირს ახლა თავზე თალმუდისტი ებრაელი თუ დაგვაჯდება, რომელსაც ფულიც აქვს, სიყვარულსაც გვეფიცება?..

    - ბატონო აკაკი, `ობივატელს~ არ ესმის თქვენი ენა, თქვენი ლაპარაკი. ხალხმა რა ქნას, დაბნეულია, თან შეშინებულია...

     - ვისაც გაგება არ უნდა, არ გაიგებს, - ვიღაც საწინააღმდეგოსაც დაამტკიცებს.
მე თუ არ ვჩერდები, ჩათვალეთ, რომ მოვალეობას ვიხდი.
ამ ხალხს ჩემი ლაპარაკი არ გესმით!.. ამჯერად მხედველობაში მყავს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ამ ახლად დადგმულ სპექტაკლ-თამაშს აჰყვა, აჰყვება და უკვე საბოლოოდ უნდა გაუბედურდეს თვითონ, გაგვაუბედურონ დანარჩენიც.
    რატომ ვფიქრობთ ასე? - ვერ გაიგო ამ ხალხმა, ვერ დაგარწმუნეთ რა ვერაგობასთან გვაქვს საქმე, რა საერთაშორისო შეთქმულება არსებობს, რაზე მიდის მსოფლიოში ბრძოლა, და ამ დროს, საქართველოში რატომ ტრიალებს ეს ვაი-უბედურება. _ მოვლენაა! ფარული მსოფლიო მმართველობა გამოჩენას იწყებს, დედამიწაზე ანტიქრისტეს დასასმელად!
სათანადო ბადე გაბმულია!..
    ამ დროს, ამ ცნობიერებით, ქართველი კაცი ბუზს ჰგავს, მამალ ბუზს, დიდ ობობას ქსელში რომ არის გაბმული, ფართხალებს, მაგრამ თავს ვერ ითავისუფლებს; ეძებს გამოსავლის გზებს, მაგრამ, რამდენადაც ტოკდება, იმდენად ქსელის გამბმელს იწვევს, რომელმაც უნდა გამოწოვოს, ბოლომდე გამოფიტოს და მოკლას.
     ჩვენ კი ვამბობთ, გინდა თუ არა, დასავლეთი გვიშველისო... ყველა რომ გაწყდეს, ჩვენ არაფერი მოგვივაო, და ა.შ.
ახლა არ ვიცი, ასეთი `მამალი ბუზი~ უნდა შეგეცოდოს, თუ უთხრა: ახია შენზე!..
მე მაინც გავიმეორებ:
   _ ბადე, ერთგვარად უხილავი, საკმაოდ დიდი და მტკიცე, გაბმულია! _ ვერაგმა `ობობამ~ უნდა გამოგვწოვოს, გამოგვფიტოს, მოგვკლას: ხელისუფლებაც, მისი ვითომ ოპოზიციაც, ქრისტიანული მღვდელ-მთავრობაც (ისინი ერთ `ეკლესიას~ ქმნიან, რომლის `მშენებლობა~ 1920-30 წლებიდან დაიწყეს!), ინტელიგენციაც, თავისთავად - `ობივატელიც~ და ყველა დანარჩენიც!
მაგრამ მასში - `ბადეში~ თუ ყველა ვართ გაბმული, `გათავისუფლებისთვის~ რას ვაკეთებთ?
ვაკეთებთ იმას, რომ ერთმანეთს ვჭამთ!..
დავკარგეთ სიყვარული, ე.ი. განვუდექით ღმერთს.

      - ბატონო აკაკი, რა დაგვემართა ამ ჭკვიან ქართველებს, რატომ ვიქცევით ასე?

      - სხეული სიკვდილის მოახლოებას გრძნობს.
სიკვდილი არავის გვინდა.
    გამოსავალს ვხედავთ ფულში (ეს სისტემა მოგვახვიეს თავზე!), ამიტომ ერთმანეთს არ ვინდობთ, _ სიცოცხლის შენარჩუნებისათვის ყველას ფული გვინდა. ამ ბრძოლის პირონბებში, ყოველი ვამბობთ: - `მე ვარ~, `მე უნდა ვიყო~, `მე უნდა დამემორჩილო~, `მე უნდა გმართო~, `მე უნდა მივიდე თაფლის კასრთან!~...
`მე~, ჩვენი წარმოდგენების და სურვილების ჯამია, რომელიც მუდმივად დაკმაყოფილებას ითხოვს, და აქ მიმდინარეობს შინაგანი თუ ქმედებით გამჟღავნებული, ანუ, ღია თუ ფარული ბრძოლა.
ახლა ვიკითხოთ: რა ქნას ადამიანმა, თუ უნდა?..
თუ ძალიან, ძალიან უნდა?!.
    ახლა, წარმოვიდგინოთ ადამიანი, რომელსაც უნდა, ძალიან - ძალიან უნდა, მაგრამ სათანადო შეძლება არა აქვს; და წარმოვიდგინოთ ქვეყანაც, სადაც ასეთი ადამიანების სიჭარბეა. რა ხდება ამ დროს ქვეყანაში?..
    _ ერი ივიწყებს თავის საწყის დანიშნულებას, უარს ამბობს ღვთით დადგენილი ზნეობრივი ნორმებით ცხოვრებაზე და იწყებს სიცოცხლისათვის ბრძოლას ყველა საშუალებებით, რაზეც ხელი მიუწვდება.
ხელის ჩასაკიდს კი, ამ დროს, მხეცი გვაწვდის, _ ფული მისია!..
ამ მდგომარეობაში ვართ ახლა ჩვენ, რამეთუ დღეს ქართველად წარმოდგენილი მდიდარიც (რომელსაც საშუალება აქვს სურვილები დაიკმაყოფილოს), მსოფლიო მხეცით არის ნაკვებ-გამოზრდილი, მისი ხელშეწყობით არის გამდიდრებული.
     ეს არის ღმერთისგან განდგომა. ამიტომ, ყველა დავისჯებით...

  - ბატონო აკაკი, უფრო ნათლად არ შეიძლება?.. უფრო ახლოს ხომ ვერ მივალთ დღეს მიმდინარე პროცესებთან?

    - ჯოგურ ცხოვრებას ადამიანმა დიდი ხნის წინ დაანება თავი. სახელმწიფოში კი არა, ოჯახშიც ვიღაც არის უფროსი, რომელსაც ოჯახის წევრები უსმენენ, უჯერებენ.
ნებისმიერ ქვყანაში, ვისაც ერი - ხალხი უსმენს, არსებობს სამი ძირითადი წამყვანი წარმმართველი ძალა: ხელისუფლება (პოლიტიკური ნაწილი), სამღვდელოება (რელიგიური ნაწილი), და ე.წ. ინტელიგენცია, რომელსაც სხვანაირად `ერის გონს~ ვუწოდებთ.
   ქვეყნის პოლიტიკური ხელისუფლება _ ცალკე, და სამღვდელოება (ეკლესია) _ ცალკე, ხასიათდება, როგორც `ერი და ბერი~. სინამდვილეში, `ერი~ კიდევ სხვაა, ცალკე მდგომი სუბიექტია, რომელიც ერთდროულად ხელისუფლებიდანაც იმართება და სამღვდელოებიდანაც (კანონი + მორალი).
ამ დროს ინტელიგენცია, როგორც `ერის გონის~ წარმმართველი ძალა, ორივე ხელისუფლებისაგან თავის `ნიშას~ ითხოვს, უმრავლეს შემთხვევაში _ იღებს კიდეც! მაგრამ, როცა ქვეყანაში არეულობაა, მისი ადგილი იკარგება; სანაცვლოდ, `ჭკვიანი~ იმიტომ არის იგი, რომ იწყებს ვაჭრობას! ანუ იხრება მისკენ, ვინც მას უკეთ დააფასებს...
     რეალურად, ინტელიგენცია დიდი ძალაა: ხალხი მათკენ იყურება... და რადგან იცის მან - ინტელიგენციამ თავისი ძალა, მუდმივ ეპაექრება - უტევს თითქოს ხელისუფლებას, უფრო მეტად დამაფასეო, ან _ ადგილს ნუ მართმევო, მაგრამ თან ფრთხილობს, მეტი არ მომივიდეს, რაც მაქვს, ისიც არ დავკარგო, ანუ არ `ჩამრეცხოსო~...
არადა, დღეს იგი ჩარეცხეს...
რა მივიღეთ?..
     ხელისუფლება გაყიდულია, თალმუდისტი მასონების მსახურია, _ აქეთ გვიტევს...
მღვდელმთავრობა გვეუბნება, არ არისო მოვლენა; _ ვიყავით, ვართ და ვიქნებითო...
მე, თუ ამჩნევთ, ხელისუფლებისგან `ჩარეცხილ~ ინტელიგენციას უფრო ვედავები, მოვუხმობ, ხალხისკენ, ერისკენ მოიხედეთ-მეთქი.
     არაო! _ მომძახიან ესენიც; შენ ვინ ხარ, ჭკუა გვასწავლოო...
ერიც, რომელიც გადაიღალა ამ ვაი-უბედურებებით, ინტელიგენციის აქეთ-იქით რხევა-წოწიალით (ხან ერთ პოლიტიკოსს რომ ემხრობიან და, ხან მეორეს!), აქეთ მოგვძახის: ხელი კი მოგიწერეთ, საქართველოს ნეიტრალიტეტზე; რომ საქართველო ქართველების იყოს, გაყიდულ-გასხვისებული უკან დაგვიბრუნდეს, მაგრამ... აბა, რა ვქნათ, თქვენ ფული არა გაქვთ და, თქვენ რას გვიშველითო?..
აი, ასეთ პირობებში, გარედან `ვიღაც~ ცდილობს ამ ძლიერი ძალის - ინტელიგენციის მოსყიდვა-მიმხრობას, და დამატებით ეძებს გზებს, რა საშუალებებით, ვისით შეიძლება ხალხის წაყვანა-გამოყენება, თუ ამ დროს თვითონ ჩრდილში უნდა იდგეს; თუ რაღაც დრომდე მისი გამოჩენა ჯერ არ არის მიზანშეწონილი.
მეთოდები, რითაც ხალხი უნდა დააბა, გამოათაყვანო, წაიყვანო, შემუშავებულიც არის, გამოცდილიც. ყოველივე, თვითონ ინტელიგენციის, მისი `ელიტარული~ ნაწილის მიერ არის თეორიულად შემუშავებული, თვითონვე ასწავლიან პოლიტიკოსებს _ ლექციებს უკითხავენ რა როგორ აკეთონ, და ფაქტიურად, თვითონ უბიძგებენ ხელისუფალთ ისეთი მოქმედებისაკენ, რომელიც ყოველს სკამს შეანარჩუნებინებს, ან მაძიებელს იმ სკამთან მიიყვანს!
   და ამას ეს `ელიტარული ნაწილი~ აკეთებს იმიტომ, რომ, ერთ შემთხვევაში, ასეა დადგენილი (მისი მოვალეობაა იკვლიოს, მიაგნოს, ასწავლოს!), მეორე შემთხვევაში, თავისი `მე~-ს საკვები, ღირსეული `ნიშა~ მიიღოს, დაიმკვიდროს და შეინარჩუნოს.
    ხალხი, ერი მათთვისაც ის იარაღია, მისივე წარმოდგენით _ მასაა, ნახირია, რომელიც შეიძლება გაიწიროს, შეიწიროს, თუნდაც მთლად გაწყდეს, ოღონდაც თვითონ იყოს, ადგილი შეინარჩუნოს, გადარჩეს.
ზოგადად ასეა, მაგრამ კონკრეტულად რა ხდება ჩვენთან?..
თავისი მერყეობით ინტელიგენცია ხალხმა შეიჯავრა, თუმცა, ცალი თვალით მაინც მისკენ იყურება.
ამ დროს იწყებს ასპარეზზე გამოსვლას მდიდარი `პატრონი~, რომელიც სიყვარულსაც გვეფიცება; და რას იზამს ხალხი ამ დროს?
     უნდა ვიცოდეთ, რომ ნებისმიერ წინააღმდეგობრივ კოლიზიებში, მთავარი სამიზნე ხელისუფლებაა! ანუ, არის დაუნდობელი ბრძოლა პირველობისთვის, _ იქ არის ფული!
ხალხსაც უნდა ფული და, რა ქნან?..

     - ბატონო აკაკი, მაშინ რას ვითხოვთ ამ ხალხისგან?..

   - ინტელიგენციამ მშვენივრად იცის რაც ხდება, და ისიც იცის, ერისა და ქვეყნის შველა რა გზით შეიძლება, _ საამისოდ საკმაოდ დიდი მასალა მივაწოდე უკანასკნელი 13 - ლამის 14 წლის განმავლობაში; მათ კი, კითხვაც იციან და წაკითხულიდან აზრის გამოტანაც.
მაგრამ, ეს ნაწილი, და სწორედ ეს ნაწილი მდიდარი დასავლეთისკენ იყურება, მდიდარი `პატრონის~ თაფლის კასრთან ჯდომას ირჩევს; ამიტომ მოგვძახიან, არაო!
ხალხსაც არ გვსურს გავიგოთ, რომ ჩვენი ეს წარმოჩენილები გვათამაშებენ, გვიყენებენ!..
რომ შევცდეთ, ესეც არ გვინდა, მაგრამ... `თაფლის კასრი~ მაინც მომხიბლავია; მის სუნზე `ბუზი~ ბაღდადიდანაც მოვაო...
ეს მერე აღმოჩნდება, იმ `კასრთან~ არ მიგვიშვებენ; მისით მხოლოდ `ელიტარული ნაწილი~ ისარგებლებს, ისიც დროებით...

- მაინც უნდა გავკადნიერდე და გითხრათ, კონკრეტული მაგალითებით, კონკრეტული პიროვნებების მითითებით ხომ ვერ ახსნიდით დღეს დაწყებულ პოლიტიკურ მიმდინარე თამაშობებს, რომ ხალხი კვლავ არ შეცდეს და მათ არ გაჰყვეს?

- მე თუ მესაუბრებით, უნდა შევთანხმდეთ: გადარჩენის გზა ერთია, და იგი უფლის გზაა. გადასარჩენად უფლის გზით სიარულისთვის კი, ფულს არ იძლევიან! _ შენ თვითონ უნდა გაიღო...
ამპარტავნება კი, მხეცისაა, ლუციფერულია! (ცნობისთვის: მასონების უმთავრესი სიმბოლო პირამიდის წვერში `გაბრწყინებული თვალი~, ლუციფერისაა!).
ახლა, თქვენს კითხვას... თავიდან ჩემგან ისურვეთ ამ მოვლენებზე მოკლედ თქმა, მე კი, როგორც ხედავთ, ამდენი ვილაპარაკე.
    რასაც თქვენ ითხოვთ, ამისთვის საჭიროა დიდი დრო და გაზეთის საკმაოდ მრავალი ფურცელი.
ზოგადად თქმით, ვგულისხმობ, რომ რაც ყველას თვალწინ ხდება, მან უნდა გვარწმუნებინოს ჩემი ნათქვამის სისწორე, ან სიმცდარე, და დასკვნებიც შესაბამისად გამოგვატანინოს.
რა თქმა უნდა, არის საკითხები, რომლის თქმას და ახსნას გვერდს ვუვლი.
გვაქვს ჯერ ერს და ქვეყანას გადარჩენის რაღაც მცირე შანსი და, ჩემი თქმით, არ მინდა ესეც დავკარგოთ.
ისედაც უშველებელი ზეწოლის პირობებში გვიხდება ამ საქმის კეთება და, უარესს ვერ გავხდი.
არ მაქვს ბევრისთვის სასიამოვნოდ მოსასმენი...
ეს არის ერთი საკითხი.
  მეორეც, განა უკვე ცოტა მაქვს ნათქვამი?.. ცოტა აგვიხდა ჩემი ნათქვამიდან, რომ ამ `ზოგადად ნათქვამიდან~ გაგვეგო ვცრუობ, ვთამაშობ, თუ მართალს ვამბობ?
რაც ვთქვი, ის გავიგეთ?..
   არ გეუბნებოდით, ამ გზით, შევარდნაძის ამ ხალხით გამოცვლით, უარეს ხელისუფლებას მივიღებთ-მეთქი?!.
ახლაც გეუბნებით: ამ გზით, სააკიანის ამ ხალხით გამოცვლით, უარესზე უარესს მივიღებთ!
რომ დავიჯეროთ, კვლავ შედეგს დაველოდოთ?.. _ დაველოდოთ.

   - ბატონო აკაკი, არ გვინდა ასე დალოდება.

   - თქვენ არ გინდათ, სხვა ითხოვს, ხალხი ითხოვს ასე შევცვალოთო; მათ რას ეუბნებით?..
ზემოთ გითხარით: მე ამ შემთხვევაში მოვალეობას ვიხდი. გავიგებთ, ხომ კარგი; არ გავიგებთ და, მოგვიწევს დალოდება.
   მე ვცდილობ, იქამდე არ მივიდეს საქმე. ამიტომ გიხსნით, თუ მეკითხებით: რა ხდება დღეს?.. - გპასუხობთ: დიდი არაფერი ხდება; გამოჩნდა, რომ `პატრონი~ - თალმუდისტი მასონები მოდიან; იქნება ცდა, თვითონ ქართველებს მოგვაყვანინონ თავი, რომ ქვეყანა ჩაიბარონ.
ამისთვის არის ამოქმედებული მთელი ეს მანქანა: როგორმე ხალხი `აქეთ~ - ჩვენკენ არ წამოვიდეს და უკვე საძულველად გამხდარი ხელისუფლება, ჩვენ - ქართველებმა არ შევცვალოთ, წართმეული ქვეყნის მართვის ბერკეტები ქართველმა ერმა უკან არ დავიბრუნოთ; და პირიქით, მომზადებულით, ისარგებლოს ისევ `პატრონმა~ და უკვე თვითონ დაჯდეს ტახტზე.
     ახლა სწორედ ამის განხორციელების შესაძლებლობები და, ამისთვის, ჯერ ქართველ ერად წოდებული ხალხის `პულსი~ ისინჯება; ამისთვის გადმოგვიგდეს სათამაშო პოლიტიკურ მაგიდაზე დიდი კოზირი, მასის შემეცნებისთვის _ დიდი `ჯოკერი~, ბატონი ირაკლი ოქრუაშვილის სახით.
     ის ხალხი უფრო ჭკვიანია, ვიდრე გვგონია: ისე არ გამოვლენ ასპარეზზე, ვიდრე `ნიადაგს~ არ მოსინჯავენ; მათ ჩვენზე უკეთ იციან, რომ სიფრთხილეს თავი არ ასტკივა.
ბრმა თუა ადამიანი, ბრმას ბრმა უფსკრულისკენ მიჰყავს...
     ერის - მთლიანობის, უჭკოსა თუ ჭკვიანის, გაბითურება-გაბრიყვება მაშინ არის ყველაზე ადვილი, როცა მთავარს დაუმალავ, არ გააგებინებ, რომ ქვეყანა შენი აღარ არის, გაყიდულია და ამ მიწის პატრონი შენ აღარ ხარ; შენ აღარ გეკითხებიან, როგორ, ან ვისით იმართებოდეს ქვეყანა;
    და პირიქით, - მთელ საინფორმაციო საშუალებებს (რადიოს, ტელევიზიას, გაზეთებს, სააგენტოებს), თუ მიმართავ იმის მტკიცებისკენ, რომ თითქოს შენია ქვეყანა, შენ ხარ გადამწყვეტი რა როგორ იყოს, მაშინ, გაბრიყვებულ ხალხს რასაც გინდა გააკეთებინებ, საითაც გინდა, იქით წაიყვან!
ამ დროს, `ქარავანი თავისი გზით ივლის~, ხალხი _ იყეფებს...
    ამიტომ არის საჭირო უპირველესად გავიგოთ: საქართველო აღარ არის ჩვენი - ქართველების!.. ჩვენ ცრუ ილუზიებით (თითქოს არის ჩვენი!), გვათამაშებენ, გვღლიან, გვფიტავენ, გვათქმევინებენ: ქართველები არ ვვარგივართ, ქვეყნის მართვა არ შეგვიძლია და უმჯობესია მოვიყვანოთ ეს ჩვენი ძმა ებრაელები, ფულიც რომ აქვს და სიყვარულსაც გვეფიცებიანო.
   ის ჩვენი `მოყვარული~ თალმუდისტი მასონი ებრაელი კი, ისე უნდა გამოჩნდეს, როგორც მშვიდობის ანგელოზი, უცოდველი, ჩვენი გასაჭირით შეწუხებული და, რაც მთავარია, ჩვენი ერისა და ქვეყნის მხსნელი!..
   სხვანაირად, `მხსნელი ებრაელი~ არ გამოჩნდება, ეკრძალებათ მათ გამოჩენა, თავიანთ სამოქმედო კონსტიტუციაში - `ბრძენთა ოქმებში~ უწერიათ:
_  `სანამ ჯერ კიდევ საშიშია სახელმწიფოში საპასუხისმგებლო პოსტების მიღება ებრაელებისათვის, დროებით ჩვენ მათ მივცემთ ისეთ ხალხს, რომელთა წარსულის და ხასიათის გამო, ადვილად ჩნდება უფსკრული მათსა და ხალხს შორის. ასეთ ხალხს ურჩობის შემთხვევაში, ელის სასამართლო და გადასახლება. ამის შიშით, ისინი ჩვენს ინტერესებს დაიცავენ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე~!
     ჩავუკვირდეთ, ნახეთ რა მშვენივრად აქვთ სამოქმედო გეგმა შედგენილი: ფარულად ნაყიდ-დაპყრობილ ქვეყანაში უცბად ნუ გამოვჩნდებით, მანამდე ჩვენგან მოსყიდულ-შერჩეული, რაც შეიძლება უვარგისი, უჯიშო ხალხი დავასვათ თავზე, მათ მალე შეიძულებენ და, როცა ხელისუფალთა ცვლაში გადაიღლებიან - გადავღლით, მერე გამოვჩნდეთო!..
     თავისთავად, მათგან შერჩეული და მათგანვე ნამუსახდილი `პიროვნებები~, თავზე რომ გვასხედან, ყველა მათ ნათქვამ-დავალებას უყოყმანოდ და ურევიზიოდ აასრულებენ! _ თორემო!..
არ არის ჩვენთან ასე?.. _ ხომ ფაქტია, რომ ყველა ვითომ ჩვენი შერჩეული ხელისუფალ-ხელისუფლება შევიძულეთ, არც ერთი მათგანი არ აღმოჩნდა ბოლომდე ჩვენი მოსაწონი, ჭეშმარიტად ჩვენი ერის ინტერესების დამცველი (ვინც აღმოჩნდა, მოკლეს, თუ თავი მოაკვლევინეს!); ყველას შეცვლა მოვითხოვეთ _ შეგვაცვლევინეს; და ახლაც ვითხოვთ!..
  ახლაც სათანადო პროპაგანდისტული მანქანაა ჩართული ხალხის მისამხრობად, ჩვენს ქუჩაში გამოსაყვანად; ანუ, იმ `პატრონმა~ ჩათვალა, რომ მოვიდა ამ უბადრუკთა შეცვლა-გამოცვლის დროც, რათა თვითონ ჩაიბარონ ქვეყანა!
    მაგრამ... რა არის ნათქვამი? _ სიფრთხილეს თავი არ ასტკივაო... ამიტომ, ამჯერადაც, წინ ჯერ მათივე შერჩეული გოი-ოქრუაშვილი გამოუშვეს, რომელსაც, უნდა ვიფიქროთ, თავისი `წარსულის და ხასიათის~ გამო, მალე შევიძულებთ; ან, შეიძლება სხვა განვითარება ჰქონდეს მის კარიერულ სვლას, მაგრამ, ყველა შემთხვევაში, პატრონებს ოქრუაშვილი, რა თქმა უნდა, გაწირული ჰყავთ, რაც შესაძლოა მან ჯერ არ იცოდეს.
თუ არა, რომც იცოდეს, რას იზამს ასეთ დროს იგი, ან სხვა მათგან დაფინანსებულ-დაქირავებული ნებისმიერი რანგის მსახური ხელისუფლებაში, თუ ოპოზიციაში?..
      ამ დაქირავებულთა მბრძანებელი თალმუდისტი მასონები ამბობენ:
_  `ჩვენ დაუფიქრებლად უნდა შეგვეძლოს დადგენილი წესების დამრღვევი ცალკეული პიროვნებების მსხვერპლად მიტანა, რადგან ბოროტის სამაგალითო დასჯაში მდგომარეობს უდიდესი აღმზრდელობითი ამოცანა~... (`ბრძენთა ოქმებიდან~).
ვფიქრობ, კომენტარი ზედმეტია. მაგრამ, აზრის დასრულებისთვის, მათ კიდევ ერთ ნათქვამს მოგაწვდით, რომელიც ნათელს მოჰფენს ჩვენს მასმედიაში დღეს ატეხილ ხმაურს, კამათ-დავების, ურთიერთ ლანძღვა-მხილებების მიზნებსა და დანიშნულებას;
_ `ჩვენი გაზეთები (თანამედროვე პირობებში: რადიო-ტელევიზიაც! _ ა.ჯ.), იქნება სხვადასხვა მიმართულების... თვითოეული მათგანი გასინჯავს ნებისმიერი საზოგადოებრივი აზრის პულსს. როდესაც პულსი აჩქარდება, ჩვენი `ხელები~ საზოგადოებრივ აზრს წარმართავენ ჩვენთვის სასურველი მიმართულებით! _ რადგან აღელვებული სუბიექტი განსჯის უნარს კარგავს და ადვილად ემორჩილება ჩაგონებას!..
  დავბეჭდავთ (ტელე-არხებით ხალხს მოვასმენინებთო! - ა.ჯ.), ხან სიმართლეს, ხან სიცრუეს, ურთიერთგამომრიცხავ მონაცემებს. ყოველთვის ფრთხილად მოვსინჯავთ ნიადაგს, სანამ ფეხს დავადგამთ მასზე~! (ოქმიდან:N11).
    ახლა მაინც თუ მივხვდებით, რა ხდება ჩვენს თავს (და თანაც მერამდენედ!), ტვინის გამოსარეცხად და გამოსაშტერებლად რა ცნობებს გვაწვდიან გაზეთებით, გვასმენინებენ ტელე-არხებით, ვისი ხელით კეთდება ეს ყველაფერი; ვინ არის ეს ხალხი, ყოველდღე ტელე-არხებიდან რომ გვმოძღვრავს, ვინ მოგვიხმობს `მოედანზე~ გამოსასვლელად და რისთვის, ვისთვის, მაშინ ცოტას მაინც წავიწევით წინ.
    კვლავ ზოგადად: _ ყველა `პოლიტ-ტექნოლოგიურ~ მეთოდს ვერ ავხსნი, რომელიც ასეთ დროს ხალხის, მასის შეცდომაში შესაყვანად გამოიყენება. თუ არჩვენებამდე არ არის დაგეგმილი ბატონი პრეზიდენტის - სააკიანის შეცვლა (არსებობს ასეთი გეგმაც!), ბრძოლა ჯერ გაგრძელდება იმის გასარკვევად, თუ ვინ ვის გადაჯაბნის, მოსახლეობის უმრავლესობა ვის მხარეს უფრო დაიჭერს, რომ `პატრონებს~, ანუ ებრაელ მასონებს მოვლენების არასასურველი, არასწორი განვითარების შემთხვევაში, `კორექტირების~ საშუალება ჰქონდეთ: შესაწირი შეიწიროს, მკვდარ პოლიტიკოსთა არმია გაცოცხლდეს, გასაბრიყვებელი გაბრიყვდეს!
   მე შემიძლია თალმუდისტ მასონთა უამრავი ნათქვამი გითხრათ; ნათქვამი, უკვე მიღწეული უამრავი მაგალითით გავამყარო, რომლებიც ზუსტად გვეხება ჩვენ, ზუსტად ესადაგება ქართველ ხელისუფალთა ნამოქმედარს, თუ საქართველოში უკანასკნელ 15-20 წლის განმავლობაში გაჩაღებულ პოლიტიკურ ბატალიებს.
    ყველაფერი კეთდებოდა და კეთდება იმ გეგმით, და ისე, რომელიც თალმუდისტ სიონისტ ებრაელ მასონებს აქვთ შედგენილი. ჩვენ ყველა მათთვის გოი-ნახირი ვიყავით და ვართ, რომლებსაც ადამიანებად არ გვთვლიან.
     ამიტომ, თუ ჩვენ ვართ ერი, და ვეძებთ გადარჩენის გზას, უნდა ვიკითხოთ: ვინ არის ეს ხალხი, ტვინს რომ გვიმღვრევს და, ვინ არის ის, `პულსს~ რომ გვისინჯავს?
სააკიანის ხელისუფლება შესაცვლელია! - ამაზე არ ვდავობთ; ჩვენ მას გაცილებით ადრე ვუწოდეთ დიქტატორი! მაგრამ ვინ ისარგებლებს ახლა ჩვენი ვითომ ოპოზიციისთვის მხარის დაჭერით, მათ დაძახილზე `მოედანზე~ გასვლით?
   ორ ლოზუნგს ჩავუკვირდეთ, დროის მოკლე პერიოდში რომ გაჟღერდა: `საქართველო შევარდნაძის გარეშე~ და `საქართველო სააკაშვილის გარეშე~! _ რა სხვაობაა მათ შორის?..
და ვინ ისარგებლა `იმ~ ლოზუნგით მაშინ, _ უკეთესმა?!.
ასე იქნება ახლაც...

-  კიდევ უნდა გკითხოთ: იქნებ უმჯობესია უკვე თქვათ ნაწილი მაინც, ბატონო აკაკი, რის თქმასაც ერიდებით, რომ კვლავ არ შევცდეთ?

-   ვიმეორებ: გვაქვს ჯერ ერს და ქვეყანას გადარჩენის რაღაც მცირე შანსი...
ჩვენ ისედაც უმძიმესი ზეწოლის პირობებში გვიხდება არსებობა, _ ჩვენ წინ, საწინააღმდეგოდ მომართული უშველებელი ძალა დგას!.. უჩინარია თითქოს ეს ძალა (როგორც ხედავთ, არც კი გვახსენებენ!), მაგრამ ყველაფერი კეთდება, რომ არ მოხდეს ჭეშმარიტად ეროვნული ერთი ძლიერი პოლიტიკური ძალის წარმოქმნა, მისი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა და საჯაროდ იმ ყველაფრის გაჟღერება, რაც ქართველ ერს, ხალხს თავისი ქვეყნის ბედს თავად გადააწყვეტინებს; ანუ, გაყიდულ საქართველოს, ქართველებს დაგვაბრუნებინებს!
   ეს არ არის პატარა საკითხი, თუკი მსოფლიო მმართველი მასონობა, საქართველოს თავის სულიერ იერუსალემად მიიჩნევს, ქართველი ერი კი, მსოფლიო მმართველი მეფის (ჩვენთვის - ანტიქრისტეს!) დასმაში ხელს ვუშლით.
     ეს რეალობაა, რამდენიც არ უნდა ვაქნიოთ თავი და ვუარყოთ.
ასე რომ, ეს უდიდესი, უმძაფრესი ომია, ბრძოლაა, რომელიც ამ ჩვენმა ახალმა `პატრონებმა~ ჩვენი გაბრიყვებით ან ახლა თავისი გამარჯვებით უნდა დააგვირგვინონ;
    ან თუ არა, უკვე ჩვენ შეგვიძლია ხელიდან გამოვგლიჯოთ მათ ქვეყნის მართვის პოლიტიკური სადავეები, რის საშუალებასაც ჯერ გვაძლევს, მართალია ბუტაფორიად წარმოდგენილი, მაგრამ მსოფლიოში ჯერ მოქმედი ე.წ. დემოკრატიული საერთაშორისო სამართალი, -`ერის, ხალხის ნება უზენაესია~!..
და თან, ღმერთი - სიტყვაც, რეალურად გვეხმარება ქართველებს ამ საქმეში, _ თუ გავიგებთ...
მე, ამ შემთხვევაში, `ვთამაშობ~ (ღია ტექსტზე გადავედი!) ქართველი ადამიანის გრძნობებზე; ქვეცნობიერ სურვილებზე ვახდენ დაწოლას, სადღაც ფესვებისკენ გახედებთ, ჩვენთვის ღვთით მოცემულ მისიაზე გელაპარაკებით და ვცდილობ, `იქით~ _ მოუსავლეთში, მასონებთან გაქცეული (გაყიდული, მოსყიდული, დაბნეულ-შეშინებული), ხალხი `აქეთ~ _ ჩვენკენ მოგაბრუნოთ, ჭეშმარიტად ქართული საქმე გაგაკეთებინოთ.
   ამ მიზეზით არ ვასახელებ კონკრეტულ გვარებს, ცალკეულ პიროვნებებს, რომლებიც უკვე აშკარად სულგაყიდულები არიან და, ნებით თუ უნებლიედ, ლუციფერის მიმდევარ-გამღმერთებელ მასონთა სამსახურში დგანან, ამ წვრილმანი ადამიანური სისუსტეების დასაკმაყოფილებლად.
    რადგან ჯერ გვაქვს გადარჩენის ეს მცირე შანსი, ვიტოვებ იმედს, რომ ვართ ჭეშმარიტი ქრისტიანებიც - უნებლიედ შეცდენილები, დაბნეულები, რომლებიც `დავაგდებთ~ ბოროტების გზას და სწორ ნაბიჯს გადავდგამთ; ანუ, ამ ნაწილს ჩვენს გვერდით ვიხილავთ.
(როგორც არ უნდა გავღიზიანდეთ, სხვა გზა ხსნისა არ არსებობს!).
ახლა რა ვქნა, ასე გავაგრძელოთ, თუ ხუმრობაზე გადავიდეთ?..

-    ბატონო აკაკი, გვაქვს კი სახუმაროდ საქმე?

-    რატომაც არა, ზოგს ხუმრობა ახალისებს და მეც ცოტას გაგამხიარულებთ! გსურთ?..
კონკრეტული პიროვნებების დასახელება-დახასიათება მთხოვეთ...
    ჩიტმა მომიტანა ცნობა (და რაღაც თვითონაც წაკითხულიც მაქვს), რომ დაბა ქარელში, თურმე, ცხოვრობდა ერთი ვინმე სომეხი ოსკანიანი, რომელსაც რაღაც შემთხვევია, გადასულა იქიდან და გვარად `ქარელი~ აუღია (მანამდე ეს გვარი საქართველოში არ არსებობდა...).
მერე კიდევ შეემთხვა თურმე რაღაც იმ `ქარელს~, და ახლა ქართულად მჟღერი გვარი: ოქრუაშვილი აუღია...
როგორც იმ ჩიტმა თქვა, `ოსკანი~, სომხურად ოქროს ნიშნავს, ე.ი. ოსკანიანი, თარგმანით, ზუსტად ოქრუაშვილს ნიშნავსო.
       ისიც ჩამჩურჩულა ჩიტმა, `ეს ბიჭი~, იმ ოსკანიანის შთამომავალია, ამდენი რომ აწვალეს ქარ-თველებმა მისი წინაპარი გვარის ძებნაშიო.
    მე კიდევ ის ვიცი (და თქვენც იცით), ეს ყმაწვილი - ადრე ოსკანიანი, ასევე სომხური გვარით შთამომავალს ბატონ სააკოვს, თუ სააკიანს ედგა გვერდით მთელი იმ ხნის განმავლობაში, როცა ეს ორივე, თავის მოძმე-მოგვარეებთან ერთად, საქართველოს და ქართველებს გვანადგურებდნენ, დედა გვიტირეს!..
ახლა ცოტა სერიოზულად: _ ეს ბატონები, ახლა ზოგი რომ არ მოგვწონს, ზოგს კი გმირად ვხდით, ერთმა ებრაელმა მასონმა, ბატონმა სოროსმა არ მოგვიყვანა?!.
    ეს ვაჟბატონები და ქალბატონები, ახლა ვენებს რომ იჭრიან ჩვენი სიყვარულით და ხელისუფლების სიძულვილით, ბატონი სოროსიდან არ იღებდნენ ხელფასებს, გრანტებს, დახმარებებს, და ახლაც `იქიდან~ არ ფინანსდებიან?!.
   მასონები არ უხდიდნენ (ან ახლა რა უხდიან) `შეფიცულებს~; საქართველოს და ქართველი ერის ამ მდგომარეობაში ჩაყენებისთვის?!.
  `თავისუფლების ინსტიტუტი~, საიდანაც ქართველი ბოკერია, ლომაია, დღეს ოპოზიციაში მყოფი ხიდაშელი, უსუფაშვილი და ასევე ძმანი მათნი, სოროსელები არ არიან, მათ ბიძია სოროსი არ ზრდიდა, არ აფინანსებდა და ერთად არ `გვტირობდნენ~ დედას; ახლაც მისი არ არიან?!.
     ადრე ყველა ეს ხალხი, ერთად არ იყო?!.
     ადრე ეს ხალხი, `იეღოველების~ დამცველი არ იყო?!.
სულ ახლახანს ეს ხალხი არ ამბობდა ჩვენს წინაპარზე, მეფეებზე, ჩვენთვის სალოცავ მწერლებზე: ილიაზე, აკაკიზე, ვაჟაზე, რუსთაველზე, _ ამათი დრო წავიდა; ვინ ვართ, რა სატრაბახო გვაქვს ამ ქართველებს, არაფერიც არ ვართ, არც დიდებული არავინ გვყოლიაო?!.
     სულ ახლახანს არ გვიმტკიცებდნენ ამას ქილიკით, ღვარძლით, სიძულვილით?! _ არ იყო ასე?..
აჰ, ადრე `ისეთები~ იყვნენ და, ახლა `ასეთები~ არიან?!.
   ადრე ბიძია სოროსს ჩახუტებულები, მართმადიდებლურ ეკლესიებს გვინგრევდნენ და, ახლა, ბერეზოვსკის და ჩვენს მღვდელ-მთავრობას ჩახუტებულები, აშენებას გვიპირებენ?! ახლა, ბატონები, ქართველი ერის ინტერესებს იცავენ და, ჩვენი გულისთვის თავს გილიოტინაზე დებენ?!.
სერიოზულად უნდა ვიკითხო: _ რა გვითხრა ამ ხალხმა ახლა ისეთი, რას შეგვპირდნენ ისეთს, იმისთანას, რომ სომხურ-ქართული ნაჯვარი ხელისუფლების ჩამოსაგდებად, მათ გავყვეთ?
- ნამუს, ჩუნეს?..
ბოდიში, ნატოში გვექაჩებიან ქვეყანას, და ამიტომ?..
მერედა, ეს `ნატოც~ რომ თალმუდისტი ებრაელი მასონებისაა, ამას რატომ არ გვეუბნებიან და არ გვიხსნიან ჩვენზე გულდათუთქული `ოპოზიციონერები~; ნატოში ხომ, ამ ქვეყანას სააკიანიც მიათრევს?
ოსკანიანმა, სააკიანზე გვითხრა, საზიზღარი მკვლელიაო და, ამან აგვაფეთქა?!.
ქართველობას მართლა არ გვაქვს საქმე სახუმაროდ.

- ბატონო აკაკი, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ სხვა ერის მოძულეობა, თუ `ნაცისტობა~ დაგვწამონ თქვენ, და ჩვენც?..

- ამათ ხელში ყველაფერი არის მოსალოდნელი, წამხდარ ენას სადა აქვს ძვალი,.. მაგრამ!..
უკანასკნელი ბოლო 13-14 წელი გიმტკიცებთ (საბუთი მაქვს, - გაზეთებში ვბეჭდავ!), რომ: ერი ღვთაებრივი წარმონაქმნია და, დედამიწაზე სიცოცხლის გახანგრძლივება თუ გვსურს (არადა, ამ ცნობიერებით დაღუპვა გვაქვს გამოწერილი!), არცერთი ერის ხელის ხლება არ შეიძლება! და პირიქით... (ყველა ნათქვამ-ახსნილს თავიდან ნუ მათქმევინებთ).
    მსოფლიო, ერებისგან შედგება და ყოველს თავისი განსაკუთრებული ფიზიკურ-სულიერი დანიშნულება აქვს. უპირველესი ის არის, რომ შემდგომი არსებობისთვის, ყველა ერმა თავის ქვეყანას უნდა მიხედოს! ეს ნიშნავს: ყველა ჩვენნაირი პარტარა ქვეყანა, თავის ერის წარმომადგენელმა უნდა მართოს!..
გვარის გამოცვლა, ეროვნულ კუთვნილებას არ ცვლის (ეს საკითხი მეცნიერულადაც არის შესწავლილი, დამტკიცებული!); გვარი, როგორც ასეთი, დედისგან კი არა, მამისგან მოდის; შერეული სისხლი შვიდი, ცხრა თაობის შემდეგ თავის `საწყისს~ უბრუნდება...
    ყოველს, ძალიანაც რომ ვმალოთ, წინაპრის ნიშან-თვისება მოგვდევს!..
მორალურ-ზნეობრივი საზომით, არ შეიძლება მართმადიდებლური ცნობიერების ქართველს, მონოფიზიტი, კათოლიკი, მით უფრო _ თალმუდისტი, გნებავთ _ `იაღოვას მოწმე~, თუნდაც შტაინერისტი გვმართავდეს; ეს განსხვავებული მრწამსის, განსხვავებული ზნე-ჩვეულების მქონე ხალხი თავზე გვაჯდეს და თავის ნებას გვახვევდეს; _ ღმერთმა, ასე არაო!..
    და რადგან ასეა, ამას ჰქვია ერთი ერის მიერ, მეორის დაპყრობა!..
ახლა დღევანდელს მოვუბრუნდეთ:
_ ჩემგან წლების წინ თქმული ახალი მართვის სისტემა, მისი შეცვლის მოთხოვნა (დღეს ყველას პირზე რომ აკერია!), სწორედ იმ პირობის დაცვას ითხოვს, რაზეც მოგახსენებთ: საქართველო ქართველმა უნდა მართოს!
მანამდე კი, ამგვარი სისტემის დასამყარებლად, საქართველო ქართველების უნდა იყოს!
ახლა, რა ვქნათ ჩვენ, თუ ეს საქართველო _ ქართველებით, ჩვენს დაუკითხავად, `ვიღაცამ~ ჯერ კიდევ 1985 წელს გაგვყიდა, ხოლო ბატონმა თალმუდისტმა ებრაელმა მასონებმა გვიყიდეს? _ ფული გადახდილია, ხელშეკრულება ფარულად გაფორმებულია, და ჩვენი აქედან გაყრა-გაჟლეტის გეგმაც შედგენილია, იგი არსებობს!..
      ახლა, უნდა, ბატონო, `პატრონს~ თავის ნაყიდ ქვეყანაში მოსვლა, მისი თავის ჭკუაზე მართვა და, უშლი?..
ან, უშლი კი?!.
   ვინ დავისვით თავზე, როცა შევარდნაძე მოვიშორეთ; ვინ იყო იმ დროს `აღელვებათა~ შემოქმედ-შემსრულებელი?
      ჯერ დაგვანგრიეს, ყველამ ერთად დედა გვიტირა და, ახლა, აგვაშენებენ?!.
განა ეს ხალხი ყველა ერთად არ იყო - ერთ ნავში არ ისხდნენ, როცა მოგვისპეს ეროვნების ხსენება მოწმობებში, დაგვინგრიეს ქართული სწავლება, მეცნიერება, მწერლობა, მთლიანი აღმზრდელობითი სისტემა, სპორტი და, საერთოდ ყველაფერი, რასაც ეროვნული ერქვა?!.
ასე არ იყო _ ასე არ არის?!.
    მაშინ, რას ავფუტფუტდით ამ ხალხის დაძახილზე (ჩვენს დაძახილზე კი ადგილიდან ვერ დაგძარით!), ვინ დავინახეთ მათში მხსნელი, ოსკანიანი? თუ სხვა, მის უკან მდგომი?..
     რას გვეტყვის, ამ კითხვებზე რა პასუხს მოგვცემს ჩვენი მრავალნაცად-მრავალტანჯული ინტელიგენცია?..
ხალხო, ჩვენო მკითხველო, თქვენ რას იტყვით?.. _ მიმართეთ ამ კითხვით ხალხს...

- ბატონო აკაკი, ოპოზიცია ახლა პრეზიდენტობის გაუქმებას ითხოვს. რას იტყოდით ამის შესახებ?

- მომიკვდეს თავი... როგორ დავწამე ამ პატიოსან ხალხს, ერთმმართველი პრეზიდენტის სკამზე, დიქტატურის დამყარების მსურველი `პატრონ~ მასონის მოყვანის და დასმის `მცდელობა~!..
`კოლექტიურ მართვისას~ (რასაც სისტემის შეცვლად გვასაღებენ!), პრემიერს, ვითომ იგივე უფლებები არ ექნება და, იგი არ იქნება ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი?!.
    არ ვიცით, ამ ეშმაკობას ვერ ვხვდებით, ვერ ვიგებთ, ვითომ, რატომ არის გადმოგდებული `საპრეზიდენტო მმართველობის~ გაუქმება, თუ რა?!.
`კოლექტიურ მმართველობას~ უკეთესად თუ ვთვლით დღეს, შევარდნაძის პრეზიდენტად არჩევამდე რა ერქვა მაშინ საქართველოს მმართველობით სისტემას, და რატომ ვერ გაამართლა მან?..
ეს `პატრონი~, უკეთესი იქნება?..
    ხო, სულ ჩვენ _ ხალხს მოგვეთათბირებიან მასონები, ქვეყანა როგორ მართონ! დღედაღამ პატრიარქთან ივლიან, ქრისტიან მართმადიდებლებს არაფერი გაგვიცივდეს.
დაგვავიწყდა, რა უწერიათ თალმუდისტ მასონებს მცნებებში?! _ მოატყუეთო, ეპირფერეთო; მერე, სინაგოგაში თქვით: `გოებს უნდა ამოვგლიჯოთ გული და მოვკლათ საუკეთესო ქრისტიანი~-ო! და სხვა...
სახუმაროდ არ მომიტანია ზემოთ ეს გამონათქვამები.
და საერთოდ, აღარ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი; ვამთავრებ.

- ეს ნიშნავს, აღარ გვექნება სხვა ინტერვიუ?..

- რატომ, არა... თუ არა, ვნახავთ...
   ვაპირებდი სხვა თემების წამომეწევას, მესაუბრა ჩვენთვის `სანატრელ~ ნატო-ზე (ჩრდილო-ატლანტიკურ ბლოკზე!); ამეხსნა, იგი მსოფლიო მმართველ მასონთა გეგმების ერთ-ერთი აღმასრულებელი ორგანო-ორგანიზაცია რომ არის და, რომლის საქმიანობას, ჯერ ჩრდილში მყოფი, `კომიტეტი 300~ აკონტროლებს; მისი სამოქმედო გეგმები კი, მასონთა `რომის კლუბის~ მიერ არის შედგენილი, და არა მარტო მის - მათ მიერ...
  მინდოდა ამეხსნა ე.წ. `ოლიმპიელების~ (ელიტარული კლუბის! _ ილუმინატების თანამედროვე მემკვიდრეების!) გეგმებზე, 21 პუნქტზე, რომელშიც შავით თეთრზე უწერიათ, რომ 2000 წლამდე (ეს მეტად საყურადღებო ცნობაა ჩვენთვის!), დედამიწაზე თვითონ უნდა გამეფდნენ _ ერთმმართველი მეფე დასვან, ამისთვის კი მანამდე, ყველა სახელმწიფოში ეროვნული ცნობიერება (სწავლება, მეცნიერება, კულტურა, და ა.შ.), უნდა დაინგრეს, და რაც მთავარია, დედამიწაზე 3 მილიარდზე მეტი ადამიანი გაწყდეს _ გაწყვიტონ! (როცა გეგმებს ადგენდნენ, მაშინ დედამიწაზე 4 მილიარდზე ცოტა მეტი ცხოვრობდა... ეს გეგმაა ამოქმედებული დღეს მსოფლიოში!)...
პარალელურად, გაგაცნობდით მასონურ ორგანიზაციებს, მთელ მსოფლიოში ობობას ქსელივით გაბმულს, და უკვე ნაწილობრივ ღიად მოქმედთ, როგორებიცაა: `ქალა და ძვლები~ (ამის წევრები არიან მამა-შვილი ბუშები!), `ბილდერბერგის კლუბი~, `სამმხრივი კომისია~, `საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტი~, `იერუსალემის წმინდა იოანეს ორდენი~, `ფაბიანთა საზოგადოება~, `ვენეციური შავი არისტოკრატია~, `ჯოჯოხეთის ალის კლუბი~, `პ-2~, `გერმანიის მარშლის ფონდი~ (`მარშლის~ გეგმაში არ აგვერიოს), `ჩინის ფონდი~, `მრგვალი მაგიდა~, `პარიზის კლუბი~, `ლონდონის კლუბი~ (ერთ-ერთი უმძლავრესი ორგანიზაცია, დედა-ლოჟად წოდებული, რომლის ხელმძღვანელია ინგლისის დედოფალი ელისაბედ II), `ბოლშვიკ _ როზენკრეიცერობა~ და ა.შ. თავისი განშტოებებით, რომლებიც მთავრდება ჩვენთვის ცნობილი, ღიად მოქმედი გაეროთი, ევრო-კავშირით, ნატოთი, ინტერპოლით, მსოფლიო ბანკით, სავალუტო ფონდით და სხვა მრავალი ბანკებით, საერთაშორისო ორგანიზაციებით.
    ეს ისეთი ობობას ქსელია, რომელშიც უკვე მთელი მსოფლიოა გაბმული! _ მათზე იქნებ უკვე რაღაც ვიცით კიდეც, მაგრამ არ ვცნობთ ამ ფარულ ორგანიზაციათა ნამდვილ გეგმებს; წარმოდგენა არ გვაქვს, რას აკეთებენ და, ვისით ახდენენ გეგმების შესრულებას;
   გარეგნულად, ეს ადამიანები არაფრით გამოირჩევიან ჩვენგან, სიტყვიერად _ წუხან კიდეც ჩვენზე, გვეუბნებიან სასიამოვნოს, ეწევიან ქველმოქმედებას, ფულსაც გვჩუქნიან ზოგჯერ, მაგრამ... ყველას გვიმზადებენ დიდ სასაკლაოს!..
     მათი საქმიანობიდან ქართველებმა ვიცით მხოლოდ ის, რომ არსებობს `კეთილი ბიძია~ - ვინმე სოროსი, რომელმაც ჩვენი პრეზიდენტი (თავისი `და-ძმებით~!) დააფინანსა და ხელისუფლებაში მოგვიყვანა;
და ვიცით კიდევ სხვა ვინმე ბერეზოვსკიც (დღეს ინგლისში დედა-ლოჟელებთან რომ აფარებს თავს, პუტინმა არ დამიჭიროსო!) _ თავისი მეგობრებით, კავკასიაში ცეცხლის დანთებას რომ ცდილობენ მართმადიდებელი რუსეთის დასანგრევად, და ამ გეგმაში, საქართველო დასაყრდნენ ფორპოსტად სჭირდებათ...
    ამ გეგმებზე მინდოდა დღეს საუბარი, მაგრამ სიტყვა `გაგვექცა~ და საგაზეთო ფურცლების ლიმიტიც ამოვწურეთ.
   თუ მოგვეცა საშუალება და სათანადო საჭიროებაც დავინახეთ, მერე, ალბათ, ამ საკითხებზეც ვიმსჯელებთ.
ჯერ მე ვამბობ: საქართველოს გვაქვს გადარჩენის შანსი!..
ვფიქრობ, არ გვჭირდება განმარტება, ამით რის თქმა მსურს.
მე, გელოდებით!..



                                                ესაუბრა: თამარ ნანუაშვილი
                                                              7.10.2007 წ.



  P.S: ვიდრე ინტერვიუს დავბეჭდავდით, საქართველოში უცბად იმდენი რამ მოხდა, რომ კვლავ ვთხოვეთ ბატონ აკაკი ჯორჯაძეს, ამ მოვლენებზე აზრის გამოთქმა.
დამატებით, ამ მცირე ინტერვიუს გთავაზობთ:

_   ბატონო აკაკი, ვიდრე გაზეთს გამოვცემდით, ბატონი ირაკლი ოქრუაშვილი კიდეც დაიჭირეს, მალე კიდეც `გატყდა~... ამ დროს, ბატონი ბადრი პატარკაციშვილიც გამოჩნდა; დღეს თქვეს, თავის პარტიას აყალიბებსო...
     ამ დროს, უწმინდესმა საქართველოს მონაქის მომზადება და ქვეყნის `მონარქისტულ-კონსტიტუციური~ პოლიტიკური სისტემით მოწყობა შემოგვთავაზა, რასაც საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა...
რას იტყოდით თქვენ ამ საკითხებზე?..

_    ახალს, ალბათ, არაფერს...
ახალი დღეს ისაა, რომ ჩვენი პატრიარქის აღსაყდრების საიუბილეო თარიღია და, ვულოცავ მას ამ საზეიმო დღეს, ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხან სიცოცხლეს;
მორეოდეს იგი საქართველოში შემოჭრილ და მოთარეშე მტერს...

   დანარჩენი, რაც მოხდა და ხდება, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის... (ყოველ საკითხზე უფრო დაწვრილებით, ალბათ, შემდგომ ვისაუბრებთ).
     კვლავ გაგიმეორებთ: ყველაფერი კეთდება, ყველა გზა და საშუალება ისინჯება მხოლოდ იმისთვის, რომ ერი, დაბნეული და ღრმად შეცდენილი ქართული მოსახლეობა, ვერ გავერკვათ ამ პოლიტიკურ თამაშებში, არ შედგეს ჭეშმარიტად ქართული ეროვნული პოლიტიკური ძალა, რომელიც შეძლებდა წართმეული საქართველოს ქართველებისთვის დაბრუნებას!
   დიდი დაუნდობელი ბრძოლაა-მეთქი!.. ლუციფერული აზროვნება მეფობს დედამიწაზე, ყოველი მხრიდან   გვიტევენ და, არ შევცდეთ!
       ღმერთი ჩვენთანაა...
ბრძოლები კი, ჯერ სად არის, _ მრავალ ასეთ სპექტაკლს ვიხილავთ; არ მოგვაწყენენ...
...


ვიტოვებთ იმედს, ამ საკითხზე შემდგომ უფრო ვრცლად ვისაუბრებთ. (რედ.)

14.10.2007 წ.

bottom of page